x
image
nukrichanturia
ნადირობა ამერიკულად

image ნადირობის უფლებას გარკვეულ ასაკს მიღწეული ამერიკელები, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები უცხოელები ავტომატურად იღებენ. ბევრ შტატში ასეთ ასაკად 12 წელია განსაზღვრული. ნადირობისას საკმარისია თან გქონდეს მართვის მოწმობა ან რაიმე პირადობის დამადასტურებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, მაგალითად საიდენტიფიკაციო ბარათი. რაიმე სპეციალური საბუთი, რომელიც ნადირობის უფლებას იძლევა არ არსებობს. უბრალოდ, მონადირე ვალდებულია კარგად ერკვეოდეს სანადირო კანონმდებლობაში, რადგან იგი შეიძლება ერთსადაიმავე შტატის სხვადასხვა ტერიტორიაზეც კი განსხვავებული იყოს. კანონმდებლობის არცოდნა მონადირეს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან მკაცრია. ნადირობისას, რა თქმა უნდა ამერიკაშიც ხდება უბედური შემთხვევები, თუმცა ტრავმატიზმის სიხშირით ასეთი საქმიანობა მაგიდის ჩოგბურთსა და ბადმიტონს შორის დგას. ნადირობის უფლების ჩამორთმევა მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა.image

1
87
3-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
87
  
0 1 1