x
image
Yoona
Mediator image
იცით, რატომ უწოდებენ პიტნას ქალების მცენარეს და რა საფრთხეს შეიცავს კაცებისთვის?
პიტნა ხალხურ მედიცინაში უხსოვარი დროიდან გამოიყენება. მცენარე დიდი პოპულარობით სარგებლობს ბალახების მცოდნეებსა და ექიმბაშებს შორის და აქვს გამოყენების ათობით მეთოდი. ნახარშს იყენებენ დასამშვიდებლად, უძილობის დროს, ტკივილგამაყუჩებლად, მათ შორის თავის ტკივილის დროს, არეგულირებს გულისცემას, ამცირებს არტერიულ წნევას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. პიტნას ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ამ ყველაფრის მიუხედავად ჯერ კიდევ საუკუნეების წინ მამაკაცებს ამ ბალახის მიღებას არ ურჩევდნენ. ცოტა ხნის წინ თურქმა მეცნიერებმა გაამხილა პიტნის საიდუმლო და მისი ნეგატიური ზემოქმედების მექანიზმი კაცებზე.



image



პიტნის მრავალ სახეობას შორის Méntha piperíta ყველაზე სასარგებლო და, შესაბამისად, ყველაზე მოთხოვნადია. მცენარე ვიტამინების, მიკროელემენტების და ადამიანისთვის საჭირო სხვა ნივთიერებების ნამდვილი საწყობია.



მეცნიერებმა პიტნაში აღმოაჩინეს ვიტამინები A, B, C, PP, ფოლიუმის მჟავა, ფლავონოიდები, მიკროელემენტები, მათ შორის თუთია, რკინა, მანგანუმი, სპილენძი, და მაკროელემენტები, მათ შორის ნატრიუმი, კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი. მცენარეში არის დიეტური ბოჭკოები, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, ეთერზეთები და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი.




image



ხანდაზმულები განსაკუთრებით აფასებენ პიტნას – პიტნის ჩაით აუმჯობესებენ ძილს, მას ძლიერს და ჯანსაღს ხდიან. ზოგი უფრო შორს მიდის და პიტნის გამხმარ ფოთლებს ქისაში ყრის და საწოლის თავთან კიდებს, რათა პიტნის არომატი დამშვიდებაში და სწრაფად დაძინებაში დაეხმაროს.



უძველესი დროიდან პიტნას ქალების მცენარედ თვლიან და ბევრს სჯერა, რომ ის ეხმარება ქალს უფრო ქალური გახდეს. უცნობია, როგორ გაიაზრეს პიტნის არსი მაღალი ტექნოლოგიების გარეშე, მაგრამ თურქი მეცნიერების კვლევამ დაადასტურა მისი სარგებელი ქალებისთვის და საფრთხე კაცებისთვის.



image



ჯერ მკვლევრებმა დეტალურად შეისწავლეს პიტნის ქიმიური შემადგენლობა, შემდეგ მოხალისეებზე ექსპერიმენტი ჩაატარეს. შეირჩა რამდენიმე ათეული ქალი, რომელთაც მამაკაცის ჰორმონის, ტესტოტერონის მომატებული დონე ჰქონდათ. მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დღეში რამდენიმე ფინჯანი პიტნის ჩაის აძლევდნენ დასალევად და თან ტესტოტერონის დონეს აკვირდებოდნენ.



ექსპერიმენტის ყველა მონაწილეს ტესტოსტერონი შეუმცირდა, ზოგიერთს, ვისაც ჰორმონალური პრობლემების გამო სხეულზე თმის პრობლემა ჰქონდა, თმის ზრდა შეუმცირდა. გამოდის, რომ პიტნა მამაკაცურობაზე უარყოფითად მოქმედებს. თურქი კოლეგების აღმოჩენის შესამოწმებლად ბიოლოგებმა აშშ–დან ჩაატარეს საკუთარი ექსპერიმენტი, ამჯერად ვირთხებზე.



image



ცხოველებს წყლის ნაცვლად პიტნის ჩაის აძლევდნენ, შედეგად მამრებში ტესტოსტერონის დონე შემცირდა. მეცნიერები ამაზე არ გაჩერებულან და კიდევ უფრო მძიმე შედეგებს მიაღწიეს – ზოგიერთ საკვლევ ცხოველს განუვითარდა შეუქცევადი ცვლილებები სათესლე ჯირკვლებში, რამაც უნაყოფო გახადა.



ამერიკელი ბიოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ პიტნის ჩაის მოყვარულები გარეგნული ნიშნებით ამოიცნობა. კაცები, რომლებიც ბევრ პიტნას სვამენ, აქვთ მრგვალი ფორმები და თითქმის არ არიან თმიანები. მართალია, ასეთი ნიშნები რომ გამოჩნდეს, უნდა იყოთ პიტნის პროდუქტების დიდი გულშემატკივარი და დღეში რამდენჯერმე მოადუღოთ ძლიერი ჩაი.



image



ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამაკაცმა მთლიანად უნდა გამორიცხოს პიტნა რაციონიდან. ზომიერი დოზით სასარგებლოა და რამდენიმე დღეში ერთხელ არომატული პიტნის ჩაიზე უარის თქმა არ ღირს.



ასევე დაგაინტერესებთ:

ჯანსაღი კაკალი და მათი თვისებები – რატომ უნდა მივირთვათ ყოველდღე

დასახელდა სასმელი, რომელიც ებრძვის სიმსუქნეს, კარიესს და დიაბეტს

გაწუხებთ უძილობა? სცადეთ „ოქროს ელექსირი“ ძილის წინ

იცოდით, რატომ უწოდებენ ქათმის ბულიონს „ებრაულ პენიცილინს“?

რა ემართება ჩვენს ტვინს, როცა თვალის გახელისთანავე ვამოწმებთ სოციალურ ქსელებს?


0
299
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
299