კერძები ბოსტნეულისაგან გემრიელი კარტოფილი ფრი წვეთი ზეთის გარეშე! 2018, 31 ოქტომბერი, 17:08
კარტოფილი ფრი ჩვენთვის სწრაფი კვების ობიექტებიდან ცნობილი გახდა. მასზე უარის თქმა ბევრს არ შეუძლია, თუმცა ყველამ ვიცით რომ მასში სასარგებლო არაფერი არის.
გთავაზობთ შესანიშნავ ალტერნატივას - კარტოფილი ფრი სახლის პირობებში, რომელიც ზეთის გარეშე მზადდება. ამით შეგიძლიათ ოჯახის წევრები გაახაროთ.
კარტოფილი ზეთის გარეშე ინგრედიენტები: 5-7 ცალი კარტოფილი 2 კვერცხი (მხოლოდ ცილა) მარილი გემოვნებით ტკბილი დაფქული წიწაკა გემოვნებით შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით მომზადება: 1.კარტოფილი გაასუფთავეთ და გარეცხეთ. 1 სმ სისქის გრძელ ზოლებად დაჭერით. 2.კვერცხის ცილა ათქვიფეთ. შემდეგ ცილას მარილი და წიწაკა დაუმატეთ და კარგად აურიეთ. 3.კარტოფილი თასში მოათავსეთ, ცილოვანი მასა დაასხით, კარგად აურიეთ, თითოეული კარტოფილის ნაჭერი ცილოვანი მასით უნდა იყოს დაფარული. 4.ღუმელი 200-220 გრადუსამდე გააცხელეთ. საცხობ ფორმაზე პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ, ზემოდან თანაბრად კარტოფილის ნაჭრები დააწყვეთ. 8-10 წუთით გამოაცხვეთ, შემდეგ ღუმელიდან გამოიღეთ, პერგამენტის ქაღალდი მოაშორეთ და მოწითალო-მოოქროსფერო ფერის მიღებამდე კიდევ გამოაცხვეთ. ცოტა გაგრილება აცადეთ და ხრაშუნა სასუსნავით ისიამოვნეთ. 2369 შეფასება არ არის |
.......... ➥➥ ➥ ➥➥ www.CashPay40.Com