მხატვრობა ფერწერის შპარგალკა - მხატვარმა „გოგონა მარგალიტის საყურით“ სხვადასხვა სტილში დახატა 2023, 4 აპრილი, 9:34 ხელოვნებაში ბევრი სტილი და ტენდენციაა და მარტივად შეიძლება დაიბნეთ. ამ სტატიის წყალობით, ნახატებში გარკვევას შეძლებთ და გაიგებთ, როგორ განსხვავდება ერთი სტილი მეორისგან.
მხატვარმა დინა მურტაზინამ ფერწერის ძალიან მარტივი და გასაგები შპარგალკა შექმნა. მან თითოეული მიმართულების დამახასიათებელი ელემენტები გამოყო. საფუძვლად კი აიღო მხატვრის იან ვერმეერის ნამუშევარი „გოგონა მარგალიტის საყურით“, რომელიც სხვადასხვა სტილში შეასრულა. ბაროკო - თეატრალურობა ფერწერაში ბაროკოს სტილს ახასიათებს ზეიმურობა, პომპეზურობა, დიდებულება, სიცოცხლისმოტრფიალე ხასიათი და დინამიურობა. ნახატები არის აშკარა, ემოციური და დრამატული. პირდაპირია, ქვეტექსტის გარეშე. იმპრესიონიზმი – შტრიხი და სინათლე ამ მიმართულების ამოცანაა ობიექტის არა დეტალურად დახატვა, არამედ მისგან მიღებული შთაბეჭდილების ჩვენება. იმპრესიონისტები მსხვილ და ენერგიულ ეტიუდურ შტრიხებს იყენებენ. ფერების შერევაზე და კონტურების მკაფიოდ მოხაზვაზე უარს ამბობენ.ექსპრესიონიზმი - ემოციები ექსპრესიონისტების ძირითადი ტექნიკაა დამახინჯება და გაზვიადება. შტრიხები გამოხატული და შესამჩნევია, ფერები მდიდარი და კაშკაშა. მიმართულებას ახასიათებს მკვეთრი კონტურები და კონტრასტები. ეს ყველაფერი ღრმა გრძნობებისა და ემოციების გამოხატვის მიზნით: საზარლობა, შიში, აღშფოთება თუ აღფრთოვანება.კუბიზმი - გეომეტრიული დეფორმაცია კუბიზმში ნახატის სიუჟეტი წარმოდგენილია ორგანზომილებიანი სახით. კუბისტები ცდილობენ შექმნან ბრტყელი გამოსახულება. იგი მოკლებულია რეალიზმს და გეომეტრიულობას: სწორი ხაზები იკვეთება და ივსება მრუდი შტრიხებით.სუპრემატიზმი – გეომეტრიული ფორმები სტილის დამახასიათებელი ნიშნებია გეომეტრიული ფორმებისა და სხვადასხვა ფერის ხაზების კომბინაცია. სუპრემატისტი მხატვრის ამოცანაა შეძლოს ტილოზე აღბეჭდოს ხელოვნების არსი, კონკრეტული გამოსახულებების გამოყენების გარეშე.პოპ-არტი – განმეორება პოპ–არტი არის ნათელი ფერები, ჭყეტელა, თამამი თემები და სილუეტები, იუმორი და სიმსუბუქე გამოსახულებისადმი მიდგომაში. მიმართულებას ახასიათებს სამომხმარებლო საქონლის გამოსახულებები და საყოფაცხოვრებო ნივთების კომბინაციები, ფოტოები, ნაწყვეტები ბეჭდური გამოცემებიდან.აბსტრაქციონიზმი - ქაოსური აბსტრაქციონიზმი უარყოფს ფიგურალურ გამოხატვას ხელოვნებაში. ხასიათდება ინოვაციური ფერის სქემებით და გეომეტრიული ფორმებით, რომლებიც ადამიანებში მრავალფეროვან ასოციაციებს იწვევს.სიურრეალიზმი - სიმბოლიზმი სიურეალიზმის ძირითადი ნიშნებია ალუზიები, ფორმებისა და ილუზიების პარადოქსული კომბინაციები. მხატვრების ქვეცნობიერის გამოსახულებები რეალობასთან აბსურდულად შერწყმულია. არ არსებობს ჩარჩოები.დადაიზმი – კოლაჟი დადაიზმი ავანგარდული ნიჰილისტური მოძრაობაა. უარყოფს მოწესრიგებულ ფორმებს, სტანდარტებსა და კანონებს, ფერების ჰარმონიულ კომბინაციას და ხაზების რაციონალურობას.მინიმალიზმი – სიმარტივე მინიმალიზმის სტილში შესრულებული ნახატები შეგიძლიათ ამოიცნოთ გეომეტრიული ფორმების სიმარტივით და განმეორებით, გაწმენდილი ნებისმიერი სიმბოლიზმისგან. გამოსახულება ასიმეტრიულია, სივრცე არ არის დატვირთული.ასევე დაგაინტერესებთ: 1. სად არის მანე, სად მონე? ელემენტარული შპარგალკა მათთვის, ვისაც ხელოვნებაში გარკვევა სურს 2. სინამდვილეში როგორ გამოიყურებოდა ვინსენტ ვან გოგი, რომელიც ავტოპორტრეტებს ხატავდა, მაგრამ ფოტოების გადაღება არ უყვარდა 3. ესპანელი მხატვრის 15 რომანტიკული ნახატი, რომელიც ინტიმის მოპარულ მომენტებს ხატავს 4. მხატვარმა პატარა ქალთევზას ახალი ისტორია დახატა. ეს კლასიკურ ვერსიაზე უფრო მეტად მომწონს 5. ბერძენი მხატვრის სურათები, რომლებიც ჭეშმარიტი სიყვარულის სილამაზეს გვიჩვენებს 6. ამ 26 ნახატის შემხედვარე ჩემი ტვინი 26-ჯერ იმეორებს: ეს შეუძლებელია! 234 1-ს მოსწონს |