x
image
Yoona
Mediator image
კატლეტი ნაყინით, ორეო ორაგულით: გოგონა ტესტავს საჭმლის უცნაურ კომბინაციებს, რომლებიც ორსულებს უყვართ
ორსულობის დროს ჰორმონები ჩქეფს და ორგანიზმს რაღაც უცხო სურს. სანამ ზოგი საფეთქელთან თითს ატრიალებს თანაგრძნობით, ბლოგერმა მია ჩალინერმა (Mia Challiner) მრავალრიცხოვანი გამომწერებისთვის გასტრონომიული ექსპერიმენტი მოაწყო: დატესტა პროდუქტების უჩვეულო კომბინაციები, რომლებიც ძალიან უყვართ ორსულებს.



image



ბლოგერი საინტერესო ექსპერიმენტების წყალობით ინტერნეტში პოპულარული გახდა. 1, 5 მილიონზე მეტი მიმდევარი აკვირდება მას სოციალურ ქსელებში და მოუთმენლად ელიან, რა იქნება შემდეგი კომბინაცია: პიცა ნაყინით, ფაფა თევზით თუ ბეკონი ნუტელათი? აღტაცებით უყურებენ, როგორ ტესტავს მია პროდუქტებს, რომელთა ერთად ჭამას ვერასოდეს გაბედავდნენ.



ჯემი ყველით – გემრიელია!

image



ჩიფსი შოკოლადის კრემით – თითებს ჩაატან!


image



გოგონა უცნაური კომბინაციების იდეებს იღებს მეგობრებისა და გამომწერების ისტორიებიდან, რომლებსაც რეალურად მოსწონდათ ასეთი უჩვეულო საკვები ორსულობის დროს. მისი ვიდეოების ყურებისას მიხვდებით, რომ ორსული ქალების გემოვნება შეიძლება გაუგებარი იყოს. მიას ჰქონდა უნიკალური შანსი, რომ დაეგემოვნებინა ორეო ორაგულით, ნიორი იოგურტით, არაქისის კარაქი სოკოთი!



ქათმის კატლეტი ნაყინით – რეკომენდაციას ვუწევ!

image


ვაშლი კბილის პასტით – ვერ გავბედე გასინჯვა!

image


სახამებელი – ნუთუ ნამდვილად ჭამენ ორსულები?

image


კარტოფილი თაფლით – კარგია!

image


პიცა ნაყინით – ადრე რატომ არ ვჭამდი ასე!

image


კიტრის მწნილი ნაყინით – ჭამა შეიძლება

image


შოკოლადის ორცხობილა ორაგულით – საზიზღრობა!

image


არაქისის კარაქი ზეითუნის ზეთით – სჯობს არ დაორსულდეთ

image


კატის საჭმელი – ტყუილად ავიტეხე

image


ავოკადო შოკოლადით – უცნაური, მაგრამ გემრიელია

image


უმი ხახვი – ვერ მოვერიე

image


ვაშლი ყველით – კარგი ხემსი

image


ფქვილი – საზიზღრობა

image


კიტრის მწნილი – ცხვირსაც ბზეკს!

image


დამწნილებული ნიორი იოგურტით – იჭმება, მაგრამ დიდი არაფერი

image


მოხარშული კვერცხი ნუტელათი – ძალიან უცნაური გემოს შეგრძნებები

image



ამ "ორსულების" კერძების უმეტესობას მართლაც საშინელი გემო აქვს, მაგრამ ზოგიერთი კომბინაცია საოცრად გემრიელი შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ, მია თითოეულ კომბინაციას 10 ბალიანი სკალით აფასებს. უკვე მთელი რეიტინგი აქვს.



საუკეთესო კომბინაციები, რომელთა დაგემოვნება შეგიძლიათ სცადოთ:

პიცა და ნაყინი: 12/10

გამომცხვარი კარტოფილი და ნაყინი: 12/10

კრენდელი და ნაყინი: 10/10

მურაბა და ყველი: 10/10

ქათმის ნაგეტსი და თაფლი: 8/10

მაკარონი თაფლით: 8/10

ორეო და ორაგული: 7/10

დამწნილებული ნიორი და იოგურტი: 7/10

ბეკონი და ნუტელა: 7/10


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 14 უცნაური გემოს კომბინაცია, რომელთა გასინჯვას ვერასდროს გაბედავდით და სულ ტყუილად

2. ქალმა გამოაქვეყნა ვეგანური წყლის რეცეპტი და ინტერნეტი ააფეთქა

3. საზოგადოება ბიჭი გამოცდილების და კულინარიული განათლების გარეშე მილიარდერის პირად შეფმზარეულად მოეწყო და მილიონობით ნახვას აგროვებს

4. ბიჭმა თავისი მოდელი დის ფოტოები გაიმეორა და მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა

5. სხვა დედა და მისი 6 წლის ქალიშვილი წითელი ხალიჩის კაბებს ქმნიან - ორიგინალები დაჩრდილეს

0
66
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
66