სხვა ლიმონი, კოჭა, ხახვი და ნიორი – ვისთვის არ შეიძლება და რატომ? 16 იანვარი, 16:56 ვიცით, რომ ხახვი, ნიორი, ლიმონი და კოჭა ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ეს პროდუქტები იმუნიტეტს გაძლიერებაში ეხმარება, ამიტომ ცივ სეზონზე ხშირად მივირთმევთ. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს დიდებული ოთხეული არც ისე კარგია, როგორც ვთვლით. ამ პროდუქტების მიღება ზოგისთვის აკრძალულია!
ლიმონი ლიმონის სარგებელი დიდი ხანია კამათს იწვევს. ერთი მხრივ, ბევრ ვიტამინს და მინერალს შეიცავს. მეორე მხრივ, ძალიან მჟავეა, ამიტომ, როგორც ზოგი ამბობს, ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. სინამდვილეში, ლიმონის მჟავების შიშს სამეცნიერო საფუძველი არ აქვს. დიახ, მასში ბევრი ორგანული მჟავაა, მაგრამ ჩვენს კუჭს მათი გაძლება შეუძლია. ორგანიზმში მოხვედრისას მჟავებს შეუძლიათ ბალანსი ტუტე მხარეზე გადაიყვანონ. პოდაგრის ან შარდმჟავას გამო თირკმლების კენჭების დროს სასარგებლოა. აი, ოქსალატის დროს – უკვე არა. სწორედ ამიტომ, მთავარი ზიანი, რაც ლიმონმა შეიძლება გამოიწვიოს, შაქრის „შენიღბვაა“. როცა ძალიან ტკბილ სასმელში ლიმონს ამატებენ, არც ისე ტკბილი ჩანს, პირიქით, გამაგრილებელია. შესაბამისად, სვამთ უფრო მეტს, ეს კი ზედმეტი კალორიები და ნახშირწყლებია. კოჭა კოჭა სახლის „აფთიაქში“ აუცილებლად უნდა ჰქონდეს მას, ვინც ხალხურ მედიცინას მისდევს. ითვლება, რომ ამ მცენარის დახმარებით თითქმის ყველაფრის განკურნება შეიძლება. 2020 წელს დაავადებების სიაში, რომელსაც კოჭა კურნავს, კორონავირუსიც მოხვდა. თუ სამეცნიერო პუბლიკაციების მონაცემთა ბაზას გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ ამ პროდუქტის სარგებელი გადაჭარბებულია. აზიელი მეცნიერები ამბობენ, რომ კოჭას შეუძლია დიაბეტის დროს მდგომარეობის გაუმჯობესება, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და წონის კლებას ხელს უწყობს. ამერიკელმა და ევროპელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ამ მცენარის ფესვი ეფექტურია ორსულობის, ასევე ქიმიოთერაპიული მკურნალობისას გულისრევის დროს. მაგრამ ყველა შედეგი მხოლოდ წინასწარია, რადგან კვლევა დღემდე გრძელდება. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცით, რომ კოჭა საკმაოდ ცხარე და პიკანტურია, ანუ პრობლემებს შეუქმნის მას, ვისაც აქვს ფუნქციური დისპეფსია, ბუასილი და რეფლუქსი. მიიღებთ თუ არა, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. პანაცეა არაა, მაგრამ მთავარი კერძის გემრიელი და სასარგებლო დანამატი ნამდვილად. ნიორი კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც ყველაფრისგან გიხსნით, სურდოდან ბოროტ სულებამდე. ალბათ, გსმენიათ, რომ იმუნიტეტის გასაძლიერებლად დღეში 1 კბილი ნივრის ჭამა საკმარისია. ასეა? სიმართლე ასეთია: ნიორი გულძმარვის, ბოყინის და რეფლუქსის სხვა სიმპტომების ერთ–ერთი მთავარი გამომწვევია. მკვეთრად გამოხატული ნაღვლმდენი ეფექტის გამო ნიორი სასარგებლო შეიძლება იყოს ჯანმრთელი ადამიანებისთვის, მაგრამ ნაღვლკენჭოვანი დაავადებების დროს მისი მიღება მკაცრად აკრძალულია. არსებობს მოსაზრება, რომ ნიორს ინფარქტის და დიაბეტის დროს დახმარება შეუძლია. ნამდვილად ასეა, რადგან მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ნივრის რეგულარული მიღება ქოლესტერინის, სისხლში შაქრის დონის შემცირებას ხელს უწყობს და არტერიულ წნევას არეგულირებს. ხახვი ხახვი შეიძლება ითქვას, რომ ნივრის უახლოესი „ნათესავია“, ამიტომ მსგავსი თვისებები აქვს. ისიც იწვევს რეფლუქსის დაავადების პროვოცირებას ყველა თანმხლები სიმპტომით. ასევე ამცირებს წნევას და ქოლესტერინს. სწორედ ამიტომ, ღირს თუ არა ხახვის მიღება თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დამოკიდებულია. ასევე დაგაინტერესებთ: 1. რატომ არ შეიძლება დღეში 5–ზე მეტი მანდარინის მირთმევა? 2. ჯანსაღი კვების ექსპერტებმა დაასახელეს 13 ყველაზე კალორიული პროდუქტი 3. 3 შემთხვევა, როცა ხარისხიანი წყალიც კი შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს 4. მჟავე კომბოსტო – რა სარგებელი აქვს და რამდენად ხშირად უნდა მიირთვათ 5. 8 პროდუქტი, რომლებიც არ უნდა მიიართვათ, თუ გაციებული ხართ უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 161 შეფასება არ არის |