სასარგებლო პროდუქტები მექსიკური სამზარეულო - მავნე, მაგრამ წარმოუდგენლად გემრიელი 25 ივლისი, 16:17 მექსიკურ სამზარეულოს ძნელია ვუწოდოთ ჯანსაღი - ცხარე სოუსები, შემწვარი ხორცი, ჩიფსი და წვნიანების თითქმის არარსებობა. ამ ყველაფერთან ერთად მექსიკური გასტრონომია ძალიან პოპულარულია მსოფლიოში.
კერძების უმეტესობის საფუძველია ტორტილა - სიმინდის ან ხორბლის ფქვილისგან დამზადებული კვერი. მისგან ამზადებენ ბურიტოს, ტაკოს, ნაჩოს და ა.შ. მთავარი ალკოჰოლური სასმელია მესკალი. დესერტად მექსიკელები სვამენ კაკაოს ან ცხელ შოკოლადს. 1. სალსა - პომიდვრის, ჩილის, ქინძის ფოთლების, ნივრისა და ხახვისგან დამზადებული სოუსი. 2. გუაკამოლე - გახეხილი ავოკადოს, პომიდვრის, ლაიმის წვენის და მარილისგან დამზადებული სოუსი. 3. ფახიტა - გრილზე შემწვარი ხორცი, რომელიც ზოლებად იჭრება. 4. ბურიტო. რბილი ტორტილა, რომელიც იხვევა ბრინჯი, ფარში, ბოსტნეული და სოუსი. 5. ტაკო. სიმინდის ან ხორბლის ტორტილა, მოღუნული ფორმის, ბოსტნეულის და ხორცის სხვადასხვა შიგთავსით და ჩილის, გუაკამოლეს სოუსის დამატებით. 6. ნაჩოსი - ტორტილის ჩიფსი. სუფრაზე გადის სოუსთან ან ყველთან ერთად. 7. კესადილია - ტორტილი ყველით, შუაზე გაკეცილი. 8. ჩიმიჩანგა - ბურიტოს „ნათესავი“, მხოლოდ ტაფაზე ან ფრიტიურში შემწვარი. 9. ენჩილადა - ღუმელში გამომცხვარი ტორტილა შიგთავსით. 10. მექსიკური ომლეტი უევოსი. 11. ფარშირებული წიწაკა 12. სიმინდი მექსიკურად 13. მესკალი 14. ტეკილა 15. კაკაო ასევე დაგაინტერესებთ: ფრანგი დედების 8 რეცეპტი, რომელიც ბავშვებს სწრაფ კვებას დაავიწყებს კლასიკა და იმპროვიზაცია, როგორ მოვამზადოთ იდეალური სანგრია სახლში იაპონელები ამზადებენ ყველაზე მაგარ დესერტებს მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნის გემრიელი დროშები კვერცხი მექსიკურად წითელი ლობიოთი: ნოყიერი კერძი ხორცის გარეშე ცხელი ლავაშის რულეტი კარტოფილით და სოკოთი: წასახემსებელი, რომელსაც ყველაზე მეტად აქებენ 88 1-ს მოსწონს |