სხვა ტოპ 10 ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდი მსოფლიოში 18 იანვარი, 18:12 ხიდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კაცობრიობისთვის. ხიდის არსებობა მოგზაურობის დროს ამცირებს, რაც საშუალებას გვაძლევს პირდაპირ გადავლახოთ დაბრკოლებები (მდინარეები, წყალსაცავები, უფსკრულები), რაც ღირებულია როგორც ეკონომიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით.
ხიდებს გაარჩევენ ორი ძირითადი პარამეტრით: ტვირთამწეობა (რკინიგზის, საავტომობილო, საცალფეხო, კომბინირებული) და სტატიკური სქემა (კოჭური, წამწე, განმბჯენი, ტივტივა). ქვემოთ მოცემულია ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდების სია, რომლებიც განმბჯენი სისტემის კატეგორიას მიეკუთვნება. მათი მთავარი განსხვავებაა ძირითადი საყრდენი კონსტრუქცია, რომელიც დამზადებულია გაჭიმვაზე მომუშავე მოქნილი ელემენტებისგან. ხიდის ნაწილი უბრალოდ დაკიდულია. მაკინაკის ხიდი, აშშ საერთო სიგრძე – 2 626 მ. ძირითადი მალის სიგრძე – 1 158 მ. ჰიოგაკუსტენბრონის ხიდი, შვედეთი საერთო სიგრძე – 1 857 მ. ძირითადი მალის სიგრძე – 1 210 მ.ოქროს კარიბჭის ხიდი, აშშ საერთო სიგრძე – 2 737, 4 მ. ძირითადი მალის სიგრძე – 1 280 მ.ვერაძანოს ხიდი, აშშ საერთო სიგრძე – 4 176 მ, ძირითადი მალის სიგრძე – 1 298 მ.ცინგმას ხიდი, ჰონგ–კონგი, ჩინეთი საერთო სიგრძე – 2 160 მ, ძირითადი მალის სიგრძე – 1 377 მ.ჰამბერის ხიდი, დიდი ბრიტანეთი საერთო სიგრძე – 2 220 მ, ძირითადი მალის სიგრძე – 1 410 მ.ჟუნიანის ხიდი, ჩინეთი საერთო სიგრძე – 7 210 მ, ძირითადი მალის სიგრძე – 1 490 მ.დიდი ბელტის ხიდი, დანია საერთო სიგრძე – 6 790 მ, ძირითადი მალის სიგრძე – 1 624 მ.სიჰოუმენის ხიდი, ჩინეთი საერთო სიგრძე – 5 413 მ, ძირითადი მალის სიგრძე – 1 650 მ.აკაში–კაიკიოს ხიდი, იაპონია საერთო სიგრძე – 3 911 მ, ძირითადი მალის სიგრძე – 1 991 მ.ასევე დაგაინტერესებთ: 1. ეს არ არის ამერიკული მთები, არამედ გიჟური ხიდი იაპონიაში 2. 20 ულამაზესი ხიდი, რომლებიც თითქოს ზღაპრების წიგნში იპოვეს 3. პილატუსბანი – ყველაზე ციცაბო რკინიგზა მსოფლიოში 4. ვინ არის ყველაზე გულადი? – ყველაზე საშიში საფეხმავლო ბილიკი მსოფლიოში 5. ამ ღამეს გავუძლოთ: როგორ სძინავთ მთამსვლელებს მთაში? უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
261 1-ს მოსწონს |