სხვა იცით, რატომ უნდა მიირთვათ ხაჭო ყოველდღე? 3 ივნისი, 15:46 ხაჭოს სასარგებლო თვისებებზე ბევრი რამ ითქვა. უნივერსალური პროდუქტია და ცხიმის შემცველობიდან გამომდინარე შეიძლება იყოს ზედმეტად ნოყიერი ან დიეტური. ვიცით, რომ ხაჭო სასარგებლო ვიტამინების საწყობია, რის გამოც სპორტსმენებს განსაკუთრებით უყვართ. ამ პროდუქტს სხვა თვისებაც აქვს, რომლის შესახებ დღეს გიამბობთ.
გაირკვა, რომ ხაჭოს რეგულარული მოხმარება ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას აუმჯობესებს. საუბარია 100–200 გრამიან მოკრძალებულ დოზებზე, ამიტომ ასეთი საკვებიდან სარგებლის მიღება შეუძლიათ მათაც, ვინც დიეტაზეა. ხაჭო შეიცავს კალციუმს, რომელიც აუცილებელია ძვლებისა და კბილებისთვის, ასევე შეიცავს მაგნიუმს, კალიუმს, ფოსფორს, თუთიას, სელენს, რომლებიც მნიშვნელოვანია მთელი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ცალკე აღსანიშნავია ხაჭოს ისეთი კომპონენტი, როგორიცაა ამინომჟავა მითეონინი. ეს ნაერთი ანელებს ცხიმოვანი ქსოვილების წარმოქმნას ორგანიზმში. რა თქმა უნდა, მითეონინი არ უნდა ჩათვალოთ ზედმეტი კილოგრამების „სამკურნალო საშუალებად“, მაგრამ ხაჭოს რეგულარული მირთმევით გაცხიმოვნების რისკი საგრძნობლად მცირდება. ხაჭოში 9%–იანი ცხიმის შემცველობა ოპტიმალური რაოდენობაა. ამ შემთხვევაში ხაჭო საკმარისად ნოყიერია შიმშილის დასაკმაყოფილებლად, აქვს აუცილებელი მიკროელემენტების სრული ნაკრები და შედარებით ცოტა კალორია. ხაჭოში შემავალი ნივთიერება ტრიპტოფანი ეხმარება მათ, ვისაც უძილობა აწუხებს. მოულოდნელად, ეს მარტივი ფერმენტირებული რძის პროდუქტი შეიძლება გამოიყენოთ, როგორც საძილე საშუალება. ასევე დაგაინტერესებთ: ყველი ტოფუ, რომელსაც ამზადებდნენ მიცვალებულთათვის, მაგრამ მთელ მსოფლიოში შეუყვარდათ დაიძინე და დაიკელი წონაში! ახალი დიეტა სასწაულებს ახდენს რა არის სპრედი და რით განსხვავდება კარაქისა და მარგარინისგან? ჯანსაღი კაკალი და მათი თვისებები – რატომ უნდა მივირთვათ ყოველდღე რატომ არ შეიძლება დღეში 5–ზე მეტი მანდარინის მირთმევა? 173 1-ს მოსწონს |