x
image
Yoona
Mediator image
ჯანსაღი კაკალი და მათი თვისებები – რატომ უნდა მივირთვათ ყოველდღე
image


ყველამ არ იცის, რომ კაკალი საუკეთესო ანტიდეპრესანტულ პროდუქტებს შორის შედის. გიამბობთ კაკლის უნიკალურ თვისებებზე, როგორ შეინარჩუნოთ და გააუმჯობესოთ ჯანმრთელობა მათი დახმარებით.



თხილი

image



თხილი უძველესი დროიდან ცნობილია. ძველად მისგან ამულეტებს ამზადებდნენ ბოროტი სულებისგან და ბუნებრივი კატასტროფებისგან დასაცავად. თხილი დიდი რაოდენობით A და E ვიტამინებს შეიცავს. ტვინის აქტივობას აუმჯობესებს. უმად მირთმევა უკეთესია.



აკაჟუ


image



ინდური და აზიური რეცეპტები ხშირად შეიცავს აკაჟუს (ქეშიუ). მას იყენებენ მთავარ კერძებში, წასახემსებლებში, სოუსებში, დესერტებში. აკაჟუ აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს გულის მუშაობას და ამცირებს კბილის ტკივილს. დღეში 20 აკაჟუ და თქვენი ორგანიზმი რკინის დღიურ ნორმას მიიღებს. გამოყენებამდე მოხალეთ, რადგან უმი უგემურია.



ფსტა

image



ფსტას ხშირად "მოღიმარ კაკალსაც" უწოდებენ. დაბალკალორიულია, მინერალებით და ვიტამინებით მდიდარია, თუმცა არ უნდა გაგიტაცოთ. დღიური ნორმა ზრდასრული ადამიანისთვის მხოლოდ 15 კაკალია. ფსტა ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, სასუნთქი გზების, ანემიისა და სიყვითლის დაავადებების, ორსულ ქალებში ტოქსიკოზის მკურნალობას, ასევე ზრდის მამაკაცის რეპროდუქციულ უნარს.



ნუში

image



გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისადმი მიდრეკილ ადამიანებს ექიმები მკაცრად ურჩევენ კვირაში მინიმუმ 60 გრამი ნუშის ჭამას. ნუში მდიდარია ფოსფორით, კალიუმით და რკინით. ხშირად გამოიყენება დესერტებში. ესპანეთში ელიტარულ კაკლად ითვლება. შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მთელ მსხვილ კაკალს.



ნიგოზი

image

კავკასიაში ნიგოზს, როგორც წმინდა ხეს პატივს სცემენ. აქ შეგიძლიათ ნახოთ 4 საუკუნეზე მეტი ხნის ხეები. ნაყოფი შეიცავს ბევრ შეუცვლელ ამინომჟავას, ტანინს და ძვირფას მინერალს. გვეხმარება ფიზიკური გადაღლილობის, ანემიის, ნერვული სისტემის, გულის და კუჭის დაავადებების დროს. რეგულარული გამოყენება იცავს მამაკაცს იმპოტენციისგან.



კედრის კაკალი

image

კედრის კაკლის სასარგებლო თვისებებზე ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ექიმი და მეცნიერი ავიცენი წერდა. თანამედროვე მეცნიერება მის დასკვნებს მხოლოდ ადასტურებს. შეიცავს ბევრ ვიტამინს, მაკრო და მიკროელემენტს, მცირე უჯრედისით. ბავშვებისა და მოხუცებისთვის განსაკუთრებით კარგია. თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, კედრის კაკლის მიღება შეზღუდეთ.



ბრაზილიური კაკალი

image



ყველაზე გემრიელ კაკლად სამართლიანად ითვლება ბრაზილიური კაკალი. მას იყენებენ ხემსად, ამატებენ სალათებში და დესერტებში. დღეში 2 კაკალი და ორგანიზმი მიიღებს სელენის დღიურ ნორმას, რომლის დეფიციტიც ნაადრევ დაბერებას იწვევს. ასევე შეგმატებთ ენერგიას, მოგანიჭებთ ლამაზ, სუფთა კანს, შეამცირებს გულის დაავადებების და კიბოს განვითარების რისკს.



ქოქოსი

image


დედამიწაზე ყველაზე დიდი კაკალი. ერთი კაკლის წონა 4 კგ–ს აღწევს. საოცარი გემოს და არომატის გარდა, ქოქოსი შეიცავს B ჯგუფის ბევრ ვიტამინს, მაკრო და მიკროელემენტებს. დადებითად მოქმედებს იმუნიტეტზე, მხედველობაზე, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე. ქოქოსის რძეს ანტიასაკობრივი ეფექტი აქვს.



არაქისი

image



არაქისი, მიწისთხილი. მსოფლიოში დაახლოებით 70 სახეობაა. არაქისი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია. აუმჯობესებს მხედველობას, სმენას, მეხსიერებას. გამოიყენება საკვებად, ასევე ქიმიურ მრეწველობაში პლასტმასის, სინთეზური ძაფების და წებოს წარმოებაში.



წაბლი

image



წაბლი ფრანგების და იტალიელების საყვარელი დელიკატესია. საფრანგეთში წაბლის დღეც აქვთ. ამ დღეს მთელ ქვეყანაში ქუჩაში შემწვარი წაბლის საოცარი არომატი ტრიალებს. ყველა კაფეში შეგიძლიათ შეუკვეთოთ გემრიელი კერძი წაბლით. ეს შეიძლება იყოს წვნიანი, სუფლე, სალათი, ცომეული და გემრიელი დესერტი. ყველა სახის წაბლი საკვებად ვარგისი არაა, მხოლოდ ჩვეულებრივი წაბლის (Castanea sativa) ნაყოფი. შეიცავს ბევრ უჯრედისს, C და B ვიტამინებს. დიეტოლოგები მკაცრად ურჩევენ ვეგეტარიანელებს, რაციონში წაბლის ჩართვას.



ასევე დაგაინტერესებთ:

დასახელდა სასმელი, რომელიც ებრძვის სიმსუქნეს, კარიესს და დიაბეტს

დაღლილობა და წონის მატება? - ნიშნები, რომ ორგანიზმს სასწრაფოდ სჭირდება უჯრედისი

ჯანსაღი კვების ექსპერტებმა დაასახელეს 13 ყველაზე კალორიული პროდუქტი

მჟავე კომბოსტო – რა სარგებელი აქვს და რამდენად ხშირად უნდა მიირთვათ

ოსპს და ყვავილოვან კომბოსტოს აღარ ვხარშავთ: 5 პროდუქტი, რომელთა უმად ჭამა სასარგებლოა


0
240
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
240