x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (X ნაწილი)
I. როგორ გაჩნდნენ ცოცხალი ორგანიზმები? image


ადამიანების მეზობლად, დედამიწაზე სხვადასხვა სახეობის ცოცხალი ორგანიზმები არსებობენ. თუმცა, საიდან და როგორ გაჩნდნენ და რატომ არიან ასე მრავალფეროვნად წარმოდგენილნი, ძნელი სათქმელია. მართალია, არსებობს მეცნიერების ოფიციალური დასკვნა, რომ ეს ყველაფერი მილიარდობით წლის წინ, ბაქტერიების მუტაციით დაიწყო და შემდეგ ევოლუცია განიცადა. მაგრამ ვერსიაშიც, ბევრი უზუსტობა და შეუსაბამობაა...

თუ დავუშვებთ, რომ სიცოცხლე, სულ სხვა გზით შეიძლებოდა რომ გავრცელებულიყო, – მაშინ რომლით?

ეს ძალიან სერიოზული კითხვაა და მხოლოდ მასზე პასუხი დაგვეხმარება, ჩვენი არსებობის საიდუმლოს ამოხსნაში. ჩვენც ხომ გაურკვეველი გზით გავჩნდით დედამიწაზე? თუმცა, ბევრად უფრო გვიან, ვიდრე სხვა ცოცხალი ორგანიზმები... და თავად შევძელით, ან ვიღაც დაგვეხმარა, რომ ევოლუციური განვითარების მიმდინარე ეტაპამდე მოვსულიყავით.


II. არსებობდნენ უძველესი ღმერთები?image


«ღმერთები» – ასე ეძახდნენ, უძველეს დროში, უცხოპლანეტური ცივილიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც დედამიწაზე კოსმოსიდან ჩამოვიდნენ. არსებობს ვერსია, რომ სწორედ ისინი გვეხმარებოდნენ და განვითარებისკენ გვიბიძგებდნენ. ამჟამად, უამრავი მეცნიერი ცდილობს, ჩვენი ცივილიზაციის და მათ შორის კონტაქტის პერიოდის დადგენას და დღეს არსებული არტეფაქტების გათვალისწინებით, ეს დაახლოებით, 20 ათასი წლის წინ უნდა მომხდარიყო.

ისინი თუ მართლაც არსებობდნენ, მაშინ გამორიცხული არ არის, რომ განვითარებაში, მართლაც დაგვეხმარნენ და შემდეგ გაქრნენ. მაგრამ, თუ ასეთი რამ არ ყოფილა? მაშინ უამრავი ფაქტი არსებობს, რომელიც ძალიან რთული ასახსნელი იქნება, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ მათ არსებობას დავუშვებთ.


III. ძველი მსოფლიოს მაღალგანვითარებული ცივილიზაციებიimage


ჩვენი პლანეტა არაერთი მილიარდი წელი არსებობს და ამ ხნის მანძილზე, მასზე არაერთი ცოცხალი ორგანიზმი სახლობდა. თუ ადამიანები ადრეც, მაგ., დინოზავრების ეპოქაშიც ცხოვრობდნენ, საკუთარი თავის განადგურება, რა თქმა უნდა შეეძლოთ (ისე, როგორც ჩვენ. ატომური შეიარაღების პირობებში, თუ III მსოფლიო ომო დაიწყო, ის ბოლო ომი იქნება, ჩვენი ცივილიზაციის ისტორიაში.) და მათი კვალი მარადიულობაში დაიკარგებოდა.

დღეს რომ მოხდეს რაიმე სახის მასშტაბური კატასტროფა – აპოკალიფსი, რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ, ჩვენი ცივილიზაციიდან სულ მცირე კვალიც კი, აღარ იქნება. რა თქმა უნდა, კვალი იქნება, მაგრამ მიწისა და მსოფლიო ოკეანის ფსკერის, ასობით მეტრის, ქვეშ.


IV. ხმელთაშუა ზღვის ჰავა მხოლოდ ხმელთაშუა ზღვის რეგიონისთვის არ არის დამახასიათებელი

image


აღნიშნული ჰავისთვის დამახასიათებელია ზომიერი კლიმატი, მშრალი, ცხელი ზაფხულით და წვიმიანი ზამთრით. იგივე მახასიათებლები აქვს კალიფორნიის სანაპიროს უდიდესი ნაწილის ჰავას, ასევე მსგავსი კლიმატია სამხრეთ აფრიკაში, ჩილეს ცენტრალურ ნაწილში და ავსტრალიის სამხ-დას. ნაწილის ზოგიერთ რეგიონში.



V. კანარის კუნძულების სახელი კანარელ ფრინველებს არ უკავშირდება

image


ბევრი თვლის, რომ კანარის კუნძულების სახელი, იქ მობინადრე ყვითელ ფრინველებს (კანარის ჩიტი, კანარელი (ლათ. Serinus canaria) რედ.) უკავშირდება. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით არის – კუნძულების სახელი ფრინველებს დაარქვეს.

რაც შეეხება კუნძულის სახელს, ის ლათინური სიტყვისგან – canis-იდან მოდის, რაც — ძაღლს ნიშნავს. ეს სახელი კუნძულებს რომაელებმა დაარქვეს, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა ძაღლს აღმერთებდა.


VI. შვეიცარიას დედაქალაქი არა აქვსimage


მართალია, შვეიცარიის პარლამენტი სხდომებს ბერნში მართავს, მაგრამ მას იურიდიულად დედაქალაქის სტატუსი არ გააჩნია. შვეიცარიისთვის ბერნი – მხოლოდ ერთ-ერთი ფედერალური ცენტრია, სადაც, გარემოებათა გამო, პრეზიდენტი ცხოვრობს და სადაც სხვადასხვა სახის ოფიციალური ღონისძიებები იმართება.


VII. საფრანგეთს სახმელეთო საზღვარი ლათინური ამერიკის ქვეყნებთან აქვსimage


დიახ, ეს სიმართლეა! საფრანგეთის გვიანას, რომელიც საფრანგეთის 101 დეპარტამენტიდან, ერთ-ერთს წარმოადგენს, საზღვარი ლათინური ამერიკის ქვეყნებთან აქვს. მას სამხრეთით ბრაზილია ესაზღვრება, აღმოსავლეთით – სურინამი და ქვეყნებს შორის საზღვრის საერთო სიგრძე –1183 კმ-ს ტოლია.


VIII. საიდან «მოვიდა» ტერმინი «ლომბარდი»?image

პირველი ლომბარდები საფრანგეთში XV ს. გაჩნდა, ლუი XI მეფობის (1461-1483) დროს. მას, ძირითადად, იტალიელები ხსნიდნენ, რომლებიც, უმეტესწილად, ლომბარდიის მხარიდან იყვნენ. სწორედ ამიტომ, დაერქვა საკრედიტო დაწესებულებას, რომელიც უკვე 5 საუკუნოვან ისტორიას ითვლის, ეს სახელი.


IX. რატომ ეძახიან ონკოლოგიურ დაავადებას «კიბოს»?image


ჯერ კიდევ ანტიკურ დროში, არსებობდა ონკოლოგიური დაავადებები და მათ შორის, კანის სიმსივნეც. ძველი ექიმები, ამ დაავადების აღწერისას, აღნიშნავდნენ, რომ კანი მტკიცე, გლუვი იყო და ვარდისფერი ფერი ჰქონდა. მათ ამ დაავადებას, კიბორჩხალას ჯავშანთან მსგავსების გამო, cancer-ი შეარქვეს, რაც ლათინურად «კიბორჩხალას» ან «კიბოს» ნიშნავს. მოგვიანებით, ტერმინი ონკოლოგიური დაავადების სხვა სახეობებზეც გავრცელდა.


X. რატომ არის პრესა «ყვითელი»?image


«ყვითელი პრესა» – ტყუილების, სკანდალების და იაფფასიანი სენსაციების ბეჭდვით დაკავებული ჟურნალ-გაზეთების სინონიმია და ის აშშ-ში გაჩნდა.

1895 წ. ამერიკელმა მხატვარმა და გრაფიკოსმა რიჩარდ აუტკოლტმა ნიუ-იორკის გაზეთში – «The World»-ში, საკუთარი ნახატების სერია გამოაქვეყნა, იუმორისტული ტექსტებით; ყველა ნახატზე ერთი პერსონაჟი (პატარა ბიჭი) მეორდებოდა, რომელსაც ყვითელი პერანგი ეცვა. ხოლო, ამ პერანგის ფონზე, სახალისო გამონათქვამები ეწერა. ნახატები მალე პოპულარული გახდა და გაზეთის ყოველი ნომრის გამოსვლას, უამრავი ადამიანი ელოდა. ხოლო, იუმორისტული ნახატების სერიას, მკითხველებმა «ყვითელი ბიჭი» შეარქვეს. რაც შეეხება გაზეთის ტირაჟს, ის 70 ათასიდან – მილიონამდე გაიზარდა. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* რომის "მხარდაჭერით დაბადებული" დიქტატორი და ფაქტი, რომელზეც ჰიტლერს საუბარი არ უყვარდა

* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (IX ნაწილი)

* მითები ჩვენი პლანეტის შესახებ, რომლისაც ზოგიერთს ჯერ კიდევ სჯერა



0
96
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0