სხვა 14 იშვიათი სახეობის ცხოველი, რომელთაგან პლანეტაზე 100–ზე ნაკლები ინდივიდია დარჩენილი 31 მაისი, 16:39 ამჟამად ჩვენს პლანეტაზე მრავალი სახეობის ცხოველია, რომელთა პოპულაცია სწრაფად მცირდება. ზოგჯერ აღწევს ისეთ კრიტიკულ ზღვარს, რომ ამ რიცხვების ნახვა უბრალოდ მტკივნეულია. ხანდახან გვეჩვენება, რომ ეს ვიღაცის მწარე ხუმრობაა. სამწუხაროდ, ასე არ არის.
ასეთი სამწუხარო ტენდენცია შეინიშნება მრავალი მიზეზის გამო. ეს მოიცავს ცხოველთა ჰაბიტატების დაკარგვას ტყეების გაჩეხის, ბრაკონიერობის, კლიმატის ცვლილების და ადამიანის მრავალი სხვა ზემოქმედების გამო. ამ დაუცველი სახეობების შენარჩუნება კრიტიკული მნიშვნელობის საკითხად იქცევა, რადგან მათზე დამოკიდებულია დედამიწის ბიომრავალფეროვნება. ქვემოთ წარმოდგენილია ცხოველების ფოტოები, რომელთა რაოდენობა, სამწუხაროდ, რამდენიმე ათეულ ინდივიდამდე შემცირდა. კალიფორნიული ზღვის ღორი ინდივიდების რაოდენობა: 30 წითელზურგიანი ხის ვირთხა ინდივიდების რაოდენობა: უცნობიაეს სახეობა მე–19 საუკუნეში გადაშენებულად ითვლებოდა. 2011 წლის მაისში ხის ვირთხა პირველად 113 წლის განმავლობაში დააფიქსირეს ორმა ბიოლოგმა, რომლებიც კვლევას ატარებდნენ. ამ ერთი დაკვირვებით შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, რამდენი ვირთხა არსებობს, მაგრამ, სავარაუდოა, რომ სულ მცირე რამდენიმე ათეული ინდივიდი არის. ამ აღმოჩენის წყალობით ვირთხამ გაშენებულთა სიიდან გადმოინაცვლა გადაშენების პირას მყოფთა სიაში. რბილტანიანი კუ რაფეტუს სვაინო ინდივიდების რაოდენობა: 3თეთრი მარტორქა ინდივიდების რაოდენობა: 2ჰაინანის გიბონი ინდივიდების რაოდენობა: 25–ზე ნაკლებიმადაგასკარის ყურყუმელა ინდივიდების რაოდენობა: 25შორეული აღმოსავლეთის ან ამურის ჯიქი ინდივიდების რაოდენობა: 57იავური მარტორქა ინდივიდების რაოდენობა: 58–68ჯუჯა ზარმაცა ინდივიდების რაოდენობა: 79საოლა ინდივიდების რაოდენობა: 30 –60ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ამ უჩვეულო წყვილჩლიქოსნების რაოდენობა რამდენიმე ათეული კი არა, არამედ რამდენიმე ასეულია, რაც პოპულაციის გაზრდის შანსს იძლევა. იმედი ვიქონიოთ, რომ მათი ვარაუდები სწორია. ფართოცხვირა ლემური ინდივიდების რაოდენობა: 60კუბის დიდი ღამურა ინდივიდების რაოდენობა: 100–ზე ნაკლებიტყის იბისი ინდივიდების რაოდენობა: 30ირავადის დელფინი ინდივიდების რაოდენობა: 59–72ამ და სხვა გადაშენების პირას მყოფი ცხოველების დაცვა მნიშვნელოვანი ამოცანაა. საბედნიეროდ, დღეს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები აქტიურად აკონტროლებენ სიტუაციას. დიდ ძალისხმევას იღებენ სხვადასხვა სახეობის ცხოველის შესანარჩუნებლად, ქმნიან ნაკრძალებს და ტყვეობაში გაშენების პროგრამებს. ასევე დაგაინტერესებთ: ისინი მის გარეშე მოკვდებიან: მამაკაცი ყოველდღე მწყურვალე ველურ ცხოველებს წყალს უზიდავს არამიწიერი სილამაზე: მედუზას დღისთვის ამ წყალქვეშა ცხოველის საუკეთესო ფოტოები შეაგროვეს სელფი ზვიგენთან: უშიშარი მყვინთავი ეგზოტიკურ ზღვის არსებებთან ფოტოებს იღებს 15 იმდენად იშვიათი ცხოველი, რომ მათი არსებობის დაჯერებაც კი გაგიჭირდებათ 20+ უცნაური ძაღლი, რომლებიც დიდი ხნით დაგმუხტავთ პოზიტივით 216 შეფასება არ არის |