მოგზაურობა პილატუსბანი – ყველაზე ციცაბო რკინიგზა მსოფლიოში 2023, 28 ნოემბერი, 16:16 პილატუსბანი მსოფლიოში ყველაზე ციცაბო რკინიგზად ითვლება. მატარებელი მთელ მარშრუტს ქალაქ ალპნახიდან პილატუსის მწვერვალამდე ნახევარ საათში გადის, გზად ჩერდება. ყველაზე საშიში მონაკვეთია ბოლოში, როდესაც მატარებელი გვირაბებში შედის, ხოლო შეშფოთებული ტურისტები სავარძლებს ეჭიდებიან.
სწორედ აქ იწყება ნამდვილი შვეიცარიული ექსტრემი. პილატუსი – მთა შვეიცარიის ალპებში, ერთ–ერთი აუცილებლად სანახავი ადგილი. მთის მწვერვალზე მოხვედრა შეგიძლიათ სამი გზით: დაკბილული რკინიგზით (ალპნახიდან), საბაგიროთი (კრიენსიდან) ან ფეხით. ნებისმიერი მეთოდით ასვლა დაგიტოვებთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს, მთავარია, ამინდში არ შეცდეთ. აქ, კი ამინდი ცვალებადია. წვიმას გაუფრთხილებლად ცვლის მზიანი ამინდი და პირიქით. ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე ასე ხდება. პილატუსბანი ძველი რკინიგზაა, რომელიც 1889 წელს გაიხსნა, ხოლო 1937 წელს ელექტრიფიცირებული იყო. რკინიგზის მშენებლობა განხორციელდა ინჟინრის, ედუარდ ლოხერის პროექტის მიხედვით. საინტერესოა, რომ მან წარმოადგინა პროექტი ორი ჰორიზონტალურად მოძრავი დაკბილული ბორბლით, უცნაური უწოდეს. დღეს სისტემა Locher ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მექანიზმია რკინიგზაზე. ცნობისთვის: დაკბილული რკინიგზა რელსიანი ტრანსპორტის სახე, რომლის ვაგონები აღჭურვილია ერთი ან მეტი დაკბილული ბორბლით. ისინი მოძრაობისას ირთვება. ჩვეულებრივ რელსებს შორის არის დაკბილული რელსი, რომელსაც ეჭიდება ვაგონების დაკბილული ბორბლები. ასეთი ტექნოლოგია უზრუნველყოფს რელსებზე უკეთ მოჭიდებას, 16%–მდე ან მეტად მშრალ პირობებში და 14%–მდე სველ პირობებში. დღეს მსოფლიოში 150–ზე მეტი დაკბილული რკინიგზაა. მუდმივად გამოიყენება (ზამთარში და ზაფხულში) – დაახლოებით 60 გზა. ყველა მოქმედი გზების 50% შვეიცარიაშია. ამ ქვეყანას აქვს ასეთი გზების მართვის ყველაზე დიდი გამოცდილება, საკუთარი წარმოების ყველაზე თანამედროვე მოძრავი შემადგენლობა და ყველაზე ციცაბო გზები (28% და 48% დახრილობა). გარდა ამისა, შვეიცარიის გზები ძირითადად მომგებიანი და ეკონომიურია. ავსტრიას, გერმანიას, უნგრეთს და ლათინური ამერიკის რიგ ქვეყნებს (ბრაზილია, ვენესუელა, ჩილე) ასევე შეუძლიათ დაიკვეხნონ დაკბილული გზებით. ასეთი გზები გამოიყენება, როგორც ტურისტული მარშრუტი მთიან რაიონებში გადასაადგილებლად, ასევე როგორ სამოქალაქო სამგზავრო ტრანსპორტი (მაგალითად, ბუდაპეშტში, ციურიხში, შტუტგარტში). პილატუსბანის მარშრუტზე გადის 10 ვაგონი, თითოეული 40 კაციანი ტევადობით. გზის მაქსიმალური გამტარუნარიანობა საათში 340 ადამიანია. მოძრაობის საშუალო სიჩქარე 9-12 კმ/სთ. ვაგონების შიდა ნაწილი სუფთაა, ინტერიერი გასული საუკუნის 50-იანი წლების სტილშია. თვალშისაცემია მექანიკური ფანჯრის ამწევი და წარწერა „ხელი არ გაყოთ ფანჯრიდან“. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გზის ზოგიერთ მონაკვეთში, ფანჯრიდან ხელის გაწევისას მთის ყვავილები შეგიძლიათ მოკრიფოთ ან კლდეს შეეხოთ. ვაგონში უნდა იჯდეთ პილატუსის მწვერვალისკენ პირით. მარცხენა მხარეს არის მთების, კლდეების, მდელოების, ტყეების პეიზაჟები, ხოლო მარჯვენა მხარეს – ტბის და დასახლებული უბნების საოცარი ხედები. გარშემო ისმის ძროხების ზარების რეკვა. მათ, ვისაც აინტერესებს მატარებლის ტარების პროცესი, შეუძლია დაჯდეს პირველ ვაგონში და მძღოლის მუშაობას დააკვირდეს. 30 წუთი წამებში გადის. მატარებელი მოკლე გაჩერებებს აკეთებს. ერთ–ერთია სადგური Amsigen. რამდენიმე წუთით ჩერდება. აქ შეგიძლიათ ფერმერებისგან ყველი შეიძინოთ. სახლში შეგიძლიათ შეხვიდეთ და ყველი დააგემოვნოთ. თუმცა მატარებელი დეგუსტატორებს არ ელოდება, მოუწევთ მორიგი მატარებლის მოსვლას დაელოდონ. მარშრუტის ბოლო მონაკვეთი ყველაზე ამაღელვებელია - კლდეებში გამოჭრილი გვირაბების გავლა, ეს არის იგივე დახრილობა 48%. თავში იბადება კითხვა: „რამდენ ხანს ვიფრენთ, თუ მუხრუჭი გაფუჭდება?“ ხუმრობა! სხვა რამეზე იფიქრებთ, არ დაგივარდეთ ფოტოკამერა და არ დაიზიანოთ კისერი მორიგ გვირაბში შესვლისას. მატარებლით მოგზაურობის ერთადერთი მინუსი, რომელსაც ყურადღება შეგიძლიათ არ მიაქციოთ, დაკბილული ბორბლების ხმაურია. მწვერვალზე რა არ არის – სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სუვენირების მაღაზიები გარე და შიდა დასათვალიერებელი მოედნები და 5 საფეხმავლო ბილიკი 60 მეტრამდე სიმაღლის სხვაობით. რა გააკეთოთ? მატარებლით მოგზაურობისას ფანჯრიდან პეიზაჟები დაათვალიერეთ და ფოტოები გადაიღეთ. როგორ მივიდეთ? ალპნახი მდებარეობს პილატუსის მთის ძირში. იქ მოხვედრა შესაძლებელია მატარებლით ლუცერნიდან (დაახლოებით 30 წუთი) ან ბორნით მისადგომი #2 (1 საათი). აღჭურვილობა: ფანჯრიდან ხელის გაწევის და ალპური ყვავილების დაკრეფის დიდი ცდუნების მიუხედავად, ამის გაკეთება არ შეიძლება. ინფრასტრუქტურა: მატარებელი შედგება 10 ვაგონისგან. როგორ გააუმჯობესოთ თქვენი შთაბეჭდილებები: ჩამოდით ერთ-ერთ შუალედურ გაჩერებაზე და იყიდეთ ყველი ადგილობრივი ფერმერებისგან. მართალია, მაშინ მოგიწევთ გვიანობამდე დარჩენა და შემდეგი მატარებლით გამგზავრება. შესვლის საფასური: 68 შვეიცარიული ფრანკი. სამუშაო საათები: 8:10-დან 17:50-მდე. უკან დაბრუნების ბოლო მატარებელი 18:45 საათზე გადის. სად გავატაროთ ღამე: ქალაქ ლუცერნში ან სასტუმროში პილატუსის მთაზე. რა უნდა ჩამოიტანოთ სუვენირად: ყველი ადგილობრივი ფერმერებისგან, უამრავი ფოტო და შთაბეჭდილებები. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ვინ არის ყველაზე გულადი? – ყველაზე საშიში საფეხმავლო ბილიკი მსოფლიოში 2. ამ ღამეს გავუძლოთ: როგორ სძინავთ მთამსვლელებს მთაში? 3. თავბრუდამხვევი ექსპერიმენტი: თვითმფრინავი გამჭვირვალე იატაკით 4. 20 ულამაზესი ხიდი, რომლებიც თითქოს ზღაპრების წიგნში იპოვეს 5. ამ შესანიშნავ იტალიურ ქალაქში მხოლოდ 12 ადამიანი ცხოვრობს...უბრალოდ მშვენიერია 6. საგრაფო დევონშირი - ყველაზე ზღაპრული, მაგრამ რეალური ადგილი დედამიწაზე 7. 24 წარმოუდგენელი სასტუმრო, სადაც მოხვედრას ახლავე ისურვებდით 8. სელფი ზვიგენთან: უშიშარი მყვინთავი ეგზოტიკურ ზღვის არსებებთან ფოტოებს იღებს 9. ეს არ არის ამერიკული მთები, არამედ გიჟური ხიდი იაპონიაში 10. 18 რამ რისი გაკეთებაც სხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს არ ღირს უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 561 შეფასება არ არის |