სიახლეები "კალაძე ამ ტბას აქამდეც მიხედავდა, რომ არა ერთი გარემოება - ტბა მისმა წინამორბედმა, ბიუჯეტის ვირთხამ, გიგილო უგულავამ გაყიდა"-გელა ზედელაშვილი 2023, 2 ნოემბერი, 16:03 "კახა, ძმაო, ერთი კარგად ნახე, ჩა**ახ უგულავას თბილისის ზღვის ფსკერიც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად ხომ არ აქვს გაყიდული?
კახა კალაძემ გამოაცხადა, გლდანის თეთრი ტბა შრება, უკვე წყალმცენარეებით არის დაფარული და ეკოლოგიურადაც საშიშიაო.
მართლაც ასეა!
კალაძე ამ ტბას აქამდეც მიხედავდა, რომ არა ერთი უბინძურესი გარემოება - ტბა მისმა წინამორბედმა, ბიუჯეტის ვირთხამ, გიგილო უგულავამ გაყიდა, ვინმე გია აბუაშვილს მიჰყიდა, შემდეგ კი ამ ვინმე გია აბუაშვილმა 2008-ში ვინმე ნატალია კვანტალიანს 3 ათას დოლარად გადაულოცა.
თქვენ დაიჯერებთ, რომ ტბა 3 ათასი დოლარი ღირს, ან მაშინ ღირდა?
კაი, დავუშვათ, ღირდა... შეიძლებოდა, ტბა სასოფლო-სამეურნეო მიწად გაყიდულიყო?!
არადა, ფაქტია, ბიუჯეტის ვირთხამ სწორედ ასე გაყიდა!
ვინმე ნატალია კვანტალიანი (რომელსაც მესამე ფოტოზე ხედავთ) ერთ-ერთ გამოცემასთან იძახის:
„ეს მიწა ჩვენი ოჯახისაა. წყალი და ბუნებრივი რესურსები არ იყიდებოდა და არც მიყიდია, მხოლოდ ტერიტორია შევიძინე. ეს შესყიდვა არაფერს მავალდებულებდა, რადგან წყალი ჩემი არ არის. მიწა, რომელზეც წყალია, ანუ ფსკერი ჩემია, თავად წყალი - სახელმწიფოსი“.
გაიგონეთ?
არა, ხომ კარგად გაიგონეთ?!
ცოლთაგან ყოვლად უარყოფილმა გიგილო უგულავამ ფსკერი გაყიდა, წყალი სახელმწიფოს დაუტოვა, სახელმწიფო მაინც ხრამია, რა იცი, რა ხდებაო? თან ისე გაყიდა, ე.წ. ინვესტორს არავითარი ვალდებულება არ დააკისრა. იმათ კიდე... ჯერ ერთმა, მერე მეორემ - არაფერი გააკეთეს, ახლა ვინმე ნატალია ილიჩოვა კი არა და... ნატალია კვანტალიანი ელოდება, ტბა როდის დაშრება, რომ ფსკერი მოხნას და შემდეგ ფეტვი დათესოს.
აი, სწორედ ამაზეა ნათქვამი, ფსკერზე ფეტვი უთესია, ცაში კიდე სიმინდიო.
ჩვენში დარჩეს და... მარტო ამაზე ეკუთვნის მრავალ ცოლთაგან უარყოფილ გიგილოს გაციმბირება. არ უნდა გამოეშვა ციხიდან მადამ პღეზიდანას, არა!
კახა კალაძის თქმით, უახლოეს ხანში დაიწყება კვლევა-ძიება, რატომ შრება ტბა, რა ხდება, რა მდგომარეობაა, რის გაკეთება შეიძლება და არ არის გამორიცხული, დადგეს ტბის ჩამორთმევის საკითხიც.
მომწონს!
თუ აქამდე ე.წ. პატრონს არაფერი გაუკეთებია, აწი რა უნდა გააკეთოს?
ესეც რომ არა, ჩაჭაობებული ტბა თბილისისთვის ძალზედ საშიშია, ბოლოს და ბოლოს, დედაქალაქში მალარია ხომ არ უნდა გაჩნდეს?
ამას კვლევა-ძიებაც არ სჭირდება, სასწრაფო წესით არის ჩამოსართმევი, ან გასაახლებელი, ან დასაშრობი!
არა, რააააა, წარმოგიდგენიათ?!
საჯარო რეესტრში გასხვისებული ტერიტორია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად არის მითითებული.
კახა, ძმაო, ერთი კარგად ნახე, ჩა**ახ უგულავას თბილისის ზღვის ფსკერიც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად ხომ არ აქვს გაყიდული?
რავი, ეგრეც რომ იყოს, მე პირადად არ გამიკვირდება!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.
გლდანის მოსახლეობა (177 000 მაცხოვრებელი) წლებია გლდანის "თეთრი ტბის" გადარჩენას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.გლდანელებისთვის ეს ტბა დასვენების ყველაზე მოსახერხებელი ადგილი იყო, ახლა პეტიციით ითხოვენ შეიქმნას სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც ტბას გამოიკვლევს.
ტბა ამ ტერიტორიაზე სულ მცირე 70 წელია არსებობს. 50-60-იან წლებში მისი ფართობი დაახლოებით 3 ჰექტარს შეადგენდა.
უკვე მერვე წელია, რაც ტბაში წყალი კლებულობს. 2015 წელს ტბის ზედაპირი ზღვის დონიდან 550 მეტრზე იყო, 2023 წელს კი 549 მეტრზე ჩამოვიდა, ანუ 1 მეტრით დაიწია. 2015 წელს წყლის სარკის ზედაპირის ფართობი თითქმის 37 ჰექტარს შეადგენდა, 2022 წელს - 28.2 ჰექტარს. დღეს ტბა წვიმით, თოვლით და მიწისქვეშა წყლით საზრდოობს.
გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნით ტბის დაშრობას კლიმატურ ცვლილებებთან ერთად ისიც იწვევს, რომ ტბის მკვებავი არხები მოშლილია.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ტბას ხელოვნურად კვებავდნენ, მასში წყალი რამდენიმე მილიდან ჩადიოდა, მათ შორის ჟინვალის წყალსაცავიდან გამოყვანილით. ახლა ეს მილები ან სრულიად არის გადაკეტილი და მოშლილია, ან - ნაწილობრივ. ვის ეკუთვნოდა მილები, ან ვის ეკუთვნის ისინი ახლა, ამის დადგენა ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, ტბის სიახლოვეს გზის მშენებლობისას გაიყვანეს გვირაბი. იგი ტბის ზედაპირზე რამდენიმე მეტრით დაბლაა. ერთი-ერთი ვერსიით, წყალი გვირაბშიც მიჟონავს და იკარგება. 2004-2006 წლებში ტბის ტერიტორია გია აბუაშვილმა სახელმწიფოსგან იჯარით აიღო, შემდეგ გამოისყიდა და ბოლოს ნატალია კვანტალიანს მიჰყიდა. საინიციატივო ჯგუფის მიერ მოძიებული დოკუმენტებით, კვანტალიანს ამ ტბაში 2008 წელს, 3 ათასი დოლარი აქვს გადახდილი. რეესტრის მონაცემებით, თეთრი ტბა ოთხ ნაწილად არის გაყოფილი. მისი ერთი ნაწილი (45 759 კვ.მ) და ამ ნაკვეთში ტბის მიმდებარე ტერიტორია, ნათია ჩიჩუას ეკუთვნის (ნატალია კვანტალიანის შვილი), მეორე ნაწილი 142 800 კვ.მ - ასევე ნათია ჩიჩუასია, მესამე ნაწილი - 137 200 კვ.მ - შპს „ჯინოს“ ეკუთვნის, რომლის ხელმძღვანელად და 100-პროცენტიან მესაკუთრედ, 2022 წლის მონაცემებით, ირაკლი ჯანიაშვილი ირიცხება. ტბის ნაპირის მეოთხე, მცირე ნაწილი ჯერაც სახელმწიფო საკუთრებაშია. რეესტრში სამივე გასხვისებული ტერიტორიის სტატუსად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთია მითითებული. „ეს მიწა ჩვენი ოჯახისაა. ის კომპანიაც [შპს „ჯინო ] ჩვენია. წყალი და ბუნებრივი რესურსები არ იყიდებოდა და არც მიყიდია, მხოლოდ ტერიტორია შევიძინე. ეს შესყიდვა არაფერს მავალდებულებდა, რადგან წყალი ჩემი არ არის. მიწა, რომელზედაც წყალია, ანუ ფსკერი ჩემია, თავად წყალი - სახელმწიფოსი“, - ამბობს ნატალია კვანტალიანი. რამდენად კანონიერია ფორმულა „ფსკერი ჩემი - წყალი სახელმწიფოსი“? იურისტი მაკა ნუცუბიძე ამბობს, რომ მსგავსი რამ უბრალოდ შეუძლებელია. თუ მიწას ყიდულობ, ამ მიწაზე არსებული წყალიც შენია. არც ის არის სიმართლე, რომ სახელმწიფოს ტბის გაყიდვა არ შეეძლო, შეეძლო, თუმცა, გარკვეული დათქმებით.
113 3-ს მოსწონს
|