ჯანმრთელი კვება გასაოცარი წიწიბურა ახლებურად - ასე გემრიელად ჯერ კიდევ არ მოგიმზადებიათ 2019, 8 ოქტომბერი, 8:24 წიწიბურას ასეთ კერძზე უარს არავინ ამბობს და კიდევ დანამატს ითხოვენ!
ინგრედიენტები:
150 გრ წიწიბურას მარცვლები
50 გრ კარაქი 80 გრ ყველი 1 სტაფილო 1 ხახვი 1 პომიდორი 3 კვერცხი 250 მლ წყალი მარილი, წიწაკა გემოვნებით მომზადება: 1. წიწიბურა ოდნავ დამარილებულ წყალში მომზადებამდე მოხარშეთ. 2. ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. 3. მოხარშული კვერცხი წვრილ ნაჭრებად დაჭერით. 4. ხახვი კუბებად დაჭერით. 5. სტაფილო გახეხეთ. 6. ხახვი და სტაფილო ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით, შემდეგ დაჭრილი პომიდორი დაუმატეთ და კიდევ რამდენიმე წუთით შუშეთ. 7. საცხობი ფორმის ძირს კარაქი წაუსვით, მიღებული ფაფის ნახევარი ჩაასხით, შემდეგ ყველი მოაყარეთ, ამის შემდეგ დარჩენილი ნახევარი შემწვარი ბოსტნეული დაამატეთ და კვერცხი მოაყარეთ. 8. შემდეგ დარჩენილი წიწიბურა დაუმატეთ, კვლავ მოშუშეთ და დარჩენილი გახეხილი ყველი დაუმატეთ. 9. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით გამოაცხვეთ! 10. გემრიელად მიირთვით! ასევე დაგაინტერესებთ: ცხელი ლავაშის რულეტი კარტოფილით და სოკოთი: წასახემსებელი, რომელსაც ყველაზე მეტად აქებენ ყველაზე გემრიელი სოკოს ნაღების წვნიანი - ზუსტი რეცეპტი 7 პროდუქტი, რომელთა განმეორებით გაცხელება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ასე ვაკეთებთ სკუმბრია ბოთლში, ლამაზი, ცხიმიანი..თევზი მაღაზიაში ნაყიდს არაფრით ჩამოუვარდება ფოლგაში მომზადებული ძეხვი წარმოუდგენლად გემრიელია და მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
1219 1-ს მოსწონს |