x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მითები ჩვენი პლანეტის შესახებ, რომლისაც ზოგიერთს ჯერ კიდევ სჯერა

არსებობს უამრავი «ფაქტი», რომლისაც ბავშვობიდან გვჯერა და აზრადაც არ მოგვდის, რომ გადავამოწმოთ და გავიგოთ სიმართლეს შეესაბამება თუ არა ის, რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ ან იმ პერიოდში უფროსებისგან გაგვიგია.


მითი № 1. ალმასი გატეხა შეუძლებელიაimage


ფაქტი: ჩაქუჩით ერთი «მსუბუქი» დარტყმა და დიდი ალმასისგან ბევრი პატარა ალმასი მიიღება.


მითი № 2. ჩინეთის კედელი — ადამიანის მიერ შექმნილი ერთადერთი ობიექტია, რომელიც კოსმოსიდან ჩანსimage


ფაქტი: არა ჩანს. ამისთვის ის მეტისმეტად ვიწროა — მისი სიგანე მხოლოდ 6 მ-ია. სინამდვილეში, კოსმოსიდან განათებული ქალაქების და ინდოეთ-პაკისტანის საზღვრის დანახვა შეიძლება. ამ ორ ქვეყანას იმდენად ცუდი ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან, რომ ქვეყნებს შორის გასამხედროებული საზღვარი აღმართეს, რომლის სიგრძე 2900 კმ-ია და ის ისე ძლიერ არის განათებული, რომ ნარინჯისფერი სინათლის ზოლი კოსმოსიდანაც კი ჩანს.


მითი № 3. საჰარა — ყველაზე დიდი უდაბნოა დედამიწაზეimage


ფაქტი: ყველაზე დიდი უდაბნო — ანტარქტიდა არის. მისი ფართობი — თითქმის 870 ათასი კვ. კმ-ია, ხოლო ნალექი, ზოგიერთ რაიონში, თითქმის 2 მლნ. წლის მანძილზე არ მოსულა.


მითი № 4. ღრუბელი უწონადიაimage


ფაქტი: ღრუბლები წყლის პატარ-პატარა წვეთებისგან შედგება და ერთი ღრუბელი, შეიძლება, ათობით სპილოს წონასაც იწონიდეს, ზომას გააჩნია. ხოლო, ჰაერში იმიტომ ჩერდება, რომ ორთქლის კონდენსაციის დროს, სითბო გამოიყოფა, რომელიც ღრუბლისთვის საჰაერო ბუშტის როლს ასრულებს.


მითი № 5. მეხი ერთი და იგივე ადგილზე 2-ჯერ არ ეცემაimage


ფაქტი: ეცემა, 2-ჯერაც და უფრო მეტჯერ! მაგ., ემპაირ სტეიტ ბილდინგის კოშკის ანძას, მეხი წელიწადში, საშუალოდ, 25-ჯერ ეცემა.



მითი № 6. ანხელი (979 მ.) — ყველაზე მაღალი ჩანჩქერია დედამიწაზეimage

ფაქტი: ყველაზე მაღალი ჩანჩქერი, წყლის ქვეშ, დანიის სრუტის ფსკერზეა, და მას სახელი არა აქვს. სიმაღლე კი — 3505 მ-ია.


მითი № 7. წყალი დენს ატარებსimage


ფაქტი: დენს წყალი კი არა, მასში გახსნილი მინერალები ატარებს და რაც უფრო მაღალია მისი კონცენტრაცია, მით უფრო კარგი გამტარია წყალი. ხოლო, დისტილირებული წყალი დენს საერთოდ არ ატარებს.


მითი № 8. ევერესტი (8848 მ.) — ყველაზე მაღალი მთა არის პლანეტაზეimage


ფაქტი: სინამდვილეში, ყველაზე მაღალი მთა — მანუა-კეაა (ჰავაიურად, თეთრი მთა), რომელიც ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე მდებარეობს. მისი სიმაღლე — 10203 მ-ია, მაგრამ მთის უდიდესი ნაწილი წყლით არის დაფარული.


მითი № 9. ყველა მცენარე წყალს ფესვებით მოიპოვებსimage


ფაქტი: ნამიბიის უდაბნოში იზრდება ველვიჩია, რომლის ფესვები წყალს ფოთლებიდან იღებს.


მითი № 10. დიდი ბრიტანეთი — ყველაზე წვიმიანი ქვეყანაა ევროპაშიimage


ფაქტი: ლონდონში, წლის მანძილზე, 500 მმ ნალექი მოდის, რომში — 760, მილანში — 1000, ხოლო გენუაში — 1100. მაგრამ, იტალიაში ნალექი, ძირითადად, შემოდგომაზე და ზამთარშია, ხოლო დიდ ბრიტანეთში — მთელი წლის მანძილზე.


მითი № 11. ნილოსი — ყველაზე გრძელი მდინარეა მსოფლიოშიimage


ფაქტი: ამაზონის სიგრძე 7100 კმ-ია, ანუ ნილოსზე 400 კმ-ით უფრო გრძელია.


მითი № 12. მკვდარი ზღვა — ყველაზე მლაშე ტბა არის დედამიწაზეimage


ფაქტი: ყველაზე მლაშე ტბა — დონ-ჟუანის ტბა (რაიტის ხეობა, ანტარქტიდა). მისი მარილის შემცველობა 42, 2% (402 ‰)-ია, რაც მკვდარი ზღვის მარილიანობაზე, 7 % მეტია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* დედამიწა 15 000 წლის წინ - ვინ შექმნა სინამდვილეში მაჩუ-პიქჩუ?

* რა მოხდებოდა, II მსოფლიო ომში სსრ კავშირი რომ დამარცხებულიყო? – ჰიტლერის შემდგომი გეგმები

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
128
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0