x
image
Yoona
Mediator image
ასე გამოიყურება ყველაზე უჩვეულო ღობე მსოფლიოში
ყველაფერი დაიწყო ორი ათეული წლის წინ, შორეულ 1999 წელს. ოთხი ქალი ბარში შობას აღნიშნავდა, დილით ბარიდან გამოსვლისას ბიუსტჰალტერები ღობეზე ჩამოკიდეს. ასე გამოჩნდა ბიუსტჰალტერების ღობე კარდონაში, ცენტრალურ ოტაგოში, ახალ ზელანდიაში.



image



უცნაურია, მაგრამ ქარში მოფრიალე ბიუსტჰალტერების ხილვამ შთააგონა სხვა ქალებს, საცვლები ღობეზე დაეტოვებინათ და უკვე 2000 წლის თებერვლის ბოლოს პირველ ოთხს 60 ბიუსტჰალტერი შეუერთდა.



image




მას შემდეგ ღობე სულ უფრო და უფრო მეტი ქვედა საცვლით ივსება. ახლა იქ ათასობით ბიუსტჰალტერია, თავად ღობე კი ერთგვარ ტურისტულ ატრაქციონად იქცა.



image



ბიუსტჰალტერების ღობის პოპულარობა სწრაფად იზრდებოდა და ყოველი ახალი ჩამოსული ტურისტი გრძნობდა, რომ მისი მოვალეობა იყო კოლექციას თავისი შეემატებინა. სამწუხაროდ, ყველა ადგილობრივი არ იყო ამით კმაყოფილი.



image



ზოგი მიიჩნევს, რომ ასეთი ღობე შეურაცხმყოფელია და ძალიან საშიშიც ამ გზაზე მოსიარულე მძღოლებისთვის.



image



წლების განმავლობაში, რამდენჯერმე ჩამოხსნეს ყველა ბიუსტჰალტერი ღობიდან, მაგრამ ყოველ ჯერზე ისევ ბრუნდება.



image



ღობის გაწმენდის პირველი მცდელობა ღობეზე ბიუსტჰალტერების გამოჩენიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჰქონდათ. კიდევ ერთხელ სცადეს 2000 წლის ოქტომბერში, როდესაც რამდენიმე უცნობმა პირმა ღობიდან დაახლოებით 200 ბიუსტჰალტერი აიღო.



image



მაგრამ კოლექციამ ისევ დაიწყო ზრდა. 2006 წლის 28 აპრილს ადგილობრივმა საბჭომ ღობეს უწოდა „სიმახინჯე“ და „სახიფათო სატრანსპორტო მოძრაობისთვის“ და ბრძანა ყველა ბიუსტჰალტერის ჩამოხსნა.



image



მოგვიანებით, ადგილობრივი ფესტივალის დროს მოხალისეებმა სცადეს დაემყარებინათ რეკორდი მსოფლიოში ყველაზე გრძელი ბიუსტჰალტერის ჯაჭვით, ჩამოკიდეს 7400 ცალი ბიუსტჰალტერი ერთმანეთის მიყოლებით, რაც 100 ათასით ნაკლები იყო მსოფლიო რეკორდზე. სამაგიეროდ, ამ მცდელობის წყალობით ქველმოქმედებისთვის 10000 დოლარი გამოიმუშავეს.



image



და მაინც, ადგილობრივმა მეცხვარემ ჯონ ლიმ, რომელიც ადგილის არაოფიციალური მცველი გახდა, უარი თქვა ღობიდან ბიუსტჰალტერების ჩამოხსნაზე. ამტკიცებს, რომ მიღებული წერილების 90% დადებითია და ბიუსტჰალტერები გახდა ამ ადგილის მთავარი ღირსშესანიშნაობა ტურისტებისა და ფოტოგრაფებისთვის.



image



ბიუსტჰალტერების ღობეზე პერიოდულად თავდასხმები ხდება, ასე რომ, დიდი შანსია, რომ ამ ადგილის მონახულებისას ბიუსტჰალტერები ვერ იხილოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი ყოველთვის ბრუნდებიან.



ასევე დაგაინტერესებთ:

იცით, რატომ აშენებენ ბრიტანელები ტალღოვან ღობეებს

იცით, რატომ აშენებენ ჰონგ–კონგში „ხვრელიან“ ცათამბჯენებს?

ღობე რომბებით - ვინ გამოიგონა და რა არის მისი საიდუმლო

14 ყველაზე უცნაური სახლი მსოფლიოში, სადაც ადამიანები ნამდვილად ცხოვრობენ

გაიცანით: ბეტონის მილებისგან აშენებული სახლი ახალგაზრდებისთვის

0
332
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
332