საქართველო შსს "ქართული ოცნების" ოფისს იცავს და აქციის მონაწილეებს აფრთხილებს 23 აპრილი, 0:14 დღეს საღამოს ახალგაზრდებმა მშვიდობიანი აქცია "არა რუსულ კანონს", მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" ოფისთან მოაწყვეს, რის გამოც შენობის ირგვლივ შსს-მ პოლიციელების უპრეცენდენტო რაოდენობა განათავსა. ცოტა ხნის წინ კი უწყებამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმულია რომ "კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყონებლივ იქნება აღკვეთილი". "შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს.
კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" - წერია შსს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
100 1-ს არ მოსწონს
|