სიახლეები რა შედეგები დადგებოდა თუ საქართველო სანქციებს შეუერთდებოდა და აკრძალავდა რუსეთთან ვაჭრობას და ფულად გზავნილებს? 2023, 29 მაისი, 12:24 ეკონომიკის ექსპერტი შოთა გულბანი საქართველოში ჩატარებულ კვლევას ეხმაურება, რომელმაც შეისწავლა თუ რა შედეგებს მოიტანდა საქართველოსთვის, რუსეთთან უშუალოდ დაწესებული სანქციები. "რუსეთის სანქციებზე მიერთება საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური შედეგების მომტანი იქნებოდა. როგორც კვლევამ დაადასტურა, საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს არათუ ორნიშნა მაჩვენებლით გაიზრდებოდა, არამედ მნიშვნელოვან ზარალს ექნებოდა ადგილი, რაც უარესი სცენარის მიხედვით, 17.1 პროცენტიან ვარდნას გულისხმობს. თუკი საქართველო სრულად აკრძალავდა სავაჭრო, საინვესტიციო და ფულადი გზავნილების არხებს რუსეთთან, ეს 2022 წლის ეკონომიკისთვის ფატალური შედეგების მომტანი იქნებოდა, რასაც აგრეთვე გაამძაფრებდა პანდემიის შედეგად ეკონომიკაზე მიყენებული ზარალი. ხოლო აღდგენითი პროცესები და მაღალი ეკონომიკური ზრდა დიდი ალბათობით რამდენიმე წლით გადავადდებოდა. შედეგად მიღებული ნეგატიური ეფექტები ისევ საქართველოს მოსახლეობაზე აისახებოდა და უფროო გაამწვავებდა სოციალურ ფონს. შესაბამისად, პრაგმატული მიდგომა ეკონომიკურ საკითხებში აგრესორ ქვეყანასთან, გაცილებით მომგებიანია ისევ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე", - წერს გულბანი.
თსუ-ს ანალიზის და პროგნოზირების ცენტრის დასკვნა ასეთია:
რუსეთის სანქციებზე ორმხრივ ჭრილში მიერთების სავარაუდო შედეგები 2022 წლისთვის. 2022 წელს რეალური მშპ-ს მოსალოდნელი დაახლოებით 10 პროცენტიანი ზრდის ნაცვლად საქართველო მიიღებდა: • უარესი სცენარით - 17.1 პროცენტიან ვარდნას;
• შეალედური სცენარით - 9.6 პროცენტიან ვარდნას;
• ოპტიმისტური სცენარით - 4.1 პროცენტიან ვარდნას.
მონეტარულ განზომილებაში, მიმდინარე ფასებში 2022 წლის ჯამური ზარალი იქნებოდა:
• უარესი სცენარით - 18.0 მილიარდი ლარი;
• შუალედური სცენარით - 13.2 მილიარდი ლარი;
• ოპტიმისტური სცენარით - 9.6 მილიარდი ლარი.
241 6-ს მოსწონს
|