მხატვრობა „ახალი ჰოლანდიელის“ ერიკ ტიეროლფის შემაშფოთებელი ფანტაზია 1 ივლისი, 22:03 მხატვარი ნიდერლანდებიდან ერიკ ტეიროლფი ჩვენი თანამედროვეა, მაგრამ მის ნახატებში ნათლად ჩანს კლასიკის ხელწერა. მისი ქალები რუბენის ქალებივით სავსეა, ხოლო ნახატების სიუჟეტები სავსეა მოქმედებებითა და ინტრიგებით, როგორც იან სტენის ნახატებში. თანამედროვე ევროპული მხატვრობის მცოდნეები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ტიეროლფის ნამუშევრები იდუმალი და შემაშფოთებელია, მაგრამ ამავდროულად საოცრად მიმზიდველი.
ერიკ ტიეროლფი 1963 წელს ნიდერლანდებში დაიბადა. 1987 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი ენსხედეს სამხატვრო აკადემიაში. 1991 წელს გამართა პირველი პერსონალური გამოფენები და სწორედ ეს წელი შეიძლება ჩაითვალოს მისი, როგორც მხატვრის აღიარების დასაწყისად. ტიეროლფის ნახატები გამოიფინა ნიდერლანდებში, ესპანეთში, დანიაში, საფრანგეთში, ისრაელსა და აშშ-ში. ისინი ამშვენებენ მსხვილი კომპანიების ოფისებს და თანამედროვე ხელოვნების დამფასებელთა კოლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მხატვრის ნახატების უმეტესობა შესრულებულია რეალიზმის სტილში, მაგრამ ხშირად შეიცავს სიურრეალისტურ ელემენტებს, დრამატული ქვეტექსტით. ოსტატის ნამუშევრებს შეგვიძლია ვუწოდოთ თანამედროვე რენესანსი. მისი ნახატები დიდ ინტერესს იწვევს მათშიც, ვინც ხელოვნებისგან შორსაა. ალბათ, ეს გამოწვეულია იმით, რომ ტიეროლფი თავის ნახატებში იყენებს თანამედროვე თემებს: ქალსა და კაცს შორის ურთიერთობას, ბიწიერებას, გულგრილობას და ძალადობას. მხატვრის ნახატებში ხშირად ვხედავთ ზღვას და ადამიანებს, რომლებიც სტიქიას ებრძვიან ან თავიანთ ბედს მორჩილად ელოდებიან. ზუსტად ასე ხედავს ტიეროლფი ადამიანის ცხოვრებას და მის მიმართ განსხვავებული ადამიანების დამოკიდებულებას. ასევე დაგაინტერესებთ: ქალების პატარა სიხარულები გაბრიელ პენაკიოლის ილუსტრაციებში ჯოი გუიდონი და მისი 25 მწვავე ილუსტრაცია ჩვენი შეშლილი სამყაროს შესახებ სინაზე და სიმშვიდე მხატვრის აიდემირ საიდოვის ნახატებში მხატვარი იმდენად ნამდვილ ილუსტრაციებს ხატავს ჩვენს ცხოვრებაზე, რომ ყელში ბურთი გამეჩხირა ასეთები იქნებოდნენ ადამიანები ცნობილი ნახატებიდან ჩვენს მეზობლად რომ ეცხოვრათ 442 1-ს მოსწონს |