სხვა დედამიწის „მაცივარი“ – წარმოუდგენელი ფაქტები იდუმალი და მკაცრი ანტარქტიდის შესახებ 2023, 3 ნოემბერი, 12:59 ჩვენი პლანეტის ძალიან სამხრეთით არის კონტინენტი, სახელად ანტარქტიდა, რომელიც მოცულია მარადიული სიცივით. მისი ფართობი 13, 975 ათას კმ²-ს შეადგენს.
საინტერესოა, რომ კონტინენტი არცერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნის. აქ, ძირითადად, მოდიან მეცნიერთა ჯგუფები, რომლებიც აწარმოებენ კვლევით მუშაობას, რომელსაც კოორდინაციას უწევს ანტარქტიდის კვლევის სამეცნიერო კომიტეტი. ანტარქტიდა ყველაზე დიდი უდაბნოა მსოფლიოში. ანტარქტიდა ერთადერთი კონტინენტია მსოფლიოში, სადაც ქვეწარმავლები არ გვხვდება. დედამიწაზე არსებული მტკნარი წყლის 90% ანტარქტიდაზეა. ანტარქტიდაში ყინულის დნობამ რეგიონში გრავიტაციის უმნიშვნელო ცვლილება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსაზრება ფანტასტიკურია, დადასტურებულია კვლევებით. ანტარქტიდაში პოლარული დათვები არ არიან - მხოლოდ არქტიკაში გვხვდება. ანტარქტიდა არის ყველაზე ცივი, ქარიანი და მშრალი კონტინენტი დედამიწაზე. თქვენ ვერ შეძლებთ ანტარქტიდაში მუშაობას მანამ, სანამ არ ამოიღებთ ბრმა ნაწლავს და სიბრძნის კბილებს, თუნდაც სრულიად ჯანმრთელი იყოს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ადგილზე დახმარების გაწევა შეუძლებელი იქნება. ანტარქტიდის ყინულის საფარი სულ მცირე 40 მილიონი წელი არსებობს. ანტარქტიდა ერთადერთი კონტინენტია დროის ზონების გარეშე. ანტარქტიდაში 1994 წლიდან აკრძალულია შესაბმელი ძაღლების გამოყენება. ანტარქტიდაში მყოფმა ერთ-ერთმა მეცნიერმა ტინდერის აპლიკაციით გამართა პაემანი გოგონასთან პოლარული სადგურიდან მისი სადგურიდან 45 წუთის სავალზე. მთელ ანტარქტიდაში მხოლოდ ერთი ბანკომატია. დედამიწის ყველაზე სამხრეთ ვულკანი მდებარეობს ანტარქტიდაზე. ანტარქტიდაში არის ქალაქი, რომელიც ჩილეს ეკუთვნის. იქ არის სკოლა, საავადმყოფო, სასტუმრო, ფოსტა, ინტერნეტი, ტელევიზია და მობილური კომუნიკაციები. ეოცენის ეპოქაში, 40 მილიონ წელზე მეტი ხნის წინ, ანტარქტიდა ისეთივე თბილი იყო, როგორც კალიფორნია. ანტარქტიდაში არის სისხლივით წითელი ჩანჩქერი. მიზეზი არის რკინის დაჟანგვა ჰაერთან შეხებისას. ანტარქტიდაში შვიდი ეკლესიაა. ანტარქტიდაზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტემპერატურა იყო 14, 5°C. ასევე დაგაინტერესებთ: 1. 17 ფაქტი ბუტანის შესახებ - ქვეყანა, სადაც უსახლკარო არ არსებობს, ხოლო მედიცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია 2. აქ ცხოვრება გამბედაობის ნამდვილი გამოწვევაა – 14 ექსტრემალური სახლი მთელი მსოფლიოდან 3. აქ ცხოვრება გამბედაობის ნამდვილი გამოწვევაა – 14 ექსტრემალური სახლი მთელი მსოფლიოდან 4. საგრაფო დევონშირი - ყველაზე ზღაპრული, მაგრამ რეალური ადგილი დედამიწაზე 5. აი, როგორ გამოიყურებოდა მივიწყებული მსოფლიოს 7 საოცრება 6. ამ შესანიშნავ იტალიურ ქალაქში მხოლოდ 12 ადამიანი ცხოვრობს...უბრალოდ მშვენიერია 7. 20 ულამაზესი ხიდი, რომლებიც თითქოს ზღაპრების წიგნში იპოვეს 8. 15 ექსტრავაგანტული სახლი, რომელიც საცხოვრებელზე წარმოდგენას შეგიცვლით 9. ეს სახლი 500 წლისაა. შიგნიდან ნახვისას მეტყველების უნარს დაკარგავთ 10. 24 წარმოუდგენელი სასტუმრო, სადაც მოხვედრას ახლავე ისურვებდით უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 623 1-ს მოსწონს |