სხვა რა არის სპრედი და რით განსხვავდება კარაქისა და მარგარინისგან? 17 მაისი, 10:13 ჩვენს მაღაზიებში სპრედი შედარებით ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. გარეგნულად და გემოთი კარაქს ან მარგარინს ჰგავს, მაგრამ არც ერთია, არც მეორე. რა არის, რისგან შედგება და, რაც მთავარია, რა საფრთხეს უქმნის მისი მიღება ორგანიზმს?
სპრედმა თავისი სახელი მიიღო ინგლისური სიტყვიდან spread, ანუ წასმა. კარაქის სახეობა არ არის, არამედ ცალკე პროდუქტი, რომელიც მცენარეული და რძის ცხიმებისგან შედგება. კარაქისგან ქოლესტერინის დაბალი რაოდენობით და ნახევრად უჯერი მჟავების შემცველობით განსხვავდება. სპრედი სხვადასხვა მიზნისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. პურზე ან ფუნთუშაზე შეგიძლიათ წაუსვათ, სხვადასხვა კერძს და ცომეულს დაუმატოთ, ასევე შესაწვავად გამოიყენოთ. ეს პროდუქტი, კარაქისგან განსხვავებით, არ იწვის და არ გამოყოფს კანცეროგენებს ძლიერი გაცხელებისას. თითქოს, სპრედი თითქმის მარგარინია, მაგრამ ნაჩქარევ დასკვნებს მოერიდეთ. მარგარინისგან განსხვავდება ცხიმის და მისი სახეობების შემცველობით. ცხოველური ცხიმებიდან სპრედს მხოლოდ რძე ემატება. მარგარინშიც შეიძლება იყოს, მაგრამ სხვა სახეობებიც ემატება. თანამედროვე მარგარინის წარმოებაში გამოიყენება ნებისმიერი ცხოველური ცხიმი, მათ შორის თევზის. უცხო სუნების გასაქრობად მარგარინს უმატებენ სპეციალურ გასანეიტრალებელ დანამატებს და არომატიზატორებს. ეს არაფერია, აი, ის, რომ მარგარინში ამატებენ ხელოვნურად შექმნილ ჰიდროგენირებულ ზეთებს და ტრანსცხიმებს, ძალიან ცუდია. ისინი საჭიროა გამოყენების ვადის გასაზრდელად და ადამიანისთვის სახიფათოა. ეს ორი ნივთიერება კანცეროგენად ითვლება და უარყოფითად მოქმედებს სისხლძარღვებზე და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. რატომ არის სპრედი კარაქზე და მარგარინზე უკეთესი?
გამოდის, რომ სპრედი უფრო ჯანსაღი და უსაფრთხოა, ვიდრე მარგარინი და კარაქი. 50%–ით ნაკლებ კალორიას შეიცავს, ვიდრე ძროხის რძისგან დამზადებული კარაქი. უნდა დავამატოთ, რომ სპრედი უფრო იაფია. ახლა იყიდება არა მხოლოდ სხვადასხვა მწარმოებლის, არამედ სხვადასხვა კომბინაციის სპრედები. ასევე დაგაინტერესებთ: ჯანსაღი კაკალი და მათი თვისებები – რატომ უნდა მივირთვათ ყოველდღე იცით, რატომ უწოდებენ პიტნას ქალების მცენარეს და რა საფრთხეს შეიცავს კაცებისთვის? ყველი ტოფუ, რომელსაც ამზადებდნენ მიცვალებულთათვის, მაგრამ მთელ მსოფლიოში შეუყვარდათ 2 ყველაზე ძლიერი და მკვებავი ნივთიერება დედამიწაზე თუ ღამე ამ დროს გეღვიძებათ, შეიძლება პრობლემები გქონდეთ, ეს სერიოზულია! 106 შეფასება არ არის |