კერძები ბოსტნეულისაგან გოგრის დრო: გამოაცხვეთ ხორცთან, ღვინოსთან და ქამა სოკოსთან ერთად 2024, 18 ოქტომბერი, 16:24 შემოდგომასთან ერთად გოგრის სეზონიც დადგა. მისი მომზადების მრავალი ვარიანტი არსებობს. ტკბილი გოგრა წვნიანი ღორის ხორცით, სოკოთი და ბოსტნეულით გაავსეთ. ღვინის და პაპრიკის დამატებით კიდევ უფრო ნათელ კომბინაციას მიიღებთ.
![]() ინგრედიენტები 6 ულუფაზე: 2 ხახვი, 2 ტკბილი წიწაკა, 2 სტაფილო, 350-400 გრამი ქამა სოკო, 1, 2-1, 5 კგ ღორის ხორცი, 2 ს/კ მცენარეული ზეთი, 100 მლ მშრალი თეთრი ღვინო, მარილი გემოვნებით, შავი წიწაკა გემოვნებით, 1 ს/კ შებოლილი პაპრიკა, 1 მსხვილი გოგრა, 250 მლ წყალი, 100-150 გრამი ყველი როგორ მოვამზადოთ? 1. ხახვი, ტკბილი წიწაკა, სტაფილო, ქამა სოკო და ღორის ხორცი პატარა ნაჭრებად დაჭერით. 2. ტაფაზე ზეთი გააცხელეთ, ხახვი, სტაფილო და წიწაკა 5 წუთი შეწვით. 3. სოკო დაუმატეთ, 5-7 წუთის შემდეგ - ღორის ხორცი. აურიეთ და კიდევ 5-7 წუთი შეწვით. 4. ღვინო დაასხით. მარილი, წიწაკა, პაპრიკა დაუმატეთ და 1-2 წუთის შემდეგ ქურიდან გადადეთ. 5. გოგრას თავი მოაჭერით, თესლი და რბილობი ამოიღეთ. ერთი დიდი გოგრის ნაცვლად რამდენიმე პატარა გოგრა შეგიძლიათ გამოიყენოთ. ![]() 6. გოგრას შიგნიდან მარილი მსუბუქად წაუსვით, შემწვარი შიგთავსით გაავსეთ. ზემოდან ფოლგა დააფარეთ. 7. საცხობ ლანგარზე დადეთ და ცოტა წყალი დაუმატეთ. ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ და 1, 5 საათი გააცხელეთ. 8. მომზადების დრო გოგრის ჯიშის და ზომის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს. ![]() 9. ფოლგა მოხსენით და შიგთავსს გახეხილი ყველი მოაყარეთ. ფარშირებული გოგრა კიდევ 15 წუთი აცხვეთ. გემრიელად მიირთვით! ასევე დაგაინტერესებთ: ყაბაყის ღვეზელი ტაფაზე შემწვარი - ღუმელში შემწვარზე უკეთესია ჩემი ბავშვები გოგრას ცუდად ჭამენ, მაგრამ გოგრის ოლადებზე გიჟდებიან ყველაზე გემრიელი სოკოს ნაღების წვნიანი - ზუსტი რეცეპტი როგორ მოვამზადოთ გოგრის წვნიანი დიეტური ვაშლის ნამცხვარი ფქვილის გარეშე - თუნდაც ყოველდღე მიირთვით 22 შეფასება არ არის |