საქართველო ვიზების შეზღუდვა, ანგარიშების გაყინვა - ნინო ლომჯარია განმარტავს, რას ნიშნავს მაგნიცკის სანქციებში მოხვედრა 20 დეკემბერი, 21:16 ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია განმარტავს თუ რას ნიშნავს მაგნიცკის სიაში მოხვედრა. ის წერს, რომ პირველ რიგში ეს გულისხმობს ფინანსური აქტივების გაყინვას და სავიზო შეზღუდვას. "რას ნიშნავს მაგნიცკის სანქციების ქვეშ მოხვედრა?
1. თუ დასანქცირებულ პირებს აქვთ ქონება, საბანკო ანგარიშები, ან რაიმე სახის აქტივები, რომლებიც იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ან აშშ-ის იურისდიქციაში, ეს აქტივები გაიყინება;
2. ამერიკული ბანკები, ფინანსური ინსტიტუტები ან საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც აშშ-ს ფინანსურ სისტემას იყენებენ, ვერ განახორციელებენ მათ ანგარიშებზე ტრანზაქციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც მოექცევიან იგივე სანქციების ქვეშ;
3. მათ შესაძლოა სცადონ გადარიცხვები იმ ბანკების მეშვეობით, რომლებიც არ იყენებენ აშშ-ის საფინანსო სისტემას, თუმცა პრაქტიკაში ეს მეტად რთული იქნება, რადგან გლობალური ფინანსური სისტემა მჭიდროდაა დაკავშირებული ამერიკულ ბაზართან. ბევრი საერთაშორისო ბანკი უფრთხის სანქცირებულ პირებთან თანამშრომლობას, რომ მათაც არ დაემუქროთ შეზღუდვები ან სანქციები" - წერს ნინო ლომჯარია.
ამერიკის სანქციები ბიძინას მაღალჩინოსნებსშეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს, ხუთშაბათს, აშშ-ს სახაზინო დეტარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მაგნიცკის განახლებული სია, სადაც დასანქცირებულთა შორის მოხვდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ხელმძღვანელის მოადგილე მირზა კეზევაძე. სქრინი მაგნიცკის სიიდანმაგნიცკის აქტირაც შეეხება მაგნიცკის სიას, ის არის მაგნიცკის აქტში შემავალი განახლებადი დოკუმენტი, მასში ხვდებიან სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირები, რომლებიც ჩადიან სისტემურ დანაშაუელებებს. მაგნიტსკის აქტი აშშ-ში 2012 წელს შეიქმნა, რათა დაესანქცირებინა რუსეთის ის ოფიციალური პირები, რომლებიც კავშირში იყვნენ რუსი ადვოკატის სერგეი მაგნიცკის ციხეში სიკვდილთან. სერგეი მაგნიცკი მუშაობდა რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ. მან გამოაააშკარავა 230 მილიონი დოლარის საგადასახადო მაქინაციების კორუფციული სქემა, რომელშიც რუსეთის პოლიციისა და მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მაგნიცკი ბრიტანული საინვესტიციო ფონდის, „ჰერმიტიჯ კაპიტალის“ ადვოკატი იყო. 2008 წლის 24 ნოემბერს ის გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით დააკავეს. 11 თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, სერგეი 2009 წლის 16 ნოემბერს, მოსკოვის N1 წინასწარი დაკავების იზოლატორში, საავადმყოფოში, წამების შედეგად გარდაიცვალა. სერგეი მაგნიცკი / ფოტო: ვიკიპედიიდან39 შეფასება არ არის
|