სხვა როგორ უმკლავდებიან სიცხეს ქვეყნებში, სადაც ზაფხულში ყველაზე მაღალი ტემპერატურაა 2023, 4 აგვისტო, 14:25 ზაფხულში როგორც იქნა შეგიძლიათ მოიშოროთ თბილი საგარეო ტანსაცმელი, გაძღეთ ხილით, გული იჯეროთ ბანაობით და სადმე ქალაქგარეთ გაირუჯოთ.
ზოგიერთ ქვეყანაში ზაფხულში ისე ცხელა, რომ ხალხს პირველ რიგში იმაზე უწევს ფიქრი, როგორ გაგრილდეს ცოტათი. ბევრი ხრიკი შეგიძლიათ თავადაც გამოიყენოთ. არაბთა გაერთიანებული საამიროები ემირატებში ზაფხულში წარმოუდგენლად ცხელა, ხოლო მახრჩობელა სიცხისგან თავის დაღწევაში აუზი დაგეხმარებათ. მართალია, თერმორეგულატორი ყველას არ აქვს, ხოლო მის გარეშე წყალი სწრაფად თბება. ახლახანს აქ ახალი სერვისი გამოჩნდა. გარკვეული თანხის სანაცვლოდ 25 კგ–იანი ყინულის ბლოკები შეგიძლიათ შეუკვეთოთ. მათ აუზში აგდებენ. ასე წყლის ტემპერატურა იკლებს. მექსიკა ბევრი ადგილობრივი ზაფხულში იძინებს არა საწოლში, არამედ ჰამაკში, რომელიც აივანზე ან ტერასაზე გაკიდულია. ბადის გავლით ნიავი სხეულს სასიამოვნოდ უბერავს და აგრილებს.ევროპის ქვეყნები 2003 წლიდან დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც მახრჩობელა სიცხეს მიჩვეულნი არ არიან, ზაფხულში სიცხე სამწუხარო კანონზომიერებით იზრდება. ხალხმა დაიწყო სხვადასხვა ხრიკის გამოგონება, რაც ცხოვრებას ოდნავ უმარტივებთ.მაგალითად, დღისით ბინის განიავება საჭირო არაა, როცა გარეთ ტემპერატურა უფრო მაღალია, ვიდრე შენობაში. ასე ოთახები უფრო სწრაფად გახურდება. ცხელ ამინდში ევროპელები ოთახებს ხურავენ, ფანჯრებს სქელ ფარდას აფარებენ და მხოლოდ საღამოს ხსნიან. სიცხეში ბიუსჰალტერმაც ბევრი უხერხულობა შეიძლება გამოიწვიოს. მის ქვეშ სხეული იწყებს ოფლიანობას, ტანსაცმელზე ჩნდება უშნო ლაქები, ხოლო სველი ქსოვილი კანს უმოწყალოდ ხეხავს. ამის თავიდან ასაცილებლად ბიუსჰალტერის ჭიქების ძირში ჰიგიენური საფენები შეგიძლიათ დაამაგროთ. ოფლს კარგად იწოვს. როცა ოთახში ისე ცხელა, როგორც ღუმელში, ღრმა ძილი შეგიძლიათ დაივიწყოთ. ბევრი ევროპელი ბალიშისპირს საყინულეში ინახავს. გრილ თეთრეულზე დაძინება უფრო სასიამოვნოა. ტაილანდი სიცხეში სწრაფად შეგიძლიათ გაგრილდეთ კეპის და პლასტირის გამოყენებით.ჩვეულებრივ, ტაილანდში გამაგრილებელ პლასტირებს იყენებენ იმისთვის, რომ პაციენტის ტემპერატურა შეამცირონ, მაგრამ სიცხისგანაც დაგიცავთ. ზოლი დაიკარით შუბლზე ან კეპის წინა ნაწილზე, რომ ქუჩაში გადახურება თავიდან აიცილოთ. ტაილანდში ცხელი და ნოტიო ზაფხულის გადატანაში გაყინული კენკრის დესერტები დაგეხმარებათ. ისეთივე კარგია, როგორც ნაყინი ან ყინულის სმუზი. გარდა ამისა, გამოიყენება სპეციალური სპრეები, რომელიც კანს არა მხოლოდ ატენიანებს, არამედ აგრილებს. ინდოეთი ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა 47 გრადუსს აღწევს. ოდნავ მაინც რომ გაგრილდნენ, სახლიდან ზედმეტად გასვლას ერიდებიან, ხოლო შენობაში ვენტილატორს რთავენ.მართალია ასეთი მოწყობილობა კონდიციონერზე ცუდად მუშაობს. უფრო ეფექტური რომ გახდეს, ვენტილატორის წინ ცივი წყლით სავსე ტაშტი დადეთ ან მის გისოსზე ჭურჭელი ყინულით მიამაგრეთ. ზოგი სახლში იატაკს წყლით ასველებს. აორთქლებისას ტენი შენობაში ტემპერატურას ამცირებს. ზოგი ინდოელი სახლის სახურავს თეთრად ღებავს. ასე შენობაში ტემპერატურა 5-10 გრადუსით მცირდება. საღებავი იაფია, ხოლო განახლება 2–3 წელიწადში ერთხელ სჭირდება. იაპონია იაპონიაში არის ბევრი საინტერესო რამ, რაც სწრაფად გაგრილებაში გეხმარებათ. ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ იყიდოთ სპეციალური სალფეთქი, გელი, სპრეი ან ლოსიონი. სალფეთქით ტანს იწმენდენ, სპრეის ტანსაცმელზე ისხურებენ, ხოლო გელს და ლოსიონს კანზე ისვამენ.იაპონიაში სპეციალური ტანსაცმელიც იყიდება ცხელი ამინდისთვის. სამოსს და თეთრეულს კერავენ განსაკუთრებული მასალისგან, რომელიც ტენს სწრაფად შთანთქავს, ასევე ულტრაიისფერ სხივებს ირეკლავს. მუშები ატარებენ ქურთუკებს ჩაშენებული კონდიციონერებით, რომელიც გადახურებისგან იცავს. სამხრეთ კორეა სამხრეთ კორეაში არის სპეციალური კერძი ნებისმიერი სეზონისთვის. მაგალითად, სიცხის გადატანაში ცივი ატრია ეხმარებათ. ზოგჯერ ეს კერძი ყინულით მზადდება. მართალია, ზოგიერთი კორეელი ამტკიცებს, რომ სიცხეში ცხელი კერძის ჭამა უკეთესია.ზაფხულში კორეელები სახლიდან უქოლგოდ გასვლას ერიდებიან. მნიშვნელობა არ აქვს, გარეთ წვიმს თუ მზეა. ქოლგა მზის სხივების ზემოქმედებისგან და გადახურებისგან იცავს. საცალფეხო გადასასვლელების გვერდით არის ფარდულები, რომელთა ჩრდილშიც შუქნიშანზე მწვანე სიგნალს შეგიძლიათ დაელოდოთ. ზოგი სიცხეს და ტენს სუპერმარკეტში, კაფეში და კინოთეატრში ემალება. სხვებს უწევთ გამოიყენონთ არა მხოლოდ ქუდი და ქოლგა, არამედ ყურის ტამპონი. ზოგჯერ სეული ივსება ბევრი ქინქლით, რომელთაც შეუძლიათ ყველგან შეძვრნენ. ვიეტნამი ზაფხულში ადგილობრივები მსუბუქი ტანსაცმლის ჩაცმას არ ჩქარობენ, პირიქით, უფრო მეტს იცვამენ. ქუჩაში შეგიძლიათ დაინახოთ ქალი, რომელსაც მხოლოდ თვალები და კოჭები უჩანს. ასეთი ჩაცმის სტილი რუჯისა და მზის დამწვრობისგან იცავთ.ქუჩაში ყოველთვის შეგიძლიათ იყიდოთ ცივი სასმელები: ყავა ყინულით, წვენი ლერწმის შაქრით. ახლახანს ზოგიერთ მაღაზიაში გამოჩნდა ავტომატები, სადაც ზუსტად რამდენიმე წამში ბოთლი ნებისმიერი სითხით შეგიძლიათ გააცივოთ. მალაიზია აქ უძველესი დროიდან გამოიყენება ქოქოსის წყალი, როგორც მთავარი გამაგრილებელი სასმელი. ეს სითხე მდიდარია ნახშირწყლებით და ცილებით, უფრო უკეთ და დიდხანს მოქმედებს, ვიდრე უბრალო გაზიანი სასმელი ყინულით.ქალაქ შაჰ-ალამის მაცხოვრებლებს ზაფხულის სიცხისგან თავის დაღწევაში ეხმარება თემატური პარკი I-city Snow Walk. აქ შეგიძლიათ ითამაშოთ არქტიკული ფეხბურთი, ისრიალოთ ციგებით ან უბრალოდ გაისეირნოთ ყინულის ქანდაკებებს შორის. ფილიპინები ფილიპინების ეროვნული დესერტი ჰალო–ჰალო ზაფხულის სიცხისგან თავის დაღწევაში ეხმარებათ. ის მზადდება გახეხილი ყინულით, ქოქოსის ფანტელებით, შესქელებული რძით, იასამნისფერი იამსით (ტკბილი ბოლქვი) და სხვა ადგილობრივი პროდუქტით. დესერტი ნებისმიერ კაფეში შეგიძლიათ იპოვოთ.ნაქსოვი ხალიჩა, ბანიგი საძინებლად გამოიყენება. ის სხვადასხვა გამხმარი ფოთლისგან მზადდება. მასზე ძილი უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ჩვეულებრივ ლეიბზე, რადგან უფრო გრილია. ზაფხულის სიცხესთან გამკლავება მთელ მსოფლიოში უწევთ. საბედნიეროდ, არსებობს ბევრი ხრიკი, რომელიც გვეხმარება აუტანელ სიცხეს გავუძლოთ. ასევე დაგაინტერესებთ: 1. 18 რამ რისი გაკეთებაც სხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს არ ღირს 2. 20 მტკიცებულება, რომ სამხრეთ კორეა სულ სხვა სამყაროა საკუთარი წესებით 3. იმოგზაურე მარტივად - 20 საუკეთესო გადაწყვეტილება ბევრი ნივთის ჩემოდანში ჩასატევად 4. ისინი მის გარეშე მოკვდებიან: მამაკაცი ყოველდღე მწყურვალე ველურ ცხოველებს წყალს უზიდავს 5. მეცნიერები თვლიან, რომ თანამედროვე ხალხი შხაპს ზედმეტად ხშირად იღებს 6. იდეები მოგზაურობისთვის, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოცადოთ 399 1-ს მოსწონს |