კერძები ბოსტნეულისაგან კვერცხი მექსიკურად წითელი ლობიოთი: ნოყიერი კერძი ხორცის გარეშე 2020, 17 თებერვალი, 10:44 თქვენ როგორ ამზადებთ კვერცხს? მოხარშული ან შემწვარი გიყვართ? დღეს ძალიან გემრიელ კერძს გთავაზობთ. ნახეთ როგორ მოამზადოთ კვერცხი მექსიკურად წითელი ლობიოთი.
ეს გემრიელი და ნოყიერი კერძია ხორცის გარეშე, რომელიც სწრაფად და იაფი პროდუქტებით მზადდება. კერძი სასაუზმედ და სავახშმოდ იდეალურია. ინგრედიენტები: 6 კვერცხი 2 ქილა დაჭრილი პომიდორი (ქილა 400 გრამი) 1 ქილა წითელი ლობიო (ქილა 400 გრამმი) ყვითელი ან წითელი ბულგარული წიწაკა დაახლოებით 80 გრ ხახვი ჩილეს წიწაკა 1 კონა ოხრახუში მწვანე ხახვი 1 ჩ/კ თავშავა მარილი გემოვნებით სურნელოვანი წიწაკა ცხარე, შავი წიწაკა მწიკვი შაქარი მომზადება: ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით და 3 წუთით შეწვით. აქვე დაჭრილი ბულგარული წიწაკა დაუმატეთ. 5 წუთით შეწვით. შემდეგ წვრილად დაჭრილი ჩილეს წიწაკა, სანელებლები დაუმატეთ. კერძს აურიეთ. ამის შემდეგ დაჭრილი პომიდორი დაუმატეთ და აურიეთ. შემდეგ ლობიო დაუმატეთ და დაახლოებით 2 წუთით მოამზადეთ. შემდეგ ბოსტნეულის კერძში ჩაღრმავება გააკეთეთ და კვერცხი ჩათქვიფეთ. თავსახური დაახურეთ და დაახლოებით 5 წუთით ხარშეთ. მზა კერძს მწვანე ხახვი მოაყარეთ. ასევე დაგაინტერესებთ: ჩემს კარტოფილის წვნიანს ყველა ოქროს კერძს უწოდებს ყველაზე გემრიელი სოკოს ნაღების წვნიანი - ზუსტი რეცეპტი გასაოცარი წიწიბურა ახლებურად - ასე გემრიელად ჯერ კიდევ არ მოგიმზადებიათ სკუმბრია ბოთლში, ლამაზი, ცხიმიანი..თევზი მაღაზიაში ნაყიდს არაფრით ჩამოუვარდება ცხელი ლავაშის რულეტი კარტოფილით და სოკოთი: წასახემსებელი, რომელსაც ყველაზე მეტად აქებენ 462 1-ს მოსწონს |