x
image
Yoona
Mediator image
როგორ ავირჩიოთ ნატურალური ჩირი?
image

ჩირის სარგებლის შეფასება შეუძლებელია. როგორც ხილი, ასევე ჩირიც დიდი რაოდენობით ვიტამინს, მინერალს და უჯრედისს შეიცავს, ოღონდ კონცენტრირებული სახით. ჩირი - ეს იგივე, მაგრამ დეჰიდრატირებული ხილია.

თუმცა, ნამდვილად სასარგებლო ჩირი არის ის, რომელიც სწორად მომზადებულია: არაფრით არაა დამუშავებული და სუფთა ჰაერზე, ბუნებრივი გზით არის გამომშრალი. ამასთან, ის ჩირი, რომელიც მზეზე არის გამომშრალი, ჩირად უფრო სწრაფად გადაიქცევა და თან უფრო მაგარი იქნება. ხოლო ის, რომელიც სიბნელეში გამოაშრეს, უფრო მუქი ფერის გახდება და გარეგნულად ცუდი შესახედაობა ექნება, მაგრამ ძალიან გემრიელი და რბილი იქნება.

image


ჩვენ, მყიდველები, როგორ მივხვდეთ, თუ რომელი ჩირი არის სასარგებლო და გემრიელი, ხოლო რომელი არა? ამისთვის ჩირის გარეგნულ მხარეს კარგად დააკვირდით:


გარგარი

image

გარგარის ჩირი - გარგარის გამომშრალი ნაყოფია, რომელიც დაჭრილია ნახევრად, კურკების გარეშე. ნამდვილი გარგარის ჩირი მუქი ფერის უნდა იყოს, უფრო ყავისფერთან ახლოს და არ უნდა ბრწყინავდეს. შეგიძლიათ იყიდოთ გარგარის ჩირი, რომელიც მთლიანად კურკიანად არის გამომშრალი.


შავქლიავი

image

შავქლიავის ჩირი -გამომშრალი ქლიავის მუქი ფერის ნაყოფია. თუ სასარგებლო შავქლიავის შეძენა გსურთ, არ აიღოთ პრიალა, არამედ გლუვი და კურკიანი აირჩიეთ. თუ ასეთ შავქლიავის ჩირს წყალში ჩაალბობთ, მას კანი მოსცილდება, ეს მისი ნატურალურობის დამამტკიცებელი არის. გემოთი ოდნავ მომჟავო იქნება.


ფინიკი

image

ფინიკი - ფინიკის პალმის გამომშრალი ნაყოფია, უმჯობესია, ეს სასარგებლო და ძალიან გემრიელი დელიკატესი სიროფის გარეშე შეიძინოთ. აირჩიეთ გამომშრალი ფინიკი.


ქიშმიში

image

გამომშრალი თეთრი ყურძნის, მოწითალო-ყავისფერი ყურძნის, ან შავი ყურძნის ნაყოფი - ეს ხშირად შავი ქიშმიში არის თეთრი ნადებით. აირჩიეთ მხოლოდ მოწითალო-ყავისფერი ან შავი ფერის ქიშმიში, უმჯობესია ყუნწებით, რადგან ასეთი თითოეული ყურძნის ნაყოფი ვიტამინების და სასარგებლო თვისებების მაქსიმუმს ინარჩუნებს. ერთმნიშვნელოვნად ძალიან დიდი ქიშმიშის აღება არ ღირს, სავარაუდოდ, ასეთი ყურძენი გასაზრდელად სპეციალური ნაერთებით დაამუშავეს.


ლეღვი

ლეღვის ჩირი - ლეღვის ხის ტკბილი ნაყოფია, რომელიც შეგიძლიათ ახალი, ასევე გამომშრალი სახით მიიღოთ. გამომშრალ ნაყოფს ღია ელფერი აქვს და ხშირად თეთრი ნადები აქვს.

ჩირზე თეთრი ნადები - გამხმარი ხილის გლუკოზა არის. ხარისხიანი ჩირი კარგად გამომშრალი უნდა იყოს. ნამდვილი არაფრით დამუშავებულ ჩირზე შეიძლება რამდენიმე ქინქლიც იპოვოთ, როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს, ესეც ჩირის ნატურალურობაზე მიგვითითებს. აირჩიეთ გემრიელი და სასარგებლო ჩირი!

პ.ს. თქვენ ყველაზე მეტად რომელი ჩირი გიყვართ?


ასევე დაგაინტერესებთ:

აი, რა ხდება თქვენს ორგანიზმში, როცა მხოლოდ წყალს სვამთ
კვების ცხრილი: ორგანიზმი თავად მიგანიშნებთ, თუ რა აკლია
ადამიანების 4 ჯგუფი, რომლებისთვისაც კოჭის მიღება კატეგორიულად აკრძალულია
იცით თუ არა, რომ ჭამის შემდეგ ძილიანობა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის ნიშანია?
2 ყველაზე ძლიერი და მკვებავი ნივთიერება დედამიწაზე
გასაოცარი რამ მოხდება, როგორც კი ცივი სასმელების დალევას შეწყვეტთ
ანჩანი - სამკურნალო ლურჯი ჩაი: რით არის სასარგებლო და როგორ მოვამზადოთ
რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე - 9 მნიშვნელოვანი მიზეზი
0
559
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0