მხატვრობა ესპანელი მხატვრის 15 რომანტიკული ნახატი, რომელიც ინტიმის მოპარულ მომენტებს ხატავს 2020, 10 მარტი, 14:56 თანამედროვე მხატვარი, ვისენტე რომერო რედონდო მადრიდში ცხოვრობს და მთელი მისი ცხოვრება მხატვრობას უკავშირდება. მისი პოპულარობა უკვე მთელ მსოფლიოში გავრცელდა იმის წყალობით, რომ ტილოზე სინათლის თამაშის გადმოცემა შეუძლია. როგორც ვისენტე ამბობს, ის გაოცების, ინტიმური ურთიერთობის მოპარული მომენტის აღბეჭდვას ცდილობს.
კარიკატურებიდან მგრძნობიარე ფერწერობამდე ვისენტე 1956 წელს მადრიდში დაიბადა. უკვე ბავშვობიდან ნაცნობების კარიკატურებს ხატავდა. განათლება ხელოვნების უმაღლეს სკოლაში მიიღო, სადაც სხვათა შორის სალვადორ დალიც სწავლობდა. სასწავლებლის წარმატებით დასრულების შემდეგ, ქუჩის მხატვრად მუშაობდა და თვლიდა, რომ ეს პროფესიონალიზმის განვითარების ნამდვილი მეთოდია. 90 წლამდე ვინსეტე ესპანეთის და უახლოესი კუნძულის მაცხოვრებლების პორტრეტებს ხატავდა, შემდეგ მეუღლესთან ერთად კოსტა-ბრავოზე გადავიდა. სწორედ მაშინ მის შემოქმედებაში ახალი პერიოდი დაიწყო, რომელიც ენერგიით, ვნებებით და უჩვეულო დახვეწილობით სავსე იყო. ვისენტე - შესანიშნავი ფოტოგრაფი და მეწარმე რედონდოს პოპულარობა მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მასზე საუბრობენ, როგორც ადამიანზე, რომელმაც თანამედროვე მხატვრობას ახალი სიცოცხლე შემატა. მისი ნახატები თითქმის ყველა ქვეყანაში ნახეს და მხატვარს სხვადასხვა გამოფენებსა და მსგავსს ღონისძიებებზე იწვევენ. ვისენტე შეკვეთით ბევრ პორტრეტს ხატავს, მაგრამ თითოეულს ნამდვილი ხელოვნების ნიმუშივით უდგება. ის არა მხოლოდ ნიჭიერი მხატვარი, არამედ შესანიშნავი ფოტოგრაფია და ხშირად თავის გადაღებულ სურათებს ხატავს. თავისი შემოქმედების ადგილის შერჩევას, განათებას და სტილს დაკვირვებით ირჩევს. სინათლის თამაში და ქალების სახე მის შემოქმედებაში ვისენტეს მუზა ქალის ბუნებაა, სწორედ ამიტომ მის ყველა ნახატში ქალი სხვადასხვა გამოვლენით ჩნდება, ისეთი, როგორსაც თავად ხედავს და როგორსაც სხვები ხედავენ. 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. 11. 12. 13. 14. ასევე დაგაინტერესებთ: ამ 26 ნახატის შემხედვარე ჩემი ტვინი 26-ჯერ იმეორებს: ეს შეუძლებელია! ბერძენი მხატვრის სურათები, რომლებიც ჭეშმარიტი სიყვარულის სილამაზეს გვიჩვენებს კლინიკური ფსიქოლოგი თავისუფალ დროს სურათებს ხატავს. მათ გასაგებად, საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოთ 22 გულწრფელი კარიკატურა იმის შესახებ თუ რატომ დაკარგეს ადამიანებმა ტვინის ნაწილი მხატვარმა პატარა ქალთევზას ახალი ისტორია დახატა. ეს კლასიკურ ვერსიაზე უფრო მეტად მომწონს მექსიკელი მხატვრის 10 სურათი, რომელიც მარტოობას აფასებს 803 1-ს მოსწონს |