x
image
Yoona
როგორ მოვამზადოთ გოგრის წვნიანი
imageდღეს გთავაზობთ ფრანგული გოგრის წვნიანის რეცეპტს. ამ რეცეპტის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ წვნიანი მეორე დღეს კიდევ უფრო გემრიელი და არომატული ხდება. გარდა ამისა, ინგრედიენტების წყალობით ასეთი კერძი დაბალკალორიული კვების დროსაც გამოგადგებათ.

image

ინგრედიენტები

750 გრ გოგრა


150 გრ კარტოფილი

40 გრ ზეითუნის ზეთი

1 პრასი

150 გრ ნაღები

1 ლ ბოსტნეულის ბულიონი

100 გრ გოგრის თესლი

მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1. პირველ რიგში პროდუქტები უნდა მოამზადოთ. გოგრა, კარტოფილი და ხახვი გარეცხეთ და გაასუფთავეთ. გოგრას თესლი მოაშორეთ, შემდეგ კუბებად დაჭერით. კარტოფილიც ასევე მცირე ზომის კუბებად დაჭერით, ხოლო ხახვი ნახევარმთვარის ფორმებად.

image

2. გოგრა, კარტოფილი და ხახვი ზეითუნის ზეთში 3 წუთით შეწვით.

image

3. ტაფიდან ყველაფერი ქვაბში გადაიტანეთ და ბულიონი დაასხით. მარილის გემოვნებით მოყრა არ დაგავიწყდეთ. წვნიანი 15 წუთით საშუალო ცეცხლზე ხარშეთ.

image

4. ნაყენი გადაასხით, ხოლო ბოსტნეული ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ, ბოსტნეული ქვაბში დააბრუნეთ. წვნიანს ნაღები დაუმატეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ, კიდევ 5-10 წუთით ადუღეთ.

image

5. გოგრის თესლი შეწვით, წვნიანის დასამატებლად გამოდგება.

image

6. ესეც ასე, ფრანგული გოგრის წვნიანი მზადაა.

სუფრაზე გატანის წინ ზემოდან დაფქული წიწაკა და შემწვარი გოგრის თესლი მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით!

image

0
865
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
865
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0