x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
საქართველოს მთავრობა სულ უფრო ცოტას საუბრობს აგვისტოს ომზე

image



რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. საქართველოს მთავრობას თავის ოფიციალურ საიტზე, ასევე ოფიციალურ სოციალურ გვერდებზე: ფეისბუქზე, ტვიტერზე, იუთუბზე ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.




მხოლოდ ფეისბუქ-გვერზე ატვირთა და შეცვალა პროფილის ფოტო წარწერით - "8 აგვისტო 2008".




image


საქართველოს მთავრობის ფეისბუქ-გვერდის სქრინი / 08.08.2023 სთ.: 04:30





image


საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდის სქრინი / 08.08.2023 სთ.: 4:30





image

საქართველოს მთავრობის ტვიტერის გვერდის სქრინი / 08.08.2023 სთ.: 04:30




image

საქართველოს მთავრობის იუთუბ-არხის სქრინი / 08.08.2023 სთ.: 04:30




გარდა იმისა, რომ საქართველოს მთავრობა სულ უფრო ცოტას საუბრობს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე, საზოგადოების უკმაყოფილება და სიბრაზე მთავრობის მიერ აღნიშნულმა თარიღმა გამოიწვია.


ფეისბუქის მომხმარებლები მთავრობას თარიღს უსწორებენ და კომენტარებში უწერენ, რომ ომი 8 აგვისტოს კი არა, 7 აგვისტოს დაიწყო.



"მეორედ ვწერ და იმედია არ წამიშლით. ომი რუსეთმა 7 აგვისტოს დაიწყო, როდესაც როკის გვირაბის გავლით სამაჩაბლოში შემოიჭრა! გვახსოვდეს საქართველოს ისტორია!" - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.







7
34
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
34
  
2023, 8 აგვისტო, 9:26
დილის 9 საათიდან დაიდო ყველაფერი და ახლა რა ვქნათ???...
2023, 8 აგვისტო, 9:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 8 აგვისტო, 7:32
სინამდვილეში,სწორი შენიშვნა და აქცენტია დასმული,თუ ვინმეს ამის დანახვა უნდა. უბრალოდ,აზრი არ აქვს და ამას ვერ ხვდება ავტორი,თავის სამყაროში ცხოვრობს. ის რო არაფრის მაქნისები არიან ქოცებიც და ნაცებიც,დადასტურებული ფაქტია და ისინი მოღალატეები არიან. თან ომის დაწყების დროზეც ვერ შეთანხმდა ერი,ზოგი 7 ამბობს და ზოგიც 8,რამე მნიშვნელი მაინც ქონდეს. გეტყვიან,საერთაშორისო სამართლის ნორმებისთვის და რუსების დასასჯელად საჭიროაო,თუმცა რამდენი გადაწყვეტილება არის და რამდენი არ აქვს შესრულებული რუსებს. რუსები თუ დამარცხებიან,განაწილების დროს არავის გაახსენდება არც ეს დოკუმენტები და არც საქართველო. როგორც პოლონეთი დაიკიდეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,ვინმემ დაუბრუნა აღმოსავლეთის მიწები,რომელიც სსრკ მიიერთა და ეხლა უკრაინის ტერიტორიაზეა? არადა გერმანიამ და სსრკ პირველი პოლონეთი გაიყვეს.თუ დასავლეთს დაჭირდება,აფხაზებს დამოუკიდებლობას დაუტოვებს და ტყუილი იმედები აქვთ მათი. გამოსავალია,საკუთარი იმედის ქონა და მთელი სახსრების აქეთ მიმართვა,თუმცა არავინ არაფერს აკეთებს. საქმეს ეშველება,როცა ერი გაითავისებს რო ყველას ფეხებზე კიდია და თავის თავს თვითონ უნდა მიხედოს.
2023, 8 აგვისტო, 7:17
თუ ეს ხსენებული ორგანიზაცია ან ადამიანთა ჯგუფი გადაწყვეტს,აფხაზეთის და სამაჩაბლოს სეპარატიზმით ნაკლები ფული იჭრება,მერე გაერთიანდება საქართველო,თუმცა ჯერ ეგრე არ არის და არც იქნება კარგა ხანს. იარაღის გასაღება დიდი ფულის მომტანია და ასეც დარჩება. არის ნარკოტიკების თემა და ათასი ტვირთი კიდევ. აგერ უკრაინაში,დიდი ფული იშოვება,როგორც ჩემს მიერ ხსენებული ხალხის,ასევე დასავლეთის მსგავს ტიპის წარმონაქმენების მხრიდან. აგვისტოს ომმა წარმოშვა ახალი მილიონერი კეზერას სახით,5 დღეში ერთი მილიონერი დაიბადა,ხოდა წელიწადნახევარში რამდენი დაიბადება უკრაინაში? ხო ეს კეზერა,ბრალდებულია და ეძებენ,თუმცა რას ეძებენ,დაგულაობდა ლონდონში და უბატონოდ ხმას ვერ ცემდნენ. ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა,როგორ მიიღო ეს მოქალაქეობა? რამდენი ხანი უნდა იცხოვრო საფრანგეთიში რო მოქალაქეობა მოგცენ? თან რანაირად მოასწრო,რუსეთშიც ყოფნა და საფრანგეთშიც ერთდროულად? გამოდის რო ვიღაცამ მიყიდა მოქალაქეობა. თქვენი მოთხოვნა,დაასანქცირონ ივანიშვილი არის არაფრის ცოდნა ან შეგნებული ქმედება არაფრისთვის.რამდენად არის შესაძლებელი,საფრანგეთის მოქალაქე დაასანქცირონ? მერედა,ვინ გასცემს პასუხს კითხვას,პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმის კაცი როგორ გახდა საფრანგეთის მოქალაქე. როგორც აბრამოვიჩი,პუტინის ძმაკაცია და დაგულაობდა ბრიტანეთში,მგონი მოქალაქეც იყო. უკრაინის ომის დაწყების მერე გააძევეს,თუმცა არც მანამდე იყო კარგი კაცი. პუტინის რეჟიმი რაც იყო ყველამ იცოდა,თუმცა აბრამოვიჩი დაგულაობდა მაინც. ეს რაც ვიცით,თორე უამრავი ვიღაც იქნება,ვინც გულაობს ევროპაში. როგორც მეორე მსოფლიო ომის მერე ფაშიტები გაიყვანეს,ზოგი სამხრეთ ამერიკაში აგულავეს და ზოგის მთლად აშშ თავის მოქალაქეობა მისცა.
2023, 8 აგვისტო, 7:02
ხო,ერთი უფასო რჩევა,როცა მოწინააღმდეგის დამარცხება გინდა,უნდა შეისწავლო და გაიგო ვინ არის.აქ შეცდომას უშვებთ და ებრძვით იმას,რასაც არ იცნობთ. როცა ადამიანი ექიმთან მიდის,სწორი დიაგნოზის დასმა განკურნების ალბათობას ზრდის. ხოდა,თქვენაირები ანუ ნეოლიბერალფემინისტფაშისტები ცდებით ქოცეთის შეფასებაში და ისინი არ არიან პრორუსები,არც პროჩინელები ან პროდასვლელები,საკუთარი ტყავის გადამრჩენელი ხალხია,მხოლოდ პირადი ინტერესებით მოქმედებენ. ასეთი ადამიანების მოშორება ყველაზე ძნელია,რადგან იდეა არ აქვთ,ერთი სისტემით არ მოქმედებენ და ოლიგოპოლია აქვთ შექმნილი. ღარიბაშვილი და ძმანი მისნი უბრალოდ ისტრუმენტები არიან,დირიჟორი სხვა არის და მარტო ივანიშვილი არა. თქვენ ფიქრობთ რო ბიძინი არის მთავარი,როცა ბევრი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფია და ეს არ არის არც პუტინი,არც რომელიმე ჩინოვნიკი რუსეთიდან. ეს ხალხი არ ჩანს და პროცესებს მართავს,მათთვის მთავარია ფული და პირადი ინტერესი. ჯერ პატარკაციშვილი გამოუშვეს და ვერ გაქაჩა,მერე ბიძინი მოვიდა და გაქაჩა. მე ვფიქრობ,ჩემი აზრით,ეს ორგანიზაცია არ არის მხოლოდ რუსული ან ქართული,უფრო საერთაშორისო მაშტაბის წარმონაქმნია,რომელიც თავის ინტერესებს ატარებს აღმოსავლეთ ევროპაში,შეიძლება დასავლეთშიც. შეიძლება მაფიაც ვუწოდოთ ამ ორგანიზაციას და ვინც ჩანს ის არასდროს არ არის მთავარი,ვინც არ ჩანს ყოველთვის ის არის მთავარი. არსებობს ასეთი ნაშრომი "რაც ჩანს და რაც არ ჩანს" და ამ ნაშრომში ავტორი აქცენტს და მნიშვნელობას ანიჭებს "რაც არ ჩანს",ვიდრე ჩანს. მაფიაზე დაწერილი ნაშრომი არ არის,თუმცა პრინციპი იგივეა. როგორც მთავრობის გაცხადებული ინიციატივის უკან ყოველთვის იმალება ქვედინება და ასევეა,როცა ადამიანი ვინც ჩანს,ყოველთვის ყავს ვიღაც უკან.
2023, 8 აგვისტო, 6:54
ქარიშხალი ჭიქაში!!!! .... რა უაზრო სტატიაა.... წინა დღეს დაწერო არაფერი დევსო, ეს ძალიან არასწორია.....
2023, 8 აგვისტო, 6:47
ალბათ,ფიქრობენ,თქვენაირები იმდენს საუბრობენ,საკმარისია და ჩინეთში მიფრინავენ. არც ესენი არაფერს აკეთებენ,თუმცა ლაპარაკს რა აზრი აქვს,როცა მოქმედებით საპირისპიროს აკეთებდნენ და აკეთებენ?მაგალითისთვის,მიშა და მისი მთავრობა,ოფიციალურად და არაოფიციალურად,მუდმივად აგინებდნენ რუსებს და რა მივიღეთ,გავაერთიანეთ ქვეყანა? სამაგიეროდ,რუს ტურისტებს ღვინით ხვდებოდა და სტრატეგიული ობიექტები გაასხვისა რუსებზე. ეს ჩემის ქოცები,არც არაფეს აკეთებენ და არც ტრაბახობენ,ბიუჯეტს ძოვენ და სულ ცალ ფეხზე კიდიათ ეგ თქვენი სამაჩაბლოც და აფხაზეთიც. ორი უკიდურესობა,ერთი მყვირალა და მოღალატე,მეორე ჩუმი და მოღალატე,ხოდა რას ან ვის თხოვთ რამეს? თუ ასეთი გულანთებული ხალხი ხართ,წაბრძანდით პოლიტიკაში და იმოქმედეთ,მე ხმას მოგცემთ.მიუხედავად იმისა რო არ და ვერ უგებ ქართველ ფემინისტებს,თუ ამ საკითხში წინსვლა გექნებათ ან ნორმალური გეგმა,გვერდზე დაგიდგებით და გამოგყვებით ბოლომდე. თუმცა თქვენც,როგორც დანარჩენებს ფულის ინტერესი გაქვთ და ასე ხურდავდება ყველაფერი,ხოდა იშოვეთ ეგ ფული,რაღას იმოძღვრებით.მთავარია,ადგილი გქონდეთ და დრო მაგ ფულის დასახარჯად,გზაში არაფერი წამოგეწიოთ
0 1 7