x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
კობახიძე ამერიკის ყოფილ ელჩს საქართველოში რევოლუციის მცდელობაში ღიად ადანაშაულებს


image



საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განცხადებას აქვეყნებს, სადაც ამერიკის ყოფილ ელჩს საქართველოში ორი რევოლუციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. კობახიძე ამბობს, რომ ამის შესახებ მან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს დერეკ შოლეს ესაუბრა.




"ველაპარაკე CounselorDOS [დერეკ შოლეს, რედ.]და გამოვთქვი ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-2023 წლებში აშშ-ის ყოფილი ელჩის მიერ მხარდაჭერილი ორი რევოლუციის მცდელობის გამო და გარე წყაროებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ეს მცდელობები წარმატებული რომ ყოფილიყო, საქართველოში მეორე ფრონტის ხაზი გაიხსნებოდა.



გარდა ამისა, მე ავუხსენი ბატონ შოლეს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოვნიკების მიერ გაკეთებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის კანონპროექტთან და ქუჩის აქციებთან დაკავშირებით მოგვაგონებს აშშ-ს ყოფილი ელჩის 2020-2023 წლებში გაკეთებულ მსგავს ცრუ განცხადებებს, რაც ხელს უწყობდა ძალადობას უცხოეთიდან დაფინანსებული აქტორებისგან და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას.





ასევე, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ ამ ფონზე ურთიერთობების განახლებას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება, რაც სამართლიანი და პატიოსანი მიდგომის გარეშე შეუძლებელია.



მე არ გამომითქვამს ჩემი შეშფოთება ბატონ შოლესთან ნიუ-იორკში სტუდენტების საპროტესტო აქციის სასტიკი ჩახშობის შესახებ" - აქვეყნებს განცხადებას ირაკლი კობახიძე X-ზე.



image







1
79
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
79
  
3 მაისი, 18:19
კი მაგრამ ბაიდენს რატომ არ ელაპარაკა, პრეზიდენტი დასატენადაა დაყენებული თუ გასულია მომსახურეობის ზონიდან. ჰაა ჰაა ჰაა
0 1 1