x
image
Yoona
Mediator image
უსინათლო მხატვარი შეხებით ქმნის თვალწარმტაც ტილოებს
image



2001 წელი ამერიკელი მხატვრის ჯონ ბრამბლიტისთვის გადამწყვეტი იყო. ეპილეფსიის მორიგი შეტევის შემდეგ ჯონმა მხედველობა დაკარგა. იმ მომენტიდან მის თვალებს მხოლოდ სინათლის და სიბნელის გარჩევა შეუძლია. მისი ერთადერთი ხსნა ხატვაა. ჯონმა შეიმუშავა საკუთარი სტილი: ის იყენებს ტექსტურირებულ საღებავებს, რათა ორიენტირება მოახდინოს ტილოზე.



შევარჩიეთ მხატვრის 10 საუკეთესო ნამუშევარი, რომელიც განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევს.



2001 წელი ჯონისთვის გახდა ახალი გვერდი მის, როგორც მხატვრის კარიერაში

image



„ადრე ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ხატვა მხედველობის გარეშე შესაძლებელი იყო“


image



„დაბრმავებიდან 1 წლის შემდეგ დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა შემეძლო გამეკეთებინა ხატვის თავიდან დასაწყებად“

image



„ძირითადად, შეხების გრძნობა ცვლის ყველაფერს, რასაც აკეთებს თვალები თვალხილული მხატვრისთვის“

image



„არსებითად, თვალები მხატვრისთვის ასრულებს მხოლოდ ორ ფუნქციას: ისინი ხელს უწყობენ ტილოზე ობიექტის ადგილმდებარეობის განსაზღვრას და ფერის არჩევას“

image



„დროთა განმავლობაში შევძელი რამდენიმე ტექნიკის შემუშავება, რათა ტილოზე ხაზები უფრო ზუსტად დამესვა“

image



„ჩემს სტუდიაში საღებავის ყველა ბოთლს და ტუბს ბრაილის შრიფტი აქვს. ფერების შესარჩევად ვიყენებ ფორმულას, ანუ თითოეული ფერის სხვადასხვა ნაწილს ვზომავ, რომ სწორი შეფერილობა მივიღო. ეს ტორტის რეცეპტის გამოყენებას ჰგავს“

image



„ჩემს პირველ გამოფენაზე არ ვუთხარი ხალხს, რომ უსინათლო ვარ“

image



„არა იმიტომ, რომ მრცხვენოდა, არამედ იმიტომ, რომ არ მინდოდა ამას გავლენა მოეხდინა მათ აღქმაზე ხელოვნების შესახებ“

image



მხატვრისთვის მხედველობის დაკარგვა შეიძლება გახდეს ბოლო წერტილი მის კარიერაში. მაგრამ არა ჯონ ბრამბლიტის შემთხვევაში. მხედველობის დაკარგვამ, პირიქით, ხელი შეუწყო მისი გენიალურობისა და ნიჭის უსაზღვრო შესაძლებლობების გამოვლენას.

image



ასევე დაგაინტერესებთ:

27 საოცრად რეალისტური აკვარელით ნახატი მარკოს ბეკარისგან

უძველესი ისტორია ქართველი მხატვრის ბრუნო ვეფხვაძის წარმოუდგენელ ნახატებში

ესპანელი მხატვრის 15 რომანტიკული ნახატი, რომელიც ინტიმის მოპარულ მომენტებს ხატავს

შემთხვევით აღმოჩენილი დემონი – რესტავრატორებმა აღადგინეს 1789 წლის ნახატი

აღმოსავლეთის სული, ვნება და პაპანაქება ადამ სტიკას, „მზის სხივების ოსტატის“ ნახატებში



0
36
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
36