x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
რატომ არ გაახსნევინა ხულოელმა კაცმა "ალტ-ინფოს" ოფისი

დათო სოლომონიძე არის იმ საოფისე ფართის მეპატრონე ხულოში, რომლის ქირაობა სურდა "ალტ-ინფოს", თუმცა მას შემდეგ რაც მან გაიგო რა ორგანიზაციაც იყო, მიქირავებაზე უარი განუცხადა და იმდღესვე დაატოვებინა ოფისი.


დათო სოლომონიძე თავის ფესბუქ-გვერდზე განამრტავს თუ რატომ მოიქცა ასე:


"როდესაც მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი ფართიდან გამეშვა ის ხალხი, ეს გავაკეთე იმიტომ, რომ არ მინდა ჩემს მუნიციპალიტეტში ვინმემ ვინმეზე იძალადოს და დააპირისპიროს ადამიანები ერთამენთს. ჩემთვის ფული არ ღირს იმად, რომ ხვალ ვინმემ მოღალატე მიწოდოს.გუშინ ჩემს ანგარიშზე მესიჯები არ წყდებოდა. ერთ დღეში დამერიცხა 3430 ლარი, რაც ძალიან მეუხერხულება, მაგრამ ახლა მხოლოდ მადლობის გადახდა დამრჩენია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა არის ყველაზე ძლიერი იარაღი მტერთან საბრძოლველად.მივიღე გადაწყვეტილება, შემოსული თანხიდან 1000 ლარი გადავრიცხო უკრაინელების დახმარების ფონდში.მე არ ვიცი, ეს როგორ უნდა გავაკეთო და გთხოვთ გამარკვიოთ.კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც თუნდაც 1 ლარი დარიცხეთ".

imageფოტო-კოლაჟში: მარცხივ დათო სოლომონიძე, მარჯვნივ ალტ-ინფოს დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე
0
150
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0