სიახლეები ამერიკაში ქართულ ღვინოს ეტიკეტს შიშველი ქალი ახატია-რა ფოტოს ავრცელებს იუნა შაფათავა? 2023, 11 აგვისტო, 12:33
"კარდენახი ისთეით"
ასე წარადგენენ ქართულ
ღვინოს ნიუ-იორკის დახლებზე.
ვინ გყავთ ან დიზაინერი, ან მარკეტინგი, ან პატრონი… რას დასცინით- ქართულ ღვინოს თუ ქართველი ქალის სახეს ეს? ჯერ, რომ მახინჯი ნაჯღაბნია, მეორე- საქართველო ამერიკაში ღვინის აკვნად ითვლება. რატომ აბანძებთ ასე ყველაფერს და აფუჭებთ? საშინელი უცოდინრობა და უპატივცემულობაა, საკუთარ პროდუქტთან და წარმოებასთან. რა ეს ეტიკეტი და რა ის უზრდელი უნამუსო გოგო, თამარ მეფეს რომ პრეზერვატივზე ატკიპავს- ერთი ის დაგრჩენიათ, ის პრეზერვატივი ჩამოაცვათ ღვინის ბოთლზე და ეგაა. გრცხვენოდეთ!! ესაა ქართველი ქალის სიმბოლო? ან გუდიაშვილი დაგედოთ, ან ფიროსმანი… არაფრის აზრზე არ ხართ და ეროვნულ პროდუქტს რას უშვრებით? ფოტო custody: Marine Dzagnidze "-წერს სოციალურ ქსელში აშშ -ში მცხოვრები იუნა შაფათავა. შაფათავას ამ პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ ზოგიერთ კომენტარს. "ეს რა არის??? სირცხვილი და თავის მოჭრა…." "ეს რა დამამცირებელია“ვინ არის პატრონი?" "კომენტარი არ მაქვს, ძალიან დიდი ბოდიში ამ კითხვისთვის, მაგრამ იმდენად დაუჯერებელი კრეტინიზმია, ვერ ვიჯერებ, მართლა ეს ეტიკეტი აქვს?" "ქართული ღვინო საქართველოს სახეს წარმოადგენს და ჩემ აზრით ეს დამამცირებელი ეტკეტი უნდა მოაშორონ, საფერავს ამაზე უკეთესი არ ეკუთვნის? ეს სიმახინჯე ვინ მოიფიქრა ვის მოეწონა, ვინ მისცა დასტური ამის გასაკეთებლად? საკუთარ თავს და ქვეყანას პატივი არ უნდა სცენ?" "ლიბერალებმა ჩააფსან გვარამიას თამადობით და დაალევინონ სპონსორებს!!აქ უბრალოდ (ალბად) ვიღაც მდიდარი ბიძის პატარა შვილმა რაღაც დაჯღაპნა სახატავ რვეულში და მამიკომ გადაწყვიტა ამის გაკეთება. გაერტო რა. აბა სხვაგვარად როგორ შეიძლებ ეს სერიოზულად მიიღო??? ან რატომ ველოდებით ვინმესგან მარკეტინგის ან ეტიკეტირების პრინციპების ცოდნას? კიდევ კარგი უბრალო რვეულის ქაღალდზე დაწერილი წარწერა სკოჩით არ მიაკრეს ბოთლს. თუმცა...ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ალბად ეგ სკოჩის თემა აჯობებდა იმას რაც დაარეხვეს ბოთლზე. ვაი ჩვენს პატრონს!" 437 3-ს მოსწონს
|