ჯანმრთელი კვება 7 კერძის რეცეპტი ბროკოლისგან, რომელიც ბავშვებსაც კი მოეწონებათ 2019, 17 მარტი, 22:33 ექიმები და დიეტოლოგები გირჩევენ, რომ ბროკოლი ხშირად მიირთვათ, რადგან ეს ფერადი კომბოსტო ნამდვილი „ვიტამინების და მინერალების“ საწყობია.
ბროკოლი შეიცავს ნახშირწყლებს, ხსნად და უხსნად ბოჭკოებს, ფოლიუმის მჟავას, ვიტამინებს A, B (1, 2, 3, 5, 6, 9), C, E, K, მინერალებს (კალციუმი, რკინა, ფოსფორი, მაგნიუმი, მანგანუმი, სელენი, ნატრიუმი, თუთია).
ექიმები და დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ ბროკოლი სიმსივნის საუკეთესო „წამალია“. ბროკოლი ტოპ 5 საუკეთესო პროდუქტს შორის შედის.
7 გემრიელი ბროკოლის რეცეპტი 1. კრემ-სუპი ბროკოლისგან
მომზადება: სტაფილო, ნიახური და კარტოფილი ბოსტნეულის წვნიანისთვის მოხარშეთ. პრასი და ბროკოლის კონა გარეცხეთ. ყველა ბოსტნეული ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ, კარაქი და ნახევარი ნაღები დაუმატეთ. ნელ-ნელა პრასი, ბროკოლი და დარჩენილი ნაღები დაუმატეთ, აურიეთ, სანამ სქელ მასას არ მიიღებთ.მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ. სუფრაზე ცხელ შემწვარ პურთან ერთად გაიტანეთ. 2. კრემ-სუპი ბროკოლისა და ყაბაყისგან
მომზადება: ხახვი და ნიორი დაჭერით და შეწვით. წიწაკა დაუმატეთ. ოდნავ შეაწითლეთ და ბოსტნეულის წვნიანში მოათავსეთ. გასუფთავებული და დაჭრილი ყაბაყი დაუმატეთ და 5 წუთით ხარშეთ, შემდეგ გარეცხილი ბროკოლი დაუმატეთ და წვნიანი კიდევ 15 წუთით ხარშეთ. შემდეგ ბოსტნეული ნახევარ ბულიონთან და ერთ კოვზ კარაქთან ერთად დააბლენდერეთ. შეგიძლიათ გასაფორმებლად რამდენიმე ცალი ბროკოლი დაიტოვოთ. დაბლენდერებულ ბულიონს დარჩენილი ბულიონი დაუმატეთ და ხარშეთ. ნაღები დაუმატეთ.სუფრაზე წვნიანი ცხელი გაიტანეთ. 3. ღუმელში გამომცხვარი ბროკოლი
4. ბროკოლის ღვეზელი ქათმის მკერდით
მომზადება: ქათმის მკერდი დაჭერით და მარილწყალში ხარშეთ. მინიმუმ ნახევარი საათით ხარშეთ, ქაფი მოხადეთ. შემდეგ წყლიდან ამოიღეთ და გააგრილეთ. ბროკოლი გარეცხეთ და დაჭერით. წყალი, საიდანაც ქათამი ამოიღეთ, გააცხელეთ და მასში ბროკოლი საშუალო ცეცხლზე 3-4 წუთით ხარშეთ. ნახევარი ყველი ნაღებს, კვერცხს და რძეს აურიეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ. თერმო გამძლე საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით და მასში რიგის მიხედვით დააწყვეთ ჯერ ბროკოლი, შემდეგ დაქუცმაცებული ქათმის ხორცი, შემდეგ კვლავ ბროკოლი და კვლავ ხორცი. ყველის ნარევის ზემოდან მოაყარეთ და კერძი წინასწარ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით შედგით. შემდეგ კერძს ოხრახუში მოაყარეთ, ზეთისხილი რგოლებად დაჭერით, ზემოდან მორთეთ და კერძი ღუმელში კიდევ 10-15 წუთით შედგით. კერძი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელი, ასევე ცივი. 5. პასტა ორაგულით და ბროკოლით
მომზადება: მაკარონი შეფუთვაში მითითებული ინსტრუქციის მიხედვით მოხარშეთ, შემდეგ წყალი გადაასხით და ზუსტად 4 თეფშზე გადაანაწილეთ. ბროკოლი სანელებლებთან ერთად მოხარშეთ ან შეწვით და ასევე 4 ნაწილად გაყავით. ორაგული თხელ ნაჭრებად დაჭერით, პასტის და ბროკოლის ზემოთ მოათავსეთ და გახეხილი პარმეზანი მოაყარეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ. 6. ღვეზელი ხაჭოთი და ბროკოლით
ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
7. ფარშირებული კარტოფილი ბროკოლით
ასევე დაგაინტერესებთ: 1. ასე მომზადებულ ღვიძლს ჭამს ყველა მაშინაც კი, თუ არ უყვარს 2. 5 გემრიელი და სასარგებლო დესერტი გრამი შაქრის გარეშე 3. როგორ მოვამზადოთ ნამდვილი კეტჩუპი სახლის პირობებში 4. გემრიელი კარტოფილი ფრი წვეთი ზეთის გარეშე! 5. დათუნია-მარმელადის მომზადების 12 ორიგინალური რეცეპტი
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
4669 შეფასება არ არის
|