x
image
Yoona
Mediator image
დაიძინე და დაიკელი წონაში! ახალი დიეტა სასწაულებს ახდენს
ამერიკელი დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ მათ შეძლეს კვების რეჟიმის შემუშავება, რომელიც ეხმარება ხალხს დაიკლოს წონაში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, კერძოდ ძილის დროს. ყველაზე სასიამოვნოა, რომ ამ დიეტის დაცვისას კუნთებს არ დაკარგავთ, არამედ მოიშორებთ ცხიმს, რისი მიღწევაც ძალიან რთულია სტანდარტული დიეტითაც.



image



შეიძლება თუ არა ეფექტურად გახდომა ძილის დროს? ამერიკელი დიეტოლოგები ამბობენ, რომ დიახ! ამაში დაგეხმარებათ უნიკალური „ღამის დიეტა“, რომლის არსი არის ცხიმის მაქსიმალურად მოშორება და კუნთოვანი მასის შენარჩუნება.



image




კვების პროგრამის ავტორია კეროლაინ აპოვიანი, დიეტოლოგი და ბოსტონის სამედიცინო ცენტრის კვებისა და წონის მართვის დეპარტამენტის დირექტორი. სპეციალისტი დაახლოებით 20 წელია მუშაობს დიეტაზე და პრაქტიკაში წარმატებით იყენებს.



„კვების სპეციალური რეჟიმი ხელს უწყობს ინსულინის დონის შემცირებას და ორგანიზმი გადაჰყავს ცხიმის წვის რეჟიმში“ – ამბობს ექიმი აპოვიანი.



image



ყველამ ვიცით, რომ შეზღუდული რესურსების პირობებში ორგანიზმი ენერგიას პირველ რიგში კუნთებიდან იღებს. შემდეგ, როცა ადამიანი ისევ იმატებს წონაში, წონას უკვე ცხიმის სახით იმატებს. სწორედ ამიტომ, მკაცრი დიეტა და შიმშილობა სათანადო ეფექტს არ იძლევა. „სწორად“ გასახდომად ინსულინის დონე უნდა შეამციროთ და ორგანიზმი ცხიმის წვის რეჟიმში გადაიყვანოთ.



image



ექიმი აპოვიანის თქმით, ამის მიღწევა შესაძლებელია კვირაში ერთი დღით მყარ საკვებზე უარის თქმით. ჩვეული საკვების ნაცვლად უნდა მიიღოთ ნოყიერი კოქტეილი, რომელიც მზადდება იოგურტის, ხილის, ბოსტნეულის და პროტეინის ფხვნილის ნარევით. ასეთი ნარევი ამცირებს ინსულინის დონეს და იწვევს ე.წ. ზრდის ჰორმონის ზრდას, რაც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას.



image



რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ დარჩენილი ექვსი დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიირთვათ ბურგერი და დალიოთ კოლა. დიეტოლოგი გირჩევთ, დაიცვათ დიეტა, რომელიც მიზნად ისახავს ცხიმების დაწვას და მეტი ცილოვანი საკვების მიღებას: ხორცი, თევზი, კვერცხი, სოიოს პროდუქტები.



image



მთავარი განსხვავება ამ კვების პროგრამასა და პოპულარულ დაბალნახშირწყლოვან დიეტას შორის არის ის, რომ ღამის დიეტა ნაცნობი პროდუქტების მიღებას უშვებს: უხეშად დაფქული ფქვილის ნაწარმი, ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები და ა.შ.



მეტაბოლური პროცესების ნორმალიზების გამო შეიძლება ითქვას, რომ წონის კლება ძილში ხდება. ძალიან მიმზიდველი პერსპექტივაა. „ღამის დიეტის“ მთავარი უპირატესობაა ის, რომ ადამიანი კარგავს არა კუნთებს, არამედ ცხიმს. კუნთები, პირიქით, მუდმივ კვებას იღებს კვირაში ერთხელ ჯანსაღი კოქტეილების და სხვა დღეებში ჯანსაღი საკვების ხარჯზე.



ასევე დაგაინტერესებთ:

ხმელთაშუა ზღვის დიეტა ხელს უშლის ჰიპერტონიას – კვლევის შედეგები

ოფლიანობა არ წვავს ცხიმს: რამდენიმე ფაქტი, რომელიც გაიძულებთ გადახედოთ თქვენს ფიტნეს ჩვევებს

12 პროდუქტი, რომელიც თქვენს მუცელს ბრტყელს გახდის

ტრანსცხიმებს მოერიდეთ: დიეტოლოგმა ვისცერალური ცხიმის დაწვა მასწავლა

ქიშმიში და წყალი ღვიძლს მხოლოდ 2 დღეში გაწმენდს


0
103
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
103