ცომეული „დაჭრაც მენანება“ – პოპ–კულტურა ღვეზელებში 2023, 16 ოქტომბერი, 16:01 დღეს საკვებს ისე უღებენ ფოტოებს, რომ აუცილებლად მადისაღმძვრელად ან უჩვეულოდ უნდა გამოიყურებოდეს. განსაკუთრებით ცომეული. როგორ შეიძლება დაჭრა გემრიელი ღვეზელი, თუ მისგან გიყურებს თორი, უცხოპლანეტელი, ნიკოლა ტესლა ან დინი ზებუნებრივიდან?
კონდიტერი ჯესიკა ლი კლარკ-ბოჯინი დარწმუნებულია, რომ მარტივი ცომეული შეიძლება გადაიქცეს არტ–ობიექტად. პოპ-კულტურით შთაგონებული მხატვარი ღვეზელის ხრაშუნა ქერქზე ცნობილი პერსონაჟების, ადამიანების ან ფილმის სცენებს ქმნის. ჯესიკამ უჩვეულო ცომეულის დამზადება 2016 წელს დაიწყო და თავის პროექტს უწოდა „ღვეზელები საოცარია“. მას შემდეგ აფართოებს შესაძლებლობების საზღვრებს, აერთიანებს ტკბილეულის და სხვა ყველაფრის სიყვარულს. მხატვრის თქმით, მისი მისიაა აჩვენოს სამყაროს, რომ ღვეზელს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს არა მხოლოდ კრეატიულ საქორწინო ტორტებს და დახვეწილ დესერტებს, არამედ იყოს სახალისო და ადვილად მოსამზადებელი. ოპრა უინფრი თორი დიდი გეტსბის ეპოქა დეივიდ ბოუი დინ ვინჩესტერი სერიალიდან „ზებუნებრივი“ მხატვრის ავტოპორტრეტი გოგრის ღვეზელის სახით. ალან მილნის ტკბილი პერსონაჟები „დრაკონის ღვეზელი“ ჰატი ჯაბა „ვარსკვლავური ომებიდან“ ვინ დიზელი „ფორსაჟიდან“ ტკბილი მარიო დართ ვეიდერი AT-AT მოსიარულე „ვარსკვლავური ომებიდან“ ჯეკ ნიკოლსონი ფილმში „ნათება“ უილ უიტონი ნიკოლა ტესლა ტკბილი ემოჯი „კერკეტი კაკალი“ უცხოპლანეტელი მარწყვში BB-8 რობოტი „ვარსკვლავური ომებიდან“ აქ შეგიძლიათ ნახოთ დათუნია-მარმელადის მომზადების 12 ორიგინალური რეცეპტი. უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 66 1-ს მოსწონს |