სიახლეები არის ერთი ევროპული ქვეყანა, რომელსაც რუსეთი ზამთრის პერიოდში დამატებით გაზს მიაწვდის 2023, 22 ოქტომბერი, 18:03 რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომი“ დათანხმდა უნგრეთს გაზის დამატებითი მოცულობა მიაწოდოს მომავალი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა ტელეკომპანია Россия 1-ზე ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში ისაუბრა. მილერის თქმით, მიწოდება განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში. მიმდინარე წელს, გარდა რეგულარული მოცულობებისა, გაზპრომმა უკვე განახორციელა 1, 3 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი ამ ევროპულ ქვეყანაში. კომპანიის ხელმძღვანელმა ასევე დააანონსა მიმდინარე წლის ბოლოს ჩინეთისთვის დამატებით 600 მილიონი კუბური მეტრის ოდენობით გაზის მიწოდება. ამჟამად რუსეთი ცდილობს ჩაანაცვლოს დასავლეთ ევროპისთვის გათვალისწინებული გაზის ბაზარი, რომელიც უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ შეიცვალა. მანამდე უნგრეთი შეშფოთებული იყო იმით, რომ ბულგარეთმა რუსული გაზის ტრანზიტის ყოველ მეგავატ საათზე დააწესა აქციზის გადასახადი. უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა პიტერ სიიარტომ და სერბეთის ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა სინისა მალიმ განაცხადეს, რომ ბულგარეთის ხელისუფლების სურვილი, რუსული გაზის ტრანზიტზე ფული გამოიმუშავოს „ეწინააღმდეგება ევროპულ სოლიდარობას“და საფრთხე უქმნის ორ ქვეყანის ენერგომომარაგებას. 182 2-ს მოსწონს
|