x
image
Yoona
Mediator image
ლორენ ვასერის ტრაგიკული ისტორია, რომელმაც ტამპონის გამოყენების შემდეგ ფეხები დაკარგა
ერთ დროს ლორენ ვასერი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. მოდელად მუშაობდა, თავისუფალ დროს კალათბურთს თამაშობდა, ზოგჯერ ველოსიპედით სეირნობდა. 24 წლის იყო, როცა მოხდა ტრაგედია, რომელმაც ლორენის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.


ყველაზე საშინელია ის, რომ ტრაგედია გამოწვეული იყო "სრულიად უსაფრთხო" და ქალის ჰიგიენის აუცილებელი საშუალებით, ტამპონით. რა მოხდა და როგორ ცხოვრობს ახლა ლორენ ვასერი, ნახეთ ჩვენს მასალაში.


image


ყველაფერი დაიწყო 2012 წლის 3 ოქტომბერს. იმ დღეებში ლორენს მენსტრუაცია ჰქონდა. როგორც საჭიროა, გოგონამ ტამპონები დილით, შუადღესა და საღამოს გამოიცვალა. იმავე ღამეს მეგობრის დაბადების დღეზე წასვლა გადაწყვიტა.



უკვე მაშინ ლორენი თავს ცუდად გრძნობდა, რაც გრიპის სიმპტომებს მოგაგონებდათ. გოგონა ცდილობდა ნორმალურად მოქცეულიყო, ემხიარულა და მეგობრებთან ელაპარაკა, მაგრამ მისი ერთადერთი სურვილი იყო მალე დაძინება.


როცა დაღლილობა გაძლიერდა, ლორენი სახლში წავიდა, სწრაფად გაიხადა ტანსაცმელი და საწოლში ჩაწვა.


image


ლორენი გააღვიძა კარზე ძლიერმა ზარმა და ყვირილმა: "პოლიცია". სამართალდამცავი გოგონას დედამ გამოიძახა. დედა ძალიან წუხდა, რომ მისი ქალიშვილი დიდი ხანია კონტაქტზე არ გამოდიოდა. როგორც ჩანს, რაღაცას გრძნობდა.


ლორენმა პოლიციელი დაამშვიდა, აუხსნა, რომ "უბრალოდ დაძინება სურდა". ამის შემდეგ დედას დაურეკა, იგივე უთხრა და ისევ დაიძინა. რამდენ ხანს ეძინა, უცნობია. დილით მასთან ისევ მივიდნენ პოლიცია და ლორენის მეგობარი, მაგრამ ამჯერად გოგონამ კარი არ გააღო. კარის შემტრევის შემდეგ საძინებლის იატაკზე პირქვე მწოლიარე იპოვეს.


image


სიკვდილის პირას მყოფი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორგანოებმა უმტყუნა, მძიმე გულის შეტევა გადაიტანა, ექიმები ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა მის თავს და ვერ არეგულირებდნენ მის მდგომარეობას. სიტუაცია ახსნა ინფექციონისტმა. გოგონას დანახვისთანავე იკითხა:


"შიგნით ტამპონი აქვს?"


როგორც გაირკვა, ლორენმა ტოქსიკური შოკის სინდრომი გადაიტანა. ერთ–ერთი ტამპონი, რომელსაც იყენებდა, სტაფილოკოკით იყო დაბინძურებული.


image


ლორენი კომაში იყო, როცა ექიმები დედას ეუბნებოდნენ, ელოცა და დაკრძალვისთვის მომზადებულიყო. გოგონას ფეხებში განგრენა დაეწყო. გადარჩენის ერთადერთი შესაძლო ხსნა იყო მარჯვენა ფეხის ამპუტაცია და მარცხენა ფეხის თითების და ქუსლის მოჭრა.


გოგონა ოპერაციას დათანხმდა. გახდა უნარშეზღუდული, მაგრამ სამოდელო კარიერა გააგრძელა. ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მეორე ფეხის ამპუტაციაც დასჭირდა – განგრენა ძალიან შორს იყო გავრცელებული.


"თავიდან მითხრეს, რომ გადარჩენის შანსი არ მქონდა, შემდეგ – რომ სიარულს ვეღარ შევძლებდი. რამდენიმე თვე საავადმყოფოში გავატარე და თითქმის ერთი წელი ინვალიდის ეტლში ვიჯექი. დათმობა ადვილი არ იყო, მაგრამ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი ცხოვრების გაგრძელება".


image


2018 წლის იანვარში ლორენმა ინსტაგრამზე გააზიარა ფოტო საოპერაციო ოთახიდან, სადაც ჩანდა ის (ფეხების გარეშე) და ცნობილი პარასნოუბორდისტი ემი პერდი.


image


ახლა ლორენი ცნობილია მოდის სამყაროში, როგორც "გოგონა ოქროს ფეხებით". მეტსახელი ოქროსფერი პროთეზების გამო შეარქვეს.


image


მოდელი მოუწოდებს ტამპონების მწარმოებლებს შეწყვიტონ დიოქსინის, სინთეტიკური ბოჭკოების, ქიმიური არომატიზატორების და სხვა მავნე კომპონენტების გამოყენება. გარდა ამისა, გოგონას თქმით, ქალის ჰიგიენის ნივთებზე აუცილებლად უნდა იყოს მითითება შესაძლო რისკების ქვეშ, როგორც ეს სიგარეტის შეფუთვაზე იწერება.


"თქვენ იცით, რომ სიგარეტს შეუძლია მოგკლას, ასე რომ, როცა მათ იყენებთ, ეს თქვენი არჩევანია. ტოქსიკური შოკის სინდრომის შესახებ რომ მცოდნოდა, ტამპონებს არასდროს გამოვიყენებდი".


image


ლორენი "ინსტაგრამზე" თავის ანგარიშს მართავს. აქ პერიოდულად თავის ისტორიაზე საუბრობს. ასე სურს აამაღლოს ქალების და გოგონების ცნობიერება საკუთარი უსაფრთხოების საკითხში. ლორენის თქმით, ერთხელ მან და მისმა მეგობარმა ქუჩაში ათობით გოგონა გამოკითხეს და აღმოჩნდა, რომ არავის სმენია ტოქსიკური შოკის სინდრომის შესახებ, რომელიც ტამპონების გამოყენების გამო შეიძლება მოხდეს.



ტოქსიკური შოკის სინდრომი – საშიში ბაქტერიული ინფექცია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თმის ცვენა, კანის აქერცვლა, კიდურების ამპუტაცია და უარეს შემთხვევაში, სიკვდილი. ტოქსიკური შოკის სინდრომი სტაფილოკოკის ბაქტერიით გამოწვეულია. ისინი პირის ღრუში, ცხვირში და ადამიანის კანზე ჯანმრთელობისთვის ყოველგვარი რისკის გარეშე შეიძლება არსებობდნენ, მაგრამ სისხლში მოხვედრისას სერიოზულ შედეგებს იწვევს.


image


ტოქსიკური შოკის სინდრომის პირველი სიმპტომები გრიპის მსგავსია: კუნთების ტკივილი, სისუსტე, სიცხე, დიარეა. შემდეგ, როგორც წესი, ჩნდება თავის ტკივილი, გულისრევა, გამონაყარი ხელისგულებზე ან ტერფებზე, ზოგიერთი ორგანოს უკმარისობა. ტოქსიკური შოკის სინდრომის სიმპტომები ძალიან სწრაფად ვითარდება, ხოლო დაავადების დიაგნოსტირება საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები გირჩევენ, ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის აღმოჩენისთანავე ექიმს მიმართოთ.


თავის დასაცავად აუცილებლად დაიცავით მწარმოებლის მიერ ტამპონის შეფუთვაზე მითითებული რეკომენდაციები, კერძოდ, ტამპონი გამოცვალეთ ყოველ 4–8 საათში და არავითარ შემთხვევაში არ დაიტოვოთ უცხო მასალა ღამით. ტოქსიკური შოკის სინდრომი შეიძლება გამოწვეული იყოს მენსტრუაციული ჭიქის, ღრუბლის და ჩასახვის საწინააღმდეგო ხუფი გამოყენებით. ქალის ჰიგიენის ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა საფენები.


image



რა თქმა უნდა, რეგულარულად უნდა გაიაროთ პროფილაქტიკური გამოკვლევები, აკონტროლოთ თქვენი ჯანმრთელობა და დროულად მიმართოთ ექიმს. მარტივი წესების დაცვა ამ და სხვა იშვიათი დაავადების (1 შემთხვევა 100 ათას ადამიანზე)განვითარების რისკის შემცირებაში დაგეხმარებათ.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. 22 წლის ქალი ამბობს, რომ ალერგია აქვს შეყვარებულზე, სიახლოვის შემდეგ მისი სხეული წითელი ლაქებით იფარება

2. სახიფათო ახალი ტრენდი TikTok–დან: ქალები საკუთარ ვაგინალურ გამონადენს სუნამოდ იყენებენ

3. ინტიმური ჰიგიენა: 7 რამ რისი გაკეთებაც არ შეიძლება

4. რა უფრო სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის: შაქარი თუ თამბაქო?

5. ხილი და ბოსტნეული, რომელიც დაორსულების შანსებს ამცირებს - ეს უნდა იცოდეთ!

6. 10 პროდუქტი, რომლის შენახვის ვადა შეფუთვაზე მითითებულ თარიღს მნიშვნელოვნად აღემატება

7. მუსიკოსი ვიოლინოზე უკრავდა მაშინ, როცა თავის ტვინზე ოპერაციას უკეთებდნენ (ვიდეო)

8. იცით თუ არა, რომ ჭამის შემდეგ ძილიანობა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის ნიშანია?

9. რძის პროდუქტები და ანტიბიოტიკები: საჭმლის და წამლის სახიფათო კომბინაციები

10. გაფრთხილებული, ანუ შეიარაღებული – სიმსივნის 10 ნიშანი, რომელთა უგულებელყოფა არ შეიძლება

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
0
235
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
235