x
image
Yoona
Mediator image
14 უცნაური გემოს კომბინაცია, რომელთა გასინჯვას ვერასდროს გაბედავდით და სულ ტყუილად
image

კულინარიულ სამყაროში პროდუქტების უცნაურ კომბინაციებს თავისი დამფასებლები ჰყავთ: ბანანი მაიონეზთან ერთად, ნესვი ლორთან ერთად, შოკოლადი ხიზილალასთან ერთად ერთი შეხედვით შეუთავსებელი გასტრონომიული ტანდემი გგონიათ.


თუმცა ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ შეიძლება ასეთი კომბინაციების გასინჯვის სურვილი თქვენც გაგიჩნდეთ.


ბანანი მაიონეზთან ერთად

image

ავტო მრბოლელი დეილ ერნჰარდტი - უმცროსი თავისი საყვარელი ბუტერბროდის რეცეპტს გვიზიარებს: თეთრი პური, მაიონეზი და ბანანი. ამ რეცეპტმა სოციალურ ქსელში მის გამომწერებს შორის დიდი კამათი გამოიწვია. თუმცა ამ კერძმა მსოფლიო აღიარება ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღო, როცა აშშ-ს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ მისი გუნდი წარმატებას სწორედ ამ ბუტერბროდს უნდა უმადლოდეს, რომლითაც ისინი დღეს იწყებენ.


თეთრი შოკოლადი და ხიზილალა

image


ცნობილმა მზარეულმა, ჰესტონ ბლუმენტალმა საინტერესო გემოს კომბინაცია შექმნა, რომლის წყალობით ხიზილალას მარილიანი გემო თეთრი შოკოლადის სიტკბო არბილებს. ასეთი „ბუტერბროდის“ მომზადება როგორც წითელი, ასევე შავი ხიზილალათი შეგიძლიათ.


პიცა ნუტელასთან ერთად

image

ტკბილი პიცის ბევრი ვარიანტი არსებობს, მაგრამ მთავარი ინგრედიენტი შოკოლადის პასტაა. აშშ-ში ასეთი პიცის რესტორანში შეკვეთას შეძლებთ.


ბურგერი ჯემთან ერთად

image

აი ბურგერის და ჯემის კომბინაციის შეკვეთას მსოფლიოს ნებისმიერ რესტორანში შეძლებთ და მომხმარებლებს ასეთი ვარიანტი ტრადიციულ კეტჩუპზე უფრო მეტად მოსწონთ.


ნუტელა კარტოფილის ფრისთან ერთად

image

მარილი გემოს აძლიერებს, ამიტომ თუ კარტოფილის ფრის ნუტელაში ამოავლებთ, ცნობილი პასტა კიდევ უფრო გემრიელი გამოვა. სხვათა შორის, შოკოლადის რძის კოქტეილით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ.


არაქისის კარაქი პომიდორთან ერთად

image

ბუტერბროდი შეგიძლიათ თეთრი პურით მოამზადოთ ან პასტა პომიდვრის ნაჭერს წაუსვათ. გასაოცარია, მაგრამ ბევრ ადამიანს ასეთი კომბინაცია ძალიან მოსწონთ.


პოპკორნი რძესთან ერთად

image

სიმინდის ფანტელები, რომლის საუზმეზე მირთმევას ბევრი მიჩვეულია, შეგიძლიათ პოპკორნით ჩაანაცვლოთ. მომზადების რეცეპტი მარტივია: პოპკორნს რძე დაასხით.


ვაშლის ღვეზელი ყველთან ერთად

image

ჩვენი სიის ყველაზე არა ექსტრემალური კომბინაცია. მიუხედავად ამისა, თუ ვაშლის ღვეზელს ყველის ნაჭერს დაადებთ, პოპულარული დესერტი ახალი და უჩვეულო გემოთი გაგახარებთ.


ყავა კარაქთან ერთად

image

უბრალოდ ყავაში კარაქის ერთი ნაჭერი ჩააგდეთ. ეს უჩვეულო სასმელი არა მხოლოდ სასიამოვნო დასალევია, არამედ მოქმედებს, როგორც ენერგეტიკოსი.


შავი შოკოლადი კეტჩუპთან ერთად

image

შოკოლადის გემოში პომიდვრის გემო ცოტათი არსებობს. ასე რომ, თუ შავ შოკოლადს კეტჩუპს დაამატებთ, ტკბილეულის გემო კიდევ უფრო გაძლიერდება და გაჯერებული გახდება.


ნესვი ლორთან ერთად

image

ეს კერძი ძველმა რომაელმა ექიმმა გალენოსმა მოიფიქრა, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე მე-2 საუკუნეში ცხოვრობდა. ნესვის და ლორის კომბინაცია იტალიელებს ისე ძალიან შეუყვარდათ, რომ დღემდე შემოინახეს და თავისი პოპულარულობა არ დაუკარგავს.


საზამთრო ხამანწკებთან ერთად

image

იდეალური კომბინაცია: საზამთრო კიტრის ნოტებს შეიცავს, რომლებიც ხამანწკების გემოსთან კარგ კომბინაციას წარმოადგენს და ხამანწკები საზამთროს ტკბილს გემოს აძლიერებს.


ხილის სალათი ჩილის წიწაკასთან ერთად

image

დაფქული ჩილის წიწაკა ხილის სალათასთან ერთად ტრადიციული მექსიკური კერძია. ჩილეში შემავალი კაპსაიცინი ხილის გემოს აძლიერებს.


ავოკადო ცხელ შოკოლადთან ერთად

image

თუ ცხელ შოკოლადს დაფქულ ავოკადოს დაუმატებთ, გემო უფრო გაჯერებული და კარაქიანი იქნება.



ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ მოვამზადოთ ნამდვილი კეტჩუპი სახლის პირობებში


სკუმბრია ბოთლში, ლამაზი, ცხიმიანი..თევზი მაღაზიაში ნაყიდს არაფრით ჩამოუვარდება


“მთვრალი ცომის“ საიდუმლო - როგორ მოვამზადოთ ცომი არყით?


პროდუქტები, რომლებიც ალკოჰოლთან ერთად არ უნდა მიიღოთ


მოამზადეთ სასარგებლო მაიონეზი სახლის პირობებში


გემრიელი კარტოფილი ფრი წვეთი ზეთის გარეშე!


7 პროდუქტი, რომელთა განმეორებით გაცხელება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ასე ვაკეთებთ


როგორ სუფრას შლიდნენ საბჭოთა კავშირის დროს: საახალწლო კერძების რეცეპტები


სწრაფი ტორტი „ჩიტის რძე“ გურმანებისთვის!


5 გემრიელი და სასარგებლო დესერტი გრამი შაქრის გარეშე


დათუნია-მარმელადის მომზადების 12 ორიგინალური რეცეპტი


როგორ ავირჩიოთ ნატურალური ჩირი?

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

2
836
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
836
  
2020, 12 თებერვალი, 21:54
ნესვი და გუდის ყველი
2019, 24 იანვარი, 19:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2