სასარგებლო პროდუქტები როგორ ავირჩიოთ ნატურალური ჩირი? 2018, 2 დეკემბერი, 13:23
ჩირის სარგებლის შეფასება შეუძლებელია. როგორც ხილი, ასევე ჩირიც დიდი რაოდენობით ვიტამინს, მინერალს და უჯრედისს შეიცავს, ოღონდ კონცენტრირებული სახით. ჩირი - ეს იგივე, მაგრამ დეჰიდრატირებული ხილია.
თუმცა, ნამდვილად სასარგებლო ჩირი არის ის, რომელიც სწორად მომზადებულია: არაფრით არაა დამუშავებული და სუფთა ჰაერზე, ბუნებრივი გზით არის გამომშრალი. ამასთან, ის ჩირი, რომელიც მზეზე არის გამომშრალი, ჩირად უფრო სწრაფად გადაიქცევა და თან უფრო მაგარი იქნება. ხოლო ის, რომელიც სიბნელეში გამოაშრეს, უფრო მუქი ფერის გახდება და გარეგნულად ცუდი შესახედაობა ექნება, მაგრამ ძალიან გემრიელი და რბილი იქნება.
ჩვენ, მყიდველები, როგორ მივხვდეთ, თუ რომელი ჩირი არის სასარგებლო და გემრიელი, ხოლო რომელი არა? ამისთვის ჩირის გარეგნულ მხარეს კარგად დააკვირდით: გარგარი გარგარის ჩირი - გარგარის გამომშრალი ნაყოფია, რომელიც დაჭრილია ნახევრად, კურკების გარეშე. ნამდვილი გარგარის ჩირი მუქი ფერის უნდა იყოს, უფრო ყავისფერთან ახლოს და არ უნდა ბრწყინავდეს. შეგიძლიათ იყიდოთ გარგარის ჩირი, რომელიც მთლიანად კურკიანად არის გამომშრალი. შავქლიავი შავქლიავის ჩირი -გამომშრალი ქლიავის მუქი ფერის ნაყოფია. თუ სასარგებლო შავქლიავის შეძენა გსურთ, არ აიღოთ პრიალა, არამედ გლუვი და კურკიანი აირჩიეთ. თუ ასეთ შავქლიავის ჩირს წყალში ჩაალბობთ, მას კანი მოსცილდება, ეს მისი ნატურალურობის დამამტკიცებელი არის. გემოთი ოდნავ მომჟავო იქნება. ფინიკი ფინიკი - ფინიკის პალმის გამომშრალი ნაყოფია, უმჯობესია, ეს სასარგებლო და ძალიან გემრიელი დელიკატესი სიროფის გარეშე შეიძინოთ. აირჩიეთ გამომშრალი ფინიკი. ქიშმიში გამომშრალი თეთრი ყურძნის, მოწითალო-ყავისფერი ყურძნის, ან შავი ყურძნის ნაყოფი - ეს ხშირად შავი ქიშმიში არის თეთრი ნადებით. აირჩიეთ მხოლოდ მოწითალო-ყავისფერი ან შავი ფერის ქიშმიში, უმჯობესია ყუნწებით, რადგან ასეთი თითოეული ყურძნის ნაყოფი ვიტამინების და სასარგებლო თვისებების მაქსიმუმს ინარჩუნებს. ერთმნიშვნელოვნად ძალიან დიდი ქიშმიშის აღება არ ღირს, სავარაუდოდ, ასეთი ყურძენი გასაზრდელად სპეციალური ნაერთებით დაამუშავეს. ლეღვი ლეღვის ჩირი - ლეღვის ხის ტკბილი ნაყოფია, რომელიც შეგიძლიათ ახალი, ასევე გამომშრალი სახით მიიღოთ. გამომშრალ ნაყოფს ღია ელფერი აქვს და ხშირად თეთრი ნადები აქვს. ჩირზე თეთრი ნადები - გამხმარი ხილის გლუკოზა არის. ხარისხიანი ჩირი კარგად გამომშრალი უნდა იყოს. ნამდვილი არაფრით დამუშავებულ ჩირზე შეიძლება რამდენიმე ქინქლიც იპოვოთ, როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს, ესეც ჩირის ნატურალურობაზე მიგვითითებს. აირჩიეთ გემრიელი და სასარგებლო ჩირი! პ.ს. თქვენ ყველაზე მეტად რომელი ჩირი გიყვართ? ასევე დაგაინტერესებთ: 580 1-ს მოსწონს
|