x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
2008-2022 წლებში რუსმა ოკუპანტებმა 3432 საქართველოს მოქალაქე გაიტაცა, ხოლო 4 სადისტურად მოკლა - დავით ქაცარავა

image



"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრი დავით ქაცარავა აგვისტოს ომის 15 წლისთავს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს ომი არც შეჩერებულა.


"ომი საქართველოს და რუსეთს შორის ორ საუკუნეზე მეტ ხანს მიმდინარეობს.


2008 წლის 7 აგვისტოს ამ ომის მორიგი ბრძოლა გაიმართა.



ეს ომი 2008 წლის 12 აგვისტოს მერეც გაგრძელდა.


ის ამ ბოლო 15 წლის განმავლობაში ერთი დღითაც არ შეჩერებულა.


შეხსენებისთვის:

2008-2022 წლების განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ცხინვალის რეგიონის მიმდებარედ 1450, ხოლო აფხაზეთში 1982 მოქალაქე გაიტაცეს.


ჯამში, 3432 საქართველოს მოქალაქე იქნა გატაცებული, ხოლო 4 სადისტურად მოკლული.


თქვენთვის დამთავრდა ომი?

ჩემთვის არა." - წერს დავით ქაცარავა და რუსების მიერ გატაცებულთა და მოკლულთა სტატისტიკას ურთავს თან.


image




1
81
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
81
  
2023, 8 აგვისტო, 8:43
ტაშკუილა მებრძოლი ქაცა :D
0 1 1