x
image
Yoona
Mediator image
ყაბაყის ღვეზელი ტაფაზე შემწვარი - ღუმელში შემწვარზე უკეთესია
სწრაფი რეცეპტი ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვინც თავს სწორი კვების მიმდევრად მიიჩნევს, ასევე მათთვის, ვისაც რთული კულინარიული პროცესებისთვის დრო არ აქვს. ყველაფერი მარტივია, გასაგები, სწრაფი და ჯანსაღი!



image



ინგრედიენტები:

300 გრამი ყაბაყი, 50 გრამი ყველი, 3 კვერცხი, 150 მლ არაჟანი, 180 გრამი ფქვილი, ნახევარი ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი, 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, მარილი გემოვნებით.




როგორ გავზომოთ ინგრედიენტები?

სუფრის კოვზით: 1 სუფრის კოვზი შეიცავს 30 გრამ ფქვილს, 25 გრამ შაქარს და 20 გრამ კარაქს.

ჭიქით: 250 მლ მოცულობის 1 ჭიქა იტევს 150 გრამ ფქვილს, 200 გრამ შაქარს და 240 გრამ კარაქს.



image



როგორ მოვამზადოთ?



1. ყაბაყი გათალეთ და გახეხეთ, მარილი დაუმატეთ და 1 წუთით გააჩერეთ. ზედმეტი წვენი გადაწურეთ.



2. ყველი გახეხეთ. გახეხილი ყველი, კვერცხი, არაჟანი და მარილი ყაბაყს დაუმატეთ. ფქვილი და გამაფხვიერებელი მასას დაუმატეთ, სანამ ერთგვაროვანი გახდება.



3. ტაფას ზეთი წაუსვით, მიღებული ცომი დაასხით, თავსახური დაახურეთ და 15 წუთი დაბალ ცეცხლზე აცხვეთ. შემდეგ ღვეზელი გადააბრუნეთ თეფშზე და დააბრუნეთ ტაფაზე. 8-10 წუთი შეწვა გააგრძელეთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

ფქვილის გარეშე, ვეგანური, ხაჭოთი – პროტეინის პურის მომზადება სხვადასხვა მეთოდით

ღვეზელი ზეთისხილით და ბოსტნეულით - გემრიელი კერძი ბერძნული სამზარეულოდან

ცხელი ლავაშის რულეტი კარტოფილით და სოკოთი: წასახემსებელი, რომელსაც ყველაზე მეტად აქებენ

კარგი იდეა დასვენების დღეებისთვის: ფენოვანი ცომი ლორით

დახურული პიცის მომზადების ყველაზე სწრაფი რეცეპტი


0
38
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
38