x
მეტი
  • 23.02.2024
  • სტატია:133470
  • ვიდეო:356341
  • სურათი:507938
რომის "მხარდაჭერით დაბადებული" დიქტატორი და ფაქტი, რომელზეც ჰიტლერს საუბარი არ უყვარდა

გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მმართველის ცხოვრებაზე ბევრი დაიწერა, მაგრამ ჰიტლერს არ უყვარდა ლაპარაკი თავისი ცხოვრების და ოჯახის ბევრ მომენტზე. ქალს, რომელმაც ფაშიზმის მომავალი ლიდერი რომის მხარდაჭერით გააჩინა, დღეს მეცნიერები იშვიათად ახსენებენ.


image


ყველასთვის ცნობილია, რომ ჰიტლერი შეპყრობილი იყო რასობრივი ცრურწმენებით. გარდა ამისა, მან ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს ევთანაზიის განაჩენი გამოუტანა, რომ საზოგადოება ამგვარი ადამიანებისგან გაეწმინდა. ჰიტლერი არც ინვალიდად დაბადებულებს და უნარშეზღუდულებს სწყალობდა და მათ საზოგადოებისთვის, ზედმეტ ტვირთად მიიჩნევდა... და აქ ლოგიკური კითხვა ჩნდება: რამდენად მნიშვნელოვანია გენეტიკა? თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ თავად ჰიტლერი, ინცესტის (incestus — "დანაშაული", "ცოდვა", სისხლთა შერევა) შედეგად დაიბადა.

1860 წ. ავსტრიაში, ჰიტლერის მომავალი დედა კლარა პელცლი დაიბადა. მისი მშობლებს, კლარას გარდა, კიდევ ათი შვილი ჰყავდა, რომელთაგან სრულწლოვანებამდე, მხოლოდ სამმა მიაღწია. თხუთმეტი წლის ასაკში, კლარამ ბიძასთან, ალოის ჰიტლერთან დაიწყო მუშაობა. მას ავადმყოფი მეუღლის გამო, სახლის საქმეებში დახმარება სჭირდებოდა. მალი ქალი გარდაიცვალა, ალოისს კი, ბევრი არ უფიქრია და ხელახლა დაქორწინდა... ამასთან, ის ნათესავისკენ, მუშტრის თვალით ყურებას აგრძელებდა, რომელიც მასზე 23 წლით უმცროსი იყო.

მეორე ცოლის გარდაცვალების შემდეგ, ალოისი ვარიანტებს ეძებდა, კლარასთან ახლო ურთიერთობის დასარეგისტრირებლად. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ კლარა მისგან შვილს ელოდებოდა. ეკლესიებმა მათ, ქორწინების უფლება არ მისცა, რადგან ახლო ნათესავები იყვნენ. საკუთარი მიზანდასახულობის წყალობით, ალოისი, ჩანაფიქრის განსახორციელებლად, ვატიკანამდეც კი მივიდა... არავინ იცის რატომ, მაგრამ ვატიკანმა ამ ქორწინებაზე თანხმობა გასცა და 1885 წ. კლარა და ალოისი დაქორწინდნენ.

ქორწინებიდან სულ მალე, კლარას 2 ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინა. მაგრამ ისინი, ჯერ კიდევ, დაბადებიდან პირველ თვეში, დაიღუპნენ. გერმანიის მომავალი ლიდერი, კლარასა და ალოის ჰიტლერების მეოთხე შვილი იყო.

კლარა ცდილობდა, შვილის მამის აგრესიისგან დაეცვა – ტირანისგან, რომელიც თვლიდა, რომ მისი ვაჟი უსაქმური იქნებოდა. მოგვიანებით ჰიტლერი იტყვის: "მე პატივს ვცემდი მამას, მაგრამ ვაღმერთებდი დედას". კლარა კი, თავის მხრივ, იმდენად დიდ სიყვარულს განიცდიდა შვილისადმი, რომ უზომოდ ანებივრებდა მას... და ვერც კი ამჩნევდა, რომ ის სრული ეგოისტი იყო. მოგვიანებით კი, უგულო და სისხლისმსმელ დიქტატორად ჩამოყალიბდა...


image

არხის სხვა სიახლეები:


* დედამიწა 15 000 წლის წინ - ვინ შექმნა სინამდვილეში მაჩუ-პიქჩუ?

* რა მოხდებოდა, II მსოფლიო ომში სსრ კავშირი რომ დამარცხებულიყო? – ჰიტლერის შემდგომი გეგმები

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



1
373
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
373
  
2023, 25 მაისი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1