ორსულობა და ბავშვი ხილი და ბოსტნეული, რომელიც დაორსულების შანსებს ამცირებს - ეს უნდა იცოდეთ! 2020, 1 თებერვალი, 11:25 შეიძლება იფიქროთ, რომ ბევრი ხილის და ბოსტნეულის მიღება დაორსულების შანსებს ზრდის, მაგრამ არასწორი პროდუქტის ჭამამ შეიძლება დაგაზიანოთ.
ორგანიზაცია EARTH-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც დიდი რაოდენობით პესტიციდების შემცველ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევდნენ, დიდი ალბათობით დაორსულება უჭირთ ან უნაყოფობის მკურნალობის შემდეგ ბავშვის გაჩენის დაბალი შანსი აქვთ. კვლევაში 300-ზე მეტმა ქალმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაც დიეტური საკითხების შევსება სთხოვეს, შემდეგ კი დამხმარე რეპროდუქტიული ტექნოლოგიების ციკლი გაიარეს. მკვლევარებმა კვლევის მონაწილეების მიერ მიღებული მაღალი და დაბალი პესტიციდების შემცველი ხილი და ბოსტნეული განსაზღვრეს. ამისთვის პესტიციდების შესახებ აშშ-ს სოფლის მეურნეობის მონაცემები გამოიყენეს. რა აჩვენა კვლევამ? ქალები, რომლებიც ყოველდღე 2-დან 6 პორციამდე ხილს პესტიციდების მაღალი შემცველობით ჭამდნენ, კლინიკური ორსულობის ალბათობა 18%-მდე, ხოლო ბავშვის გაჩენის 26% შემცირებული ჰქონდათ. ქალები, რომლებიც დღეში 1 პორციაზე ნაკლებ მაღალი პესტიციდების მქონე ხილსა და ბოსტნეულს ჭამდნენ, უფრო უკეთესი შანსები ჰქონდათ. მაღალი პესტიციდების მქონე ხილისა და ბოსტნეულის მიღებით დაორსულების ალბათობის შანსი ყოველ კვარტალში მცირდებოდა. Medpagetoday.com-ის მიხედვით, რისკი პირველ კვარტალში 7%, მეორეში 23 %, მესამეში 24% და მეოთხე კვარტალში 34% იყო. ქალები, რომლებიც დღეში დაბალი პესტიციდების მქონე ხილისა და ბოსტნეულის ერთ პორციას ჭამდნენ ერთი პორცია მაღალი პესტიციდების შემცველი პროდუქტის ნაცვლად, კლინიკური ორსულობის 79% მაღალი შანსი და კარგი მშობიარობის 88% შანსი ჰქონდათ. პესტიციდების გავლენა კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, რომ პესტიციდების დასაშვები ნორმა შეიძლება ძალიან მაღალი იყოს. ეს პრობლემა განსაკუთრებით დაუცველ ჯგუფს ეხება, როგორიცაა ორსული ქალები ან ბავშვები. ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ხილი და ბოსტნეული ჯანსაღი კვების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ისინი პესტიციდების ნარჩენების ზემოქმედების ცენტრი არიან. მკვლევარების აზრით, პესტიციდები, რომლებიც სოფლის მეურნეობაში გამოიყენება, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შედეგებზე საზიანო გავლენას ახდენს, მათ შორისაა ნაყოფიერების შემცირება, სპონტანური აბორტი, განვითარების დარღვევა და ნაყოფის კვდომა. ხილი და ბოსტნეული, რომლებიც დიდი რაოდენობით პესტიციდებს შეიცავენ და რომლებიც კვლევის ფარგლებში შესწავლილი იყო, მოიცავდნენ: მარწყვი, ისპანახი, მწვანე წიწაკა, ატამი, ქლიავი, კარტოფილი, ყურძენი, ლობიო, ვაშლი და მსხალი. პროდუქტები დაბალი პესტიციდებით მოიცავს ბარდა, პარკოსანი პროდუქტები, ოსპი, ავოკადო, სიმინდი და კომბოსტო. რა შეიძლება გააკეთოთ თავდასაცავად? მხოლოდ თქვენს ბოსტანში წარმოებული პროდუქტები მიირთვით. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება რთულია, მით უმეტეს თუ საკუთარი ნაკვეთი არ გაქვთ. შეგიძლიათ იპოვოთ ადამიანები, რომლებიც სწორედ ასეთ ხილსა და ბოსტნეულს ყიდის. სუპერმარკეტებში ასეთი სამწუხაროდ არაა. ასევე ეტიკეტები წაიკითხეთ და დარწმუნდით, რომ საკვები პესტიციდებს არ შეიცავს. ასევე დაგაინტერესებთ: ინტიმური ჰიგიენა: 7 რამ რისი გაკეთებაც არ შეიძლება 20 საიდუმლო, რომლის შესახებ არც ერთი გინეკოლოგი არ გიამბობთ 14 ყველაზე სულელური შეკითხვა, რომელსაც პაციენტები ექიმებს უსვამენ ინფარქტის 5 ნიშანი ქალებში: რომელი სიგნალის უგულებელყოფა არ შეიძლება?! რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე - 9 მნიშვნელოვანი მიზეზი 55 შეფასება არ არის |