ცომეული დახურული პიცის მომზადების ყველაზე სწრაფი რეცეპტი 2020, 4 სექტემბერი, 9:37 პიცა მსოფლიოში ერთ-ერთი ძალიან პოპულარული კერძია. ყოველდღე მსოფლიოში პიცის ახალ და ახალ რეცეპტებს იგონებენ. თუ ექსპერიმენტების მოყვარული ხართ, ეს რეცეპტი სცადეთ.
პიცა თუ ბუტერბროდი? მოამზადეთ პიცა ბუტერბროდში. ასე საკმაოდ სწრაფად მოამზადებთ. მის მოსამზადებლად მხოლოდ 4 ინგრედიენტი დაგჭირდებათ. გაყინული ცომის შეფუთვა აიღეთ, ორ ფირფიტა გააბრტყელეთ, საყვარელი სოუსი წაუსვით. ცომის ერთ ფირფიტაზე ძეხვის ან ლორის ნაჭრები მოათავსეთ, ზემოდან კი გახეხილი ყველი მოაყარეთ. ამის შემდეგ ცომის მეორე ფირფიტა დააფარეთ. გახურებულ ღუმელში 3-5 წუთით აცხვეთ. ამ დროში ყველი გადნება, ცომი კი ხრაშუნა გახდება. უბრალოდ თითებს ჩაიკვნეტთ! შიგთავსზე ექსპერიმენტები გააკეთეთ და საკუთარი იდეალური რეცეპტი შექმენით. ასევე დაგაინტერესებთ: კარგი იდეა დასვენების დღეებისთვის: ფენოვანი ცომი ლორით ერთადერთი სწორი რეცეპტი პიცის ცომისთვის როგორ მოვამზადოთ თევზის ღვეზელი ცხელი ლავაშის რულეტი კარტოფილით და სოკოთი: წასახემსებელი, რომელსაც ყველაზე მეტად აქებენ როგორ გადავაქციოთ მაკარონი კულინარიულ შედევრად: უჩვეულო კერძი ფარშის და ყველის შიგთავსით 161 2-ს მოსწონს |