x
image
Yoona
Mediator image
დროის ლედის ისტორია ან როგორ ვაჭრობდა ბრიტანელი ოჯახი დროით თითქმის 100 წლის განმავლობაში
თანამედროვე საათები საკმაოდ ზუსტი ინსტრუმენტებია. აი, მე-19 საუკუნეში ყველაფერი სხვაგვარად იყო. მექანიკური საათები დღის განმავლობაში ოდნავ ჩამორჩებოდა და რამდენიმე დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცდომილება გროვდებოდა. სწორედ ამიტომ, პერიოდულად საჭირო იყო ზუსტი დროის დადგენა სანდო წყაროების გამოყენებით. დღეს ამის გაკეთებას ინტერნეტის საშუალებით მარტივად შეძლებთ, მაგრამ ოდესღაც ზუსტი დროის დადგენა შეეძლოთ მხოლოდ ასტრონომებს, რომლებიც აკვირდებოდნენ ციური სხეულების მოძრაობას. სწორედ ისინი გადასცემდნენ სხვებს ამ ღირებულ ინფორმაციას. ყველა მსურველისთვის ინფორმაციის მიწოდება მარტივი არ იყო და ამას „დროის მოვაჭრეები“ აკეთებდნენ.



image


გრინვიჩის დროით



ბრიტანეთში ზუსტი დროის მთავარი და ყველაზე ოფიციალური წყარო იყო სამეფო ობსერვატორია გრინვიჩში. სოლიდური ორგანიზაცია მონაცემების გადასაცემად სხვადასხვა მეთოდს იყენებდა. ნაპირთან ახლოს მდგომი გემები ზუსტ დროს იგებდნენ ქვემეხებიდან გასროლით ან დროშების გამოყენებით. ადამიანებს, რომლებიც ობსერვატორიას ხედავდნენ, დროს აჩვენებდნენ სპეციალური ბურთის გამოყენებით შენობის წვერზე.




მოგვიანებით, ობსერვატორიამ კარიბჭესთან დაამონტაჟა დიდი საათი 24 დანაყოფიანი ციფერბლატით. ახლა ყველას, ვისაც არ ეზარებოდა, შეეძლო შენობისკენ გაესეირნა და თავისი ქრონომეტრი ეტალონთან შეედარებინა. ეს ყველასთვის მოსახერხებელი არ იყო. ყველას არ შეეძლო მთელი ლონდონის ფეხით ან ეტლით მოვლა მხოლოდ საათის შესამოწმებლად.



imageსაათი გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიის კარიბჭესთან



ერთ დღეს გრინვიჩის ობსერვატორიის თანაშემწეს, ჯონ ბელვილს, ბრწყინვალე იდეა გაუჩნდა. მოიფიქრა მიეწოდებინა ზუსტი დრო ლონდონელებისთვის პირდაპირ სახლში. რა თქმა უნდა, ამისთვის უნდა გადაგეხადა. ყოველ დილით ბელვილი თავის ჯიბის საათს ობსერვატორიის დროით ასწორებდა და ლონდონში მიემგზავრებოდა. მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ ზუსტ დროს გადასცემდა მათ, ვისაც სჭირდებოდა.



„დროის გამყიდველები“ ​​ბელვილი



საათების გასწორების მსურველი ბევრი იყო. ჯონის მომსახურებით სარგებლობდა 200–ზე მეტი ქალაქელი. ისინი იყვნენ, ძირითადად, მეზღვაურები, რკინიგზის მუშები, ინჟინრები და ბიზნესმენები, რომლებისთვისაც ზუსტი დრო ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კლიენტების რიცხვში შედიოდნენ პუნქტუალურობისკენ მიდრეკილი რიგითი ლონდონელებიც.



imageსაათების გასწორება მატარებლის სადგურებსა და ოფისებშიც საჭირო იყო.



„დროის გამყიდველი“ თავის ბიზნესს დიდი პასუხისმგებლობით მიუდგა. სამუშაოსთვის იყიდა ჯონ არნოლდის ყველაზე თანამედროვე ჯიბის ქრონომეტრი, რომელიც დროს აჩვენებდა წამის მეათედი სიზუსტით. ეს იყო ძალიან ძვირადღირებული საათი, რომლის შეძენაც მხოლოდ ძალიან მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ. არნოლდის ქრონომეტრის ერთ-ერთი მფლობელი იყო სასექსის ჰერცოგი, სამეფო ოჯახის წევრი.



ქრონომეტრს ოქროს კორპუსი ჰქონდა, მაგრამ ჯონ ბელვილმა ის ვერცხლით შეცვალა. ეშინოდა, რომ ოქროს საათი ზედმეტ ყურადღებას მიიპყრობდა და მოპარავდნენ. ბელვილი ამ საქმიანობას აგრძელებდა სიკვდილამდე, 1856 წლამდე. მისი გარდაცვალების შემდეგ ბიზნესი არ გაჩერებულა. ქმრის საქმეს ხელი მოკიდა ქვრივმა, მარია ბელვილმა. ზუსტი დროის გაყიდვა საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი იყო და ქალი ამით წარმატებით იყო დაკავებული 1892 წლამდე, სანამ 80 წელი შეუსრულდა.



კონკურენცია ზუსტი დროის ბაზარზე



პირველი ვაჭრის ქვრივმა თავისი ბიზნესი ქალიშვილ რუთს გადასცა. ამ დროისთვის ბელვილის ოჯახს უკვე ბევრი კონკურენტი ჰყავდა. მთავარი იყო სატელეგრაფო კომპანიები. მართალია, მეწარმეებს ეხმარებოდათ, რომ ყველას არ ჰქონდა ასეთი სინქრონიზაციის აღჭურვილობა და სერვისზე მოთხოვნა იყო.



imageრუთ ბელვილი



ბევრი აკრიტიკებდა რუთ ბელვილს მისი მუშაობის არქაული წესის გამო. უკვე მე–20 საუკუნე იყო, ხოლო ეს სქემა, ჯერ კიდევ მე–19 საუკუნის პირველი ნახევრიდან გამოიყენებოდა. ქალს არ ასვენებდნენ კონკურენტებიც, მათ შორის იყვნენ მისი კოლეგები, ასევე მთელი სატელეგრაფო კომპანიები. ბრალი დასდეს, რომ იყენებდა ქალურ მიმზიდველობას თავისი სერვისის პოპულარიზაციისთვის.



რუთს აწუხებდნენ ჟურნალისტები, პრესაში პერიოდულად ჩნდებოდა პიკანტური ისტორიები, რა თქმა უნდა, მოგონილი. მისს ბელვილის გარშემო ატეხილი ხმაური მის ბიზნესს ხელს არ უშლიდა, პირიქით, მის მიმართ ინტერესი გააძლიერა. მორიგი სკანდალების შემდეგ ქალის შემოსავალი გაიზარდა, მრავალწლიანი შემცირების შემდეგ.



imageზუსტად ის ლეგენდარული არნოლდის საათი



არაკეთილსინდისიერების მაქინაციების მიუხედავად, ქალი გულმოდგინედ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს 80 წლის ზღვრის გადაკვეთის შემდეგაც. ბელვილის ბიზნესმა არსებობა შეწყვიტა მხოლოდ 1940 წელს. თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში იარსება. რუთ ბელვილს ლონდონში მეტსახელად დროის ლედს ეძახდნენ და ბრიტანეთის დედაქალაქის ცოცხალ ლეგენდად თვლიდნენ. გარდაცვალებამდე ქალმა ცნობილი არნოლდის საათი ლონდონის საათის კომპანიას აჩუქა. ახლა მისი ნახვა შესაძლებელია ლონდონის მესაათის მუზეუმში.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. „რადიტორი“ – მომაკვდინებელი ენერგეტიკული სასმელი, რომელიც ასი წლის წინ „აფრთიანებდა“

2. რეჯი სპირსის უცნაური ამბავი – ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი ამანათით სხვა კონტინენტზე გააგზავნა (ნაწილი მეორე)

3. ერთი ფოტოს ისტორია, რომელიც ყვირის „ვერ შეძლებთ ჩვენს გატეხვას“

4. უკვალოდ გაუჩინარებულები: ძუჰაცუ – რეალური ცხოვრებიდან გაქცევის იაპონური ფენომენი

5. გაიცანით ბოლო ადამიანი, რომელმაც „ტიტანიკი“ დატოვა

6. 20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ნაცისტური გერმანიის შესახებ, რომელიც შერეულ გრძნობებს იწვევს - ნაწილი მეორე

7. უკიდურესი უიღბლობის ამბავი: მამაკაცი 20 წლის წინ ნასროლმა ტყვიამ მოკლა

8. რატომ აკრძალეს სინგაპურში გრძელი თმა?

9. 10 ამაზრზენი ფაქტი ცნობილი ადამიანების შესახებ

10. დედამიწის „მაცივარი“ – წარმოუდგენელი ფაქტები იდუმალი და მკაცრი ანტარქტიდის შესახებ

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
187
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
187