x
image
Yoona
Mediator image
ყველაზე გემრიელი სოკოს ნაღების წვნიანი - ზუსტი რეცეპტი
ნაღების, მდნარი ყველის და სოკოს კომბინაციით საოცარ კერძს მიიღებთ.

image

ინგრედიენტები:

200 გრ ქამა სოკო


2 კარტოფილი

100 გრ ნაღები (შეგიძლიათ რძე)

1 სტაფილო

70-100 გრ მდნარი ყველი

1 ხახვი

1 კონა კამა

მარილი გემოვნებით

მცენარეული ზეთი


მომზადება:

1. ქვაბში 2 ლ წყალი აადუღეთ. სანამ წყალი ცხელდება, კარტოფილი მოამზადეთ. კარტოფილი გარეცხეთ, გათალეთ და მცირე კუბებად (ზომა 1-1.5 სმ) დაჭერით. წყლის ადუღების შემდეგ ქვაბში ჩაყარეთ და 10 წუთით ხარშეთ.


2. ხახვი გაასუფთავეთ და წვრილ კუბებად დაჭერით. ნედლი სტაფილო გარეცხეთ, გათალეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. სოკოს მომზადებას შეუდექით. ქამა სოკო გაწმინდეთ და მცირე ზომის ფირფიტებად (1.5-2 სმ სისქე) დაჭერით. შეგიძლიათ ნებისმიერი სოკოს სახეობა აიღოთ: გამოიყენეთ ის, რომელიც მოგწონთ.


3. შემდეგ ბოსტნეული შეწვით. გახურებულ ტაფაზე მცენარეული ზეთი დაასხით, დაჭრილი ბოსტნეული (ხახვი, სტაფილო და სოკო) დაყარეთ და 3-4 წუთით შეწვით. პერიოდულად აურიეთ.


4. მზა შემწვარი ბოსტნეული კარტოფილით სავსე მდუღარე წყალს დაუმატეთ და კიდევ 7-10 წუთით ხარშეთ. მდნარი ყველი მცირე კუბებად დაჭერით. როცა ინგრედიენტები მოიხარშება, რძე და მდნარი ყველი დაუმატეთ. მდნარი ყველი წვნიანში კარგად უნდა გაიხსნას.


5. შემდეგ მარილი და შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ. აადუღეთ. თუ სანელებლები გიყვართ, შეგიძლიათ წვნიანს დაუმატოთ: ასე უფრო არომატული გახდება. ცოტა კამა აიღეთ, გარეცხეთ, ბოლოები მოაჭერით და წვრილად დაჭერით. როცა წვნიანი ადუღდება, გაზი გამორთეთ, წვრილად დაჭრილი მწვანილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.


6. შემდეგ ქვაბს თავსახური დაახურეთ და 10 წუთით გაგრილება აცადეთ - წვნიანი მზადაა. სოკოს ნაღების წვნიანი გამომცხვარ ორცხობილას და გახეხილ ნიორს ძალიან უხდება.


7. გემრიელად მიირთვით!


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 7 კერძის რეცეპტი ბროკოლისგან, რომელიც ბავშვებსაც კი მოეწონებათ

image

2. ჯანმრთელობა, სიმსუბუქე, სილამაზე - 3 სახის წვნიანი, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას დაიცავს

image

3. როგორ მოვამზადოთ გოგრის წვნიანი

image

4. 7 პროდუქტი, რომელთა განმეორებით გაცხელება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ასე ვაკეთებთ

image

5. სკუმბრია ბოთლში, ლამაზი, ცხიმიანი..თევზი მაღაზიაში ნაყიდს არაფრით ჩამოუვარდება

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
603
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
603
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0