მხატვრობა ფლორენციის ანგელოზი - ვინ იყო სანდრო ბოტიჩელის იდუმალი ვენერა 31 ივლისი, 12:17 შუა საუკუნეების და რენესანსის ეპოქის შემოქმედთა შთაგონების წყარო ხშირად ხდებოდა მიუწვდომელი მშვენიერი ქალები, რომელთა პლატონურმა სიყვარულმა და თაყვანისცემამ წარმოშვა მსოფლიო ხელოვნების შედევრები. ფლორენციელი სიმონეტა ვესპუჩი რენესანსის ეპოქის უდიდესი მხატვრისთვის, სანდრო ბოტიჩელისთვის გახდა ისეთი ღვთაება, როგორც ბეატრიჩე დანტესთვის ან ლაურა პეტრარკისთვის. სიმონეტა ვერ ამჩნევდა მოკრძალებულ მხატვარს და არ ეჭვობდა, რომ მისთვის სილამაზის იდეალი იყო.
გოგონამ ვერასდროს გაიგო, ვისი წყალობით დარჩა მისი გამოსახულება უკვდავი საუკუნეების განმავლობაში. სიმონეტა 23 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. სიმონეტა დაქორწინებული იყო მარკო ვესპუჩზე, ცნობილი იტალიელი ვაჭრის, მკვლევრის და კარტოგრაფის, ამერიგო ვესპუჩის შორეულ ნათესავზე. სიმონეტას ქმარი ფლორენციის თანამმართველის, ჯულიანო მედიჩის მეგობარი იყო, ამიტომ ქორწილის შემდეგ ახალგაზრდა წყვილი ამ ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. სიმონეტას და მარკოს ქორწინება ბედნიერი არ იყო. სანდრო ბოტიჩელი. ავტოპორტრეტი ფლორენციაში გადასვლის შემდეგ ლამაზმანი მამაკაცების ყურადღების ქვეშ მოექცა, მისი გულის მოგებას ცდილობდა მრავალი კეთილშობილი მამაკაცი. მის თაყვანისმცემლებს შორის იყო ფლორენციის მმართველი ლორენცო მედიჩი, მაგრამ ქალის გული მოიგო მისმა ძმამ, ჯულიანომ. ჯულიანო მედიჩით აღფრთოვანებული იყო ქალაქის ყველა ქალი, კეთილშობილიდან უბრალო მოქალაქემდე. იგი იყო სიმპათიური, დიდებული, ძლიერი და მარჯვე. ფილიპინო ლიპი. სანდრო ბოტიჩელის პორტრეტი სანდრო ბოტიჩელი. „ახალგაზრდა ქალის პორტრეტი“ („სიმონეტა ვესპუჩის პორტრეტი“), 1475-80 აგნოლო ბრონზინო. ჯულიანო მედიჩის პორტრეტი სანდრო ბოტიჩელი. სიმონეტა ვესპუჩი (ვარაუდი), 1475 ითვლება, რომ პიერო დი კოზიმოს ამ ნამუშევარში კლეოპატრას როლში გამოსახულია სიმონეტა ვესპუჩი, მისი გარდაცვალებიდან ათწლეულების შემდეგ. სანდრო ბოტიჩელი. ჯულიანო მედიჩის პორტრეტი, 1476 ფლორენციაში უყვარდათ ჯულიანო მედიჩი. ახალგაზრდობის პრინცს ეძახდნენ. ჯულიანო სახელმწიფო საქმის მიმართ ინტერესს არ ავლენდა, მაგრამ აქტიურად მონაწილეობდა ტურნირებსა და მეჯლისებში. სიმონეტა ფლორენციის პირველ ლამაზმანად ითვლებოდა, „შეუდარებელს“ ეძახდნენ, პოეტები უძღვნიდნენ ლექსებს, მხატვრები ხატავდნენ მის პორტრეტებს. სანდრო ბოტიჩელი. ჯულიანო მედიჩის პორტრეტი, 1478 სანდრო ბოტიჩელი. „გაზაფხული“, 1482 ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ სიმონეტა ჯულიანოს საყვარელი გახდა. ზოგი დარწმუნებულია, რომ მათი სიყვარული პლატონური დარჩა. უდავოა ფაქტი, რომ 1475 წლის 28 იანვარს ჯულიანომ მიიღო მონაწილეობა ტურნირში და გამარჯვების შემდეგ მისი გულისსწორი, სიმონეტა, ტურნირის დედოფლად გამოაცხადა. ამ მოქმედების გაფორმებაში მონაწილეობდა ბოტიჩელი, რომელმაც ჯულიანოს პირად ბაირაღზე გამოსახა სიმონეტა მინერვას გამოსახულებით თეთრ კაბაში, გორგონ მედუზას თავით ხელში. სამწუხაროდ, ეს ბაირაღი შემორჩენილი არ არის. სანდრო ბოტიჩელი. „ვენერას დაბადება“, 1485 სანდრო ბოტიჩელი. „მადონა და ბავშვი“, 1470 სანდრო ბოტიჩელი. „მადონა და წიგნი“, 1483 სანდრო ბოტიჩელი. „მადონა ბროწეულით“, 1487 მშვენიერი სიმონეტა 23 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულოზით (სხვა ვერსიით მოწამლეს). მთელი ფლორენცია გლოვობდა მის სიკვდილს. გლოვობდნენ მშვენიერი ქალბატონის წასვლას და ჯულიანოს და სიმონეტას იდეალური სიყვარულის დასასრულს. შეყვარებულის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ იმავე დღეს, 26 აპრილს, ჯულიანო მედიჩი შეთქმულების ხელით გარდაიცვალა. ახალგაზრდა შეყვარებულების სიკვდილი ფლორენციელებს მისტიკურად ეჩვენებოდათ და ამ ისტორიას კიდევ დიდხანს იხსენებდნენ. ანდრეა ვეროკიო. ქალის პორტრეტი. სავარაუდოდ, სიმონეტა ვესპუჩის პორტრეტი სიმონეტას პორტრეტების უმეტესობა მისი გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდა. მის ადრეულ წასვლას გლოვობდა სანდრო ბოტიჩელიც, რომელმაც მისი გამოსახულებით დახატა ვენერა და გაზაფხული. თავისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი „ვენერას დაბადება“ სიმონეტას გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ დაასრულა. ხელოვნებათმცოდნეები დღემდე კამათობენ, თუ რომელ ტილოზე გამოსახა მხატვარმა სიმონეტა ვესპუჩი და იყო თუ არა მხოლოდ ის. ზოგი ვარაუდობს, რომ გაცნობის მომენტიდან მხატვარი 15 წლის განმავლობაში გამოსახავდა სიმონეტას ყველა ტილოზე, როგორც მადონას ან ვენერას. სიმონეტა ვესპუჩი სიმონეტა ვესპუჩისა და ჯულიანო მედიჩის გარდაცვალებასთან ერთად დასრულდა მთელი ეპოქა, რომელსაც „ოქროს ხანას“ უწოდებენ და დაიწყო ფლორენციული რენესანსის დაცემა. სანდრო ბოტიჩელი. „ვენერა და მარსი“, 1483 ასევე დაგაინტერესებთ: მხატვარმა დახატა, როგორ ხედავს ვან გოგის ცხოვრებას სად არის მანე, სად მონე? ელემენტარული შპარგალკა მათთვის, ვისაც ხელოვნებაში გარკვევა სურს ფერწერის შპარგალკა - მხატვარმა „გოგონა მარგალიტის საყურით“ სხვადასხვა სტილში დახატა სინამდვილეში როგორ გამოიყურებოდა ვინსენტ ვან გოგი, რომელიც ავტოპორტრეტებს ხატავდა, მაგრამ ფოტოების გადაღება არ უყვარდა სირიელი მხატვარი გვაჩვენებს, როგორ გამოიყურება ემოციები და გრძნობები, რომელთა აღწერა სიტყვებით გვიჭირს 88 2-ს მოსწონს |