მხატვრობა უძველესი ისტორია ქართველი მხატვრის ბრუნო ვეფხვაძის წარმოუდგენელ ნახატებში 16 აპრილი, 16:48 უდავოდ, ძნელია იმის გამოსახვა, რაც თავად არ გინახავს, მაგრამ თუ ადამიანს აქვს ნიჭი და არაჩვეულებრივი წარმოსახვა, მისთვის პრობლემა არ იქნება. თანამედროვე ქართველი მხატვარი ბრუნო ვეფხვაძე ანტიკური სამყაროს ისტორიის თემაზე კლასიკურ ტილოებს ხატავს.
მისი ნახატებიდან გვიყურებენ ანტიკური გმირები, ქალღმერთები, ფარაონები და უბრალოდ ადამიანები, რომლებიც ათასობით წლის წინ ცხოვრობდნენ. (ფრთხილად! შიშველი ნატურა!) ბრუნო ვეფხვაძე მეოთხე თაობის მხატვარია. ხელოვანი ვეფხვაძეების ცნობილი დინასტიის მემკვიდრეა, რომელიც ცნობილია საქართველოს საზღვრებს მიღმა. ბრუნო დაიბადა 1986 წელს თბილისში მხატვარ ჯოვანი ვეფხვაძის ოჯახში. ბიჭი შემოქმედებით გარემოში გაიზარდა და ადრეული ბავშვობიდან ხატვამ გაიტაცა. რომაელი ქალი სარკით ხელში ბავშვთა სამხატვრო სკოლა დაამთავრა, რის შემდეგაც მაშინვე ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში მე–3 კურსზე. სწავლის პერიოდში ბრუნო მონაწილეობდა თბილისში გამართულ პროფესიულ გამოფენებში. მისმა ნამუშევრებმა ექსპერტების მიერ დიდი მოწონება დაიმსახურა და 2004 წელს სტუდენტი ვეფხვაძე მიიღეს ქართველ მხატვართა ასოციაციაში. 2006 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი გახდა. ოდალისკი 2009 წელს მხატვარმა თბილისის სამხატვრო აკადემიის დიპლომი მიიღო და პირველი პერსონალური გამოფენა გამართა. ახლა ბრუნო ვეფხვაძე მსოფლიოში ცნობილი მხატვარია. მისი გამოფენები იმართება სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო ნახატები ინახება აშშ–ს, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის და თურქეთის კოლექციებსა და გალერეებში.დილა ბრუნო ვეფხვაძის კლასიკური ნახატების მთავარი თემა ანტიკური ხანის და შუა საუკუნეების ისტორიაა. მხატვარი გულდასმით ემზადება თითოეული ტილოს შესაქმნელად, სწავლობს ტანსაცმელს, წეს–ჩვეულებებს, არქიტექტურას და ისტორიულ ფაქტებს. ამაში ეხმარება იტალიური ენის ცოდნა, რომელსაც უნაკლოდ ფლობს.რომაული აბანოები თერმული აბანოები დედოფლის მოქანდაკე მერკური ანტიკურ სახელოსნოში ხევსურული აკვანი კლეოპატრა იერუსალიმის გათავისუფლება გლადიატორი მხედარი მოთვალთვალე ასევე დაგაინტერესებთ: სინაზე და სიმშვიდე მხატვრის აიდემირ საიდოვის ნახატებში ბერძენი მხატვრის სურათები, რომლებიც ჭეშმარიტი სიყვარულის სილამაზეს გვიჩვენებს შემთხვევით აღმოჩენილი დემონი – რესტავრატორებმა აღადგინეს 1789 წლის ნახატი ესპანელი მხატვრის 15 რომანტიკული ნახატი, რომელიც ინტიმის მოპარულ მომენტებს ხატავს სად არის მანე, სად მონე? ელემენტარული შპარგალკა მათთვის, ვისაც ხელოვნებაში გარკვევა სურს 960 1-ს მოსწონს |